არქივი

გერმანელებს მეორე მსოფლიო ომის დროს მფრინავი თეფშები ჰქონდათ

054daaf11b24

მესამე რაიხის ისტორია საიდუმლოებებითაა მოცული. ერთ-ერთი მათგანია ჰიტლერელთა მიერ ანტარქტიდის სანაპიროების ათვისება. ამ სამუშაოებს თვით ჰიტლერი, გესტი და კარლ გაუს გოფერი ხელმძღვანელობდნენ. 1938 წლიდან ანტარქტიდის სანაპიროებისაკენ რეგულარულად მიემართებოდა გერმანული ექსპედიციები. მკვლევარებმა ყინულოვანი კონტინენტის სანაპიროებთან აღმოაჩინეს უზარმაზარი გამოქვაბულები, რომლებიც მოწყობილი იყო მძლავრი ბაზებისთვის, სახელწოდებით “ახალი ბერლინი” ანუ “ბაზა-211″. ყველაზე დიდი საოცრება მოხდა მაშინ, როდესაც ამერიკელმა ადმირალმა რიჩარდ ბერდმა, 1947 წელს მიიღო ბრძანება, რათა გაენადგურებინა გერმანელთა ბაზები.

ადმირალს მზადყოფნაში ყავდა 13 ხომალდისაგან შემდგარი ესკადრა, რომლის შემადგენლობაშიც 4 ათასი სამხედრო იყო. ამერიკელები ნამდვილ შოკში ჩავარდნენ, როდესაც ანტარქტიდის სანაპიროებთან მათ თავს დაესხა უამრავი დისკოსებრი მფრინავი აპარატი. ესკადრა იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა “ნაცისტური ანტარქტიდის” სანაპიროები. ეს იყო პირველი და უკანასკნელი სამხედრო ვიზიტი ნაციზმის ბუდეზე.

ადმირალ ბერდის დღიურიდან ცნობილი გახდა გაუგონარი, თითქმის დაუჯერებელი ეპიზოდი იმ ვიზიტისა: საგემბანო თვითმფრინავიდან ადმირალმა და რადისტმა დაინახეს უცნაური მფრინავი აპარატები, რომლებიც ბრიტანელ ჯარისკაცთა თავსაბურავებს ჰგავდა. ერთ-ერთმა ასეთმა ობიექტმა აიძულა თვითმფრინავი დამჯდარიყო. შემდეგ გამოქვაბულებიდან გამოსულმა უცხო, ადამიანისმაგვარმა არსებამ დამტვრეული ინგლისურით ამერიკელებს უბრძანა, რომ შეეწყვიტათ ბირთვული გამოცდები. ისინი ამას მოითხოვდნენ კატეგორიული ტონით, აშშ-ს მთავრობის მისამართით. შემდეგ მათ ტყვეები (ადმირალი და რადისტი) გაათავისუფლეს და თავისივე თვითმფრინავით გაუშვეს.

ერთ-ერთი ცნობილი უფოლოგის მტკიცებით, გერმანელებს, რომ შესძლებოდათ ომის 8-12 თვის განმავლობაში გაგრძელება, ისინი სულ თავისუფლად გამოიყენებდნენ მფრინავ ობიექტებს და ომის სასწორი და თვით დედამიწის შემდგომი ბედიც სულ სხვაგვარად გადასწონიდა.

faf205255c3d

წყარო :http://xmaterial.wordpress.com/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button