არქივი

ქალის ფსიქოლოგია

f26916e75b8f

ფსიქოლოგიის ძალა ნუ მოგაკლდებათ. მიუხედავად ჩემი ინდივიდუალისტური ხედვისა, მაინც, სამწუხაროდ, დღევანდელი გადასახედიდან არსებობს ქალის უნივერსალური თვისებათაგანი, რომლებიც ერთიან ღერძს ქმნის. მოდით გამოვყოთ ისინი. სანამ წერას დავიწყებდე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი იწერება მას შემდეგ რაც ფროიდის, იუნგისა და სხვა სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლების თეორიები შევისწავლეთ და შემდეგ პრაქტიკული გამოვლინებას ვპოვეთ, არა უმცირეს ერთი წლისა.

+ ქალს შეუძლია, მამაკაცისაგან გასხვავებით, კონცენტრირებული იყოს მრავალ საგანსა თუ საკითხზე. მაგალითად ქალისათვის სრულიად შესაძლებელია ილაპარაკოს ტელეფონზე, უყუროს და გაანალიზოს ტელევიზორში მიმდინარე გადაცემა, მოუაროს ხელში დაჭერილ ჩვილს და ამასთანავე სახლიდან გასასვლელად მომზადებულ მეუღლეს შესძახოს სახლში პურის მოტანა არ დაგავიწყდესო. ეს ქალის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა. თუმცა ყველაფერს თავისი ორი მხარე აქვს. სამაგიეროდ ქალს უჭირს ცივ ოთახში ჯდომა და სადოქტორო ნაშრომის თავაუღებელი წერა, რადგან მისი ბუნება მუდმივად აქტივობისა და მრავალი წყაროს მიღების სურვილით არის განმსჭვალული.
+ ქალი ბევრად უფრო სწრაფად აღიქვამს ვიზუალურად ადამიანს, ვიდრე ამას მამაკაცი ახერხებს. თუ ქალისათვის კაცის შესასწავლად 3-4 წამი კმარა, მამაკაცის შემთხვევაში ამისათვის შეიძლება 15-25 წამიც არ კმაროდეს. ქალისათვის ადამიანის შესწავლა იწყება ფეხებიდან ზევით და არა პირიქით.

+ ქალი (ინდივიდუალურ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) თითქმის არასდროს არ არის მიმართული ფორმალური ლიდერობისაკენ, მას სტატუსური განსაზღვრა შეიძლება არც აღელვებდეს. მაგალითად თუ კაცი უნდა იწოდებოდეს ოჯახის წამყვანად, ქალისათვის ეს ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, პირიქით, თავისი მორჩილებით იგებს და მართავს მამაკაცს. თუ მამრობითი სქესისათვის მთავარია მას ერქვას ლიდერი, მდედრისათვის ლიდერობა ისედაც ცხადი ხდება, როდესაც რუხი კარდინალივით ჩრდილში დგას, მაგრამ მისი რჩევა უკვე კანონად არის ხოლმე აღქმული. ამიტომაა ძალიან ხშირად ცოლები ისე მართავენ მამაკაცებს, რომ საქმეს აშკარად ეტყობა ქალური ხელი. ქალი ყოველთვის თავის აზრს გაიტანს, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მდედრის მიერ “გატანილი” იდეა არ იყო წარმატებული და მამაკაცმა წამოაყვედრა – ეს ხომ შენი იდეა იყოო – ქალი ყოველთვის მშვიდად უპასუხებს: მერე შენ რას მიკეთებდი მამაკაცი არ იყავიო.
+ ქალები სიმბოლისტები არიან. მათთვის საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მიმიკებისათვის დაკვირვება. ასევე ისინი დებენ ქვეტექსტებს და იმავეს ეძებენ კოლეგასთან ან ოპონენტთან საუბრისას. ანუ ქალმა ქალს თუ შესთავაზა მაღაზიებში საღამოს საათებში გასვლა, შეთავაზების მიმღები აუცილებლად ჩაუღრმავდება საკითხს და დასვამს კითხვას, რატომ მაინცდამაინც საღამოს საათებში, რატომ მაინც და მაინც ამა თუ იმ მაღაზიაში, რატომ მკითხა ეს ამა და ამ დროს და ასე შემდეგ… ხოლო მამაკაცმა მეგობარს რომ მიმართოს წამო დასალევათ გავიდეთო არავითარი ქვეტექსტი იქ არ იქნება.

+ ფროიდისეული დაკვირვება (რომელიც არც პირადი და არც სანდო ადამიანის პრაქტიკული დაკვირვებით არ შემიძლია გავამყარო) ცხადჰყოფს, რომ გოგონა, რომელიც მოკლებულია მამისაგან ყურადღებასა და სითბოს, ან საერთოდაც არ ჰყავს იგი, ამ შემთხვევაში უყვარდებათ თავისზე ბევრად უფრო დიდი, შეიძლება მამისტოლა კაცების კი.
+ ქალები საკუთარ თავზე საუბრის დიდი მოყვარულები არიან. ამიტომაც რამდენადაც დიდი ხანი მიდის მასზე ბაასი იმდენად დიდად იხიბლება იგი თქვენით და მეტიც, ამ დროს იგი დროის შეგრძნებასაც კარგავს.
+ ქალი შენიღბვის დიდოსტატია, მაგრამ მისი სახისა და სხეულის რამდენიმე ნაწილი აუცილებლად ყიდის მას (ქალებო არ ჩამოქოლოთ):
1. ტუჩები – ქვედა ტუჩის ურჩობა ადამიანთან და მით უფრო ქალთან ძალიან ხშირი მოვლენა. როდესაც ქვედა ტუჩი ოდნავ მაინც იწევს წინ ის უკვე იმდენად დიდი ინფორმაიციის მატარებელია, რომ შეიძლება გაგეღიმოთ კიდეც. ამ დროს ქალი თავის სექსუალურ აღგზნებას, ან რაიმე გამომწვევისაკენ სწრაფვას ამჟღავნეს. ქვედა ტუჩზე კბენით ქალი ან თავის ნერვიულობას გამოხატავს, ან მორცხვ ნდომას, ან შფოთს (სიტუაციის მიხედვით), თუმცა აუცილებლად ოდნავი დაძაბულობის თანხლებით ხდება აღნიშნული აქტი. ორივე ტუჩის წინ წამოწევა სიბრაზის, ან დაცინვისა და ქედმაღლობის გამომსახველია, თუმცა ამ დროს თვალებზე დაკვირვებაც არ იქნება ურიგო, რადგან თუ ოდნავ მაინც მოიჭუტა ჭრილი, ეს უკვე სწორედ ქილიკზე მიუთითებს. ტუჩების მალვა (კბილებისაკენ მოქცევა) გაურკვევლი მდგომარეობის გამოსახულებად, ფიქრში გართულობასთან ასოცირდება.

2. თვალები – ქალს შეუძლია დამალოს სევდა, მაგრამ მისი თვალები, კაცისაგან განსხვავებით, აუცილებლად გაჰყიდიან მას. თვალების კონტროლი, რამდენადაც კარგი მსახიობი ქალი არ უნდა იყოს იგი, თითქმის შეუძლებელია, ფერების დეფორმაციის გამო. როდესაც ქალის თვალები ფერს იცვლიან (შიდა – ყავისფერი ნაწილი იკავებს ფერად ნაწილს, ან პირიქით), ამ შემთხვევაში საქმე აუცილებლად შინაგან ქაოსთან გვაქვს, რომელიც (სიტუაციის მიხედვით) ან დიდი მწუხარების ან დიდი სიხარულის გამომხატველია. თუ ქალთან ერთად მეტ-ნაკლებად ფართო აუდიტორიაში ან სუფრაზე მოხვდით მაშინ სწორედ თვალებს უნდა დააკვირდეთ. თუ სხვა ადამიანის საუბრისას ქალი გაშტერებული მიცქერებია ვინმეს ან რამეს, მაშინ უნდა გახსოვდეთ, რომ იგი ამ დროს კონცენტრირებული სულაც არ არის ობიექტზე, არამედ ფიქრებშსაა მიცემული, მაგრამ აუცილებელი პირობაა იცოდეთ ისიც, რომ ყოველ სიტყვას მაინც იჭერს იგი და თუ რაიმე საინტერესოს მოკრა თვალი უცებ მკაცრად გადმოგხედავთ და გამჭოლი მზერით მიგახვედრებთ მე აქ ვარო.

2.2. თუ სახე ხელის მტევანზე უდევს ეს დაღლის ან/და წყენის ნიშანია, თვალები ცრემლიანდება, მაგრამ სწორედ ამ დროს იღვიძებს არათეატრალური, ინსტიქტური ბუნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მდედრობითი სქესი სიტუაციის ანალიზზეა გადართული, თქვენ ნებისმიერ კითხვას კი ზერელედ უპასუხებს.
2.3. ქალის კონცენტრირებულია მაშინაც როცა თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.
3. ჯდომის მანერის მიხედვით – თუ ქალი სკამზე ზის და ხელები ერთმანეთთან მიტანილი აქვს ისე თითქოს ლოცულობსო, ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ იგი მთლიანად მსახიობადაა ქცეული და ხელოვნურ ზეწოლაზეა აქცენტირებული, რითაც თითქოს თავის უპირატესობას გამოხატავს თქვენზე.
3.2. თუ ქალი ჯდომისას ხელებჩაჭიდებულია სკამს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ნერვიულობისაგან იწურება.
3.3. თუ ქალს ჯდომისას ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ათამაშებს მას, ერთ-ერთი ხელიც თავისუფლად აქვს, ეს იმის მაუწყებელია, რომ იგი სრულიად არ არის შეზღუდული და გახსნილია ნებისმიერი ინფორმაციის გასაცემად და მისაღებად (დაუკვირდით ხელში კალამს არ ათამაშებდეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ დაძაბულობის მოხსნას სხვა რამეზე ყურადღების გადატანით ცდილობს).

4. თმა – ეს ყველაზე მეტად შეუსწავლელი და ყველაზე მეტად სწორი ინფორმაციის მომწოდებელია. როგოროც კი ქალი შფოთავს მისი თმა ტალღისებურ ფორმას იძენს და სულ ოდნავ იბურძგნება. რაც უფრო მშვიდია იგი, თმა ატლასივით ხდება, ერთ მასად გარდაიქმნება და არა ცალკეულ ღერებად. თუ ქალი თმის გადაწევას უკან ცდილობს, ესე იგი მისი მიზანი რაიმეზე დაკვირვება და კონცენტრირებაა. თუ ქალს გრძელი თმა აქვს და ზურგიდან უყურებთ მას, მაშ დააკვირდით, მისი უკანა ფორმა უმეტესად ნელა უნდა ირხეოდეს (რაც ბუნებრივი მდგომარეობის გამომსახველია), მაგრამ თუ იგი ძალიან დიდი ამპლიტუდით იცვლება, მაშინ იგი ამით აუცილებლად ცდილობს თქვენს მოჯადოებას და ერთგვარ ჰალუცინაციის ეფექტის შექმნას.

4.2. თუ იგი საუბრისას თმას იხვევს, ან უბრალოდ ხელში ათამაშებს აუცილებლად შფოთავს და ცდილობს თავისი ყურდღება მასზე გადაიტანოს, თუმცა მის მიმიკას თუ დაუკვირდებით, შეიძლება მიხვდეთ კიდეც – თქვენ მოსახიბლავად სპექტაკლი იდგმება.
5. ენა – თუ საუბრისას ქალმა ენა ერთი წამით მაინც გამოყო ტუჩების დასასველებლად, ჩათვალეთ რომ მას უმნიშვნელოვანეს საკითხზეც (“ოო, როზალინდა, ცოლად გამომყვები?”) კი პასუხის გასაცემად მზადაა.
6. ცხვირი – თუ საუბრისას ცხვირს ეხება, ეს ნიშნავს, რომ მთლად ჭეშმარიტების მოწოდების ხასიათზე არ დგას იგი.
7. იმ შემთხვევაში თუ ქალი თქვენ ტუჩებს შეხედავს და აქტიურად აკვირდება მას ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მოინუსხა თქვენით, შეიძლება მოწყალებასაც კი ელოდებოდეს თქვენგან ან წინამძღოლად გაღიარათ.
8. ლოყები – მათი სიწითლე თუ არც ისე მნიშვნელოვანი გარემოების პირობებში წარმოიშვა მაშ იცოდეთ, რომ საქმე უბრალო ნერვიულობასა ან დაბნეულობასთან გვაქვს, მაგრამ თუ იგივე ბუნებრივი აკიაფება რაიმე დაძაბულობის მოხსნის, ჩხუბის, სირთულის გადალახვის შემდეგ მოხდა, ეს იმის მაუწყებელია რომ ქალი სექსუალურად აღიგზნო.
არის კიდევ სხვა ელემენტებიც, მაგრამ რახან ისინი უმეტესად ორივე სქესზე არის გათვლილი (ხელის გულების ჩვენება, შუბლის მიმართულებით ყურება, ორი თითის ქნევის კომბინაცია და სხვა), ამიტომ მას სხვაგან შევეხები.
და მაინც, როგორ შეისწავლება ქალი?!

საერთოდ ქალებს მოსწონთ ისეთივე კაცები, როგორადაც თავისი ცხოვრების პირველი ავტორიტეტი (უმეტესად მამის სახით) წარმოუდგებათ. მაგრამ ქალის უკეთ შესასწავლად აღნიშნული მეთოდი არ გამოდგება, რადგან პირველი ავტორიტეტი, სწორედ ძალასა და ძალისმიერ ფენომენზეა დამყარებული. ცხოვრებაში ძალისმიერი ეფექტი ნებისმიერ შემთხვევაში აქტუალურია, რაოდენ კეთილებიც არ უნდა ვიყოთ (მივმართავ მამაკაცებს! ისე კი სიკეთე ყველაზე დიდი ძალაა) მაინც. მაგრამ გაინტერესებთ როგორ გარდაიქმნება ქალური ლივლივა ოკეანე, აქოჩრილი ტალღების მშობელად?! მაშ ერთი დღე მოექეცით მათ თავიანთი წესებითა და ქცევებით და იმ წუთასვე მიიღებთ შედეგს.

წყარო: geword.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button