ფანდურის გაკვეთილები (Videos)


ისევ იმით დავიწყებ, რომ თხოვნა იყო დამედო ფანდურის აკორდები სხვადასხვა სიმღერებზე … მეც გადავწყვიტე დრო გამომენახა ამისთვის, დავმჯდარიყავი კომპიუტერთან, ამეღო ჩემი ფანდური და სხვადასხვა საინტერესო სიმღერების აკოდები ამომეწერა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემ მობილურში ჩემდაგასაკვირად გადავაწყდი 10 ამდე ფანდურის სწავლის ვიდეოს, რომელიც დაახლოებით 3-4 წლის წინ გადავუღე მეგობარს (მასწავლებელს), რადგან ასეთი სტილით ვსწავლობდი (აკორდები რომ არ დამვიწყებოდა). შემდეგ გადავწყვიტე ბევრი აკორდების ბღაჯნისა და ჩამოკვრების ახსნის გარეშე ეს ვიდეოები დამედო .. ვისაც ფანდური სულ ცოტათი მაინც ესმის და უნდა, რომ მეტი “თემი” ისწვალოს, აუცილებლად გამოადგება..

ვინც ნულიდან იწყებს ფანდურის აკორდების სწავლა უნდა აქ დააჭირეთ

რჩევა:ვისაც მართლა სწავლა უნდა აუცილებლად მეტი და მეტი ხანი ფანდურთან.. არ შეგეშინდეს თუ თითები გეტკინება.. დაასვენე და ისევ თავიდან… ბევრი და ბევრი.. 2-3 დღეში ტკივილი და მსგავსი არაფერი აღარ გექნება… თუნდაც უმნიშვნელო ჩამოკვრები, ეს მარჯვენა ხელს გაგიწაფავთ . კიდევ ერთი რჩევა სამივეს ნუ მიადგები .. ამოარჩიეთ ერთი და ჯერ ის იწავლე კარგად უშეცდომო გადასვლებით..

ამის შემდეგ შევეცდები გადავიღო ვიდეო და დავდო ძააააალიან საინტერესო თემები, ოღონდ იმათთვის ვინც კარგად ფლობს ფანდურს ძალიან აქვს გაწაფული ხელი.. ამჯერად კი ამით დაკმაყოფილდით.. წარმატებებს გისურვებ

ამჯერად ამოვარჩიე შემდეგი 3 ვიდეო…

აჭარული

ხორუმი

ოსური

დანარჩენებსაც უახლოეს მომავალში დავდებ… თუ თხოვნა იქნება რათქმაუნდა..


ავტორი: Logical_thinker

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • saba

    au ritmic dade xolme ra ra ritmit ukrav dzaan gtxov

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC