საკითხავისასარგებლოუცნაური

აგარტა, დედამიწის დასახლება

აგარტა არის ქალაქი დედამიწის შუაგულში რომელიც სრულყოფილმა ადამიანებმა (ჰუმანოიდებმა) შექმნეს მილიონობით წლის წინ, მათი მისია იყო მოემზადებინათ ახალი პლანეტის ზედაპირი საცხოვრებლად სულთა ახალი ნაკადის რეინკარნაციისთვის, რომლებმაც შეწყვიტეს თავისი ციკლი გარკვეული მიზეზების გამო. გადმოცემით ისინი ცხოვრობდნენ პლანეტა ლუციფერზე, რომელიც იყო მარსსა და იუპიტერსს შორის და განადგურდა ან გაანადგურეს (ეს ცალკე თემაა ამაზე მერე). ეხლა ამ ადგილას ასტეროიდების სარტყელია, და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ ამ ადგილას იყო მე-5 პლანეტა.

ნათქვამია, რომ ამ ადამიანებმა წარმატებით მოახერხეს, პლანეტა საცხოვრებლად ვარგისი გაეხადათ და აგრეთვე ადგილობრივ აბორიგენებს შორის რომლებიც მაშინ სახლობდნენ, ჩაუტარეს გენეტიკური მოდიფიკაცია და სრულყოფა რათა ევოლუცია დაეჩქარებინათ (შესაძლებელია თავისი გენიც გაუზიარეს რაკი ასევე შემქმნელის ხატად ვართ გაჩენილები). როცა ყველაფერი მზად იყო, მათ ააშენეს პირველი ქალაქი აგარტა, იგივე ედემის ბაღი, და წარმოიქმნა პირველი ცივილიზაცია, შესაძლებელი გახდა, რომ სულებს გაეგრძელებინათ რეინკარნაციის ციკლი. ნათქვამია, რომ მაშინდელი გასხივოსნებული არსებები, რომლებიც ყველაზე მაღლა იდგნენ იერარქიაში, დაეშვნენ დედამიწაზე. ესენი იყვნენ 7 ბრძენი, მელქისედეკთა ორდერის წევრები და ლიდერები (ეს ასევე მოიხსენიება გალაქტიკის ფედერაციათ ამაზეც მერე).

ამის შემდეგ ბევრი ცივილიზაცია წარმოიშვა და ამოწურა თავისი თავი, ყველაფერი ჩვეულებრივი რიტმით მიდიოდა, თუმცა იყვნენ დედამიწის ცივილიზაციის ზედამხედველები რომლებსაც კონტროლი ევალებოდათ, მაგრამ პირდაპირი ჩარევის უფლება არ ქონდათ და არც ადამიანებთან კავშირის (იგულისხმება ცოლქმრული). გარკვეული დროოის მერე ამ მცველებმა, რომლებსაც ანგელოზებსაც ეძახდნენ, ნელა-ნელა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს დედამიწის ცივილიზაცია, შეამჩნიეს რა, თუ რა ლამაზ არსებებად ჩამოყალიბდნენ თავიანთი ქმნილებები, მოიხიბლნენ, ზოგი მათგანი დანებდა ცდუნებას, როცა დედამიწის მეფეები დიდ საჩუქრებს უძღვნიდნენ და მათ შორის თავიანთ ასულებსაც, და მათ თავიანთი პირობა დაარღვიეს (ეს ანუნაკის და გოლიათების ლეგენდას გავს როცა ნეფელიმები დაეცნენ), რის გამოც გამოიდევნენ შიდა დედამიწიდან და ასევე დაკარგეს მუდმივი უკვდავება. ისინი ჩვეულიებრივი მოკვდავნი გახდნენ, მაგრამ მაინც შემორჩათ ბევრად განვითარებული თვისებები, რასაც ფლობდნენ, აგრეთვე უფრო დიდ ხანსაც ცხოვრობდნენ. მას შემდეგ ნათქვამია, რომ ყოველი მეცნიერი თუ ქურუმი ან მაგი რომელსაც განსაკუთრებული თვისებები ქონდა, იყვნენ ამ დაცემულ ანგელოზთა სულები, რომლებიც ჩაებნენ ამ ჩვეულებრივი რეინკარნაციის ციკლში.

ნელ-ნელა კაცობრიობა უახლოვდებოდა თავის ბნელ ხანას. ატლანტიდაში ცხოვრობდა მე-4 თაობის რასა, რომელმაც განვითარების დიდ მწვერვალს მიაღწია, მათ განსაკუთრებული ხედვა ქონდათ, ისინი ასევე წარმოიდგენდნენ დედამიწას, როგორც ცოცხალ არსებას და უვლიდნენ, არ აბინძურებდნენ, თავიანთი თავი მის უჯრედებად მიაჩნდათ, არ არსებობდა მონიშნული რესურსები და არც ზედმეტი შრომა და კლასობრივი დაყოფა, ისინი ყველაფერს უზიარებდნენ ერთამეთს და სიუხვეში ცხოვრობდნენ. ისინი ცხოვრობდნენ 4 განზომილებაში. როცა მათ პიკს მიაღწიეს მათ დაიწყეს დედამიწის გრავიტაციული ქსელის შესწავლა, პირამიდებს იყენებდნენ კავშირისათვის ზე სამყაროსთან, მაგრამ მთავარი მიზანი იყო მიეგნოთ ბგერისთვის, ორიგინალური ბგერა საიდანაც ყველაფერი წარმოიშვა (როგორც პირველად იყო სიტყვაო) მაგრამ ნახსენებია რომ გამოუცდელმა მეცნიერებმა ნებართვის გარეშე ჩაატარეს ამაზე ცდებიო და მოხდა დიდი კატაკლიზმებიო, რამაც გამოიწვია, ამით ატლანტიდის განადგურების მექანიზმი ჩართეს. ამ კატაკლიზმების მერე 7 სულიერი ბრძენი რომლებიც დედამიწაზე იყვნენ, ჩავიდნენ აგარტაში და იქ დამკვიდრდნენ, სულიერებიდან დაშორებამ გამოიწვია ხალხთა განცალკევება და ასევე ტრადიციათა და კულტურათა დაყოფა. მაშინ არ არსებობდა როგორც ასეთი მმართველი, თუმცა ისინი ვისაც ცოდნა ქონდათ შექმნეს ფარული საძმოები და დაჯგუფებები, მას შემდეგ რაც კაცობრიობა დეგრადაციას განიცდიდა, ისინი უფრო და უფრო ხდებოდნენ თაყვანისცემის ობიექტები, რადგან ისინი ინარჩუნებდნენ ცოდნას და არ უზიარებდნენ. აქედან მოდის გამოთქმა – ცოდნა ძალააო, მათ შექმნეს ქალაქი სახელმწიფოები და პირველი საიდუმლო სამსახურები, რომელთაც ევალებოდათ თვალთვალი სხვა ქალაქებზე, ამას მოყვა იარაღის შექმნა რომელიც გამიზნული იყო მხოლოდ თავდაცვისათვსი, შემდეგ კი თავდასხმისათვის.

ამ დროს შეიქმნა ყველაზე სასტიკი იარაღი, გრავიტაციული ბომბი რომელიც გამიზნული იყო ამ ქალაქი სახელმწიფოების გასანადგურებლად. არის ინდური წიგნი მაჰაბარატა, რომელშიც აღწერილია ერთ ომზე, სადაც ნახსენებია რომ 3 ქალაქს დიდი მეხი ესროლეს, რის შედეგადაც ჩიტები ცვიოდა ციდან, სპილოებს კანი ძვრებოდათ, მეომრები აბჯარს იხდიდნენ და წყალში ხტებოდნენო. ყველაფერი სასიკვდილო ბრიზმა მოიცვაო, ეს ისე არის აღწერილი თითქოს ბომბი ჩამოაგდეს, თანაც ბირთვული. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს მიაღწიეს პიკს, როცა ორიგინალური ბგერა შექმნეს, მაგრამ ამას დედამიწის გრავიტაციული ქსელის ცვლილება მოყვა და აგრეთვე პოლუსების ცვლილება, რამაც გამოიწვია უზარმაზარი კატაკლიზმები და კონტინენტების დაყოფა დააჩქარა.

ერთი ფაქტი კიდევ, აფრიკაზე ნაპოვნია მაღარო, რომელიც ითვლის 50000-დან 100000 წლამდე, სადაც ნაპოვნია გამდნარი ურანის კვალი და ურანის შესანახი დეპოები. ამაში გაერო ჩაერთო, მაგრამ ამის მერე საიდუმლოდ შეინახეს ეს ფაქტი, მაგრამ ფაქტია რომ ამ დროს ვიღაცა მუშაობდა ურანზე. ასევე ნაპოვნია ძველი ბირთვული აფეთქების კვალი რუსეთში, სადაც კლდის ფენებში ნაპოვნია გამდნარი ფენა, რომელიც მხოლოდ ბირთვულ აფეთქებას შეიძლებოდა გამოეწვია

წყარო: esoteric.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close