გამოგონებასასარგებლო

NASA-მ ახალი მზის სისტემა აღმოაჩინა

ნასას მეცნერებმა ახალი გალაქტიკა აღმოაჩინეს

NASA-ს მეცნიერებმა მზის ახალი სისტემა აღმოაჩინეს. პლანეტების სისტემა “კეპლერ 11” დედამიწიდან 2 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული და დედამიწის მსგავსი მასისა და რადიუსის 6 პლანეტას შეიცავს, პლანეტები მნათობიდან, დაახლოებით, იმავე მანძილით არიან დაშორებულნი, რა მანძილითაც დედამიწა და მზე.

აღმოჩენილი პლანეტების მცირე სიმკვრივე იმაზე მეტყველებს, რომ მათი მასის 20-30%-ს ჰელიუმისა და წყალბადის მკვრივი აიროვანი ატმოსფერო შეადგენს. ამასთანავე ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მდებარე 2 პლანეტის სიმკვრივე დანარჩენებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტია.

პლანეტების სისტემა NASA-ს მეცნიერებმა კოსმოსური ტელესკოპის – “კეპლერის” საშუალებით აღმოაჩინეს, რომელიც კოსმოსში დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენისთვის შეიქმნა. ტელესკოპი ორბიტაზე 2009 წლის მარტში გაუშვეს, მას შემდეგ ის ქნარისა და გედის თანავარსკვლავედებს იკვლევს. მეცნიერების აზრით, კოსმოსის ეს სფერო მზის მსგავსი ვარსკვლავებით ყველაზე მდიდარია.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close