გართობა

შატბერდი

957c0ba3ab50

შატბერდის ტაძარი ბერტას ხეობაშია.
როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“.
5fcf2c76e388
9aa80f6583a5
„და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, – მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.
აშოტის შემდეგ, კურაპალოტობა მისმა ძემ – ბაგრატმა მიიღო. გრიგოლს მისთვის უთხოვია შატბერდში – ხანძთისთვის შეწირულ აგარაკზე მონასტრის აშენება. ის დათანხმდა და „მისცა ყოველივე სახმარი საშენებლად“, ე.ი. შატბერდი პირველად ბაგრატ პირველის მეფობის დროს, 836 წელს აშენდა.

d9dd04c6ad9b
6048f22768a9
შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს, საქართველოს ისტორიას (მოქცევაი ქართლისაი)

efc8f08a432c

52a304f2d166

დღეს შატბერდის ტაძარი მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მოსაპირკეთებელი ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. ჩუქურთმები – დაზიანებული. გუმბათიდან წვიმა ჩამოდის, საკურთხევლის ქვედა ნაწილი მორღვეულია…
1240e50c9424

ba44a22d837b

a73cd6a5296c

orthodoxy.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button