არქივი

ჰოლი – სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაული

ea96968b6e6e

ჰოლი – ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა და ნეპალში. იგივე ბენგალიური ახალი წელი. ჰოლი არის თავისუფლების ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა.

ფესტივალი ტარდება პხალგინის თვის სავსემთვარეობაზე და თებერვალ-მარტში უწევს ხოლმე გრიგორიანული კალენდრით. ჰოლი როგორც გაზაფხულის ფესტივალი აღვსილია მზის შუქითა და ბუნების ფერებით. როგორც ჩანს ეს დღესასწაული უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე ლეგენდები ამბობენ მისი წარმოშობის შესახებ. მასში არის გაერთიანებული პირველყოფილი ორგიების ელემენტები, რომელიც გამრავლების ღვთაებებისადმი იყო მიძღვნილი. აღნიშნული ელემენტებით ის უახლოვდება დანარჩენი მსოფლიოს დღესასწაულებს, რომლებიც ამ მიზეზით აღინიშნებოდა.

bf79fc0b8566

ჰოლის წარმოშობის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთი მათგანის მიხედვით სახელწოდება ჰოლი წარმოიშვა დემონი ჰოლიკას სახელიდან. გოროზი მეფის ძე – პრახლადა თაყვანს სცემდა ვიშნას და ვერაფერი გადაარწმუნებდა ასე არ მოქცეულიყო. მაშინ ხელმწიფის დამ – დემონმა ჰოლიკამ, რომელიც როგორც ითვლებოდა ცეცხლში არ იწვებოდა, დაიყოლია პრახლადა კოცონში შესულიყო ღმერთის სახელით. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ჰოლიკა დაიწვა, პრახლადა კი ვიშნას მფარველობის წყალობით უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან. ამ მოვლენის საპატივცემულოდ ჰოლის პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას გამოსახულებას წვავენ.

ამას გარდა, ჰოლის დღესასწაულს უკავშირებენ ამბავს იმის შესახებ, როგორ აქცია შივამ თავისი მესამე თვალით სიყვარულის ღმერთი კამა ფერფლად, რომელიც მის მედიტაციიდან გამოყვანას ცდილობდა, რის შემდეგაც ის უსხეულოდ დარჩა. მაგრამ შივას ცოლის პარვატისა და კამას ცოლის ქალღმერთ რატის თხოვნით შივამ კამას დაუბრუნა სხეული წელიწადში სამი თვით. როდესაც კამა იბრუნებს სხეულს ყველაფერი ფერადდება და აყვავდება, ბედნიერი ხალხი კი ზეიმობს ყველაზე მხიარულ სიყვარულის დღესასწაულს.

ჰოლის დღესასწაულს ასევე ხშირად აკავშირებენ კრიშნას სახელთან და თამაშებთან, რომელსაც ის მწყემს ქალებთან აბამს. ყმაწვილისა და ახალგაზრდა ქალის შეთამაშება სადღესასწაულო ცეკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. ყმაწვილი გამოიტყუებს ქალს, გაართობს მას, შემდეგ ქალი რამეზე გადაიატანს ყურადღებას, ამ დროს კი ბიჭი ფერადი პუდრით შეუღებავს სახეს ან გაფერადებულ წყალს გადაასხამს. გოგონა განაწყენდება, მამაკაცი მას პატიებას სთხოვს (ეს ყველაფერი მიდმინარეობის ცეკვებისა და ჟესტების ენით), გოგონა შეუნდობს მას და ისიც სამაგიეროდ გადაასხამს შეფერილ სითხეს. ეს საჯარო თავისუფლება იშვიათი ფუფუნებაა ახალგაზრდებისთვის საერთო ინდური მკაცრი მორალური შეზღუდვების ფონზე.

f6cc8742da66

თუ კი დივალიზე ძირითადად ტკბილი ტონები შეინიშნება, ჰოლიზე ყველა სვამს ბჰანონგოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მარიხუანის წვენი ან ფოთლები და რძის პროდუქტები.

ვინაიდან ეს არის საერთო სახალხო დღესასწაული, მასში მთელი ინდოეთი იღებს მონაწილეობას. ეს ფესტივალი ორ დღეს გრძელდება. აღნიშნავენ გაზაფხულის, ფერების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღეს. თუ კი პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას ფიტულს წვავენ, დღესასწაულის მეორე დღეს ისინი სეირნობენ, ფერად ფხვნილს აყრიან ერთმანეთს, უღებავენ ტანს ნაირფერი წყლით და მხიარულობენ. ამასთანავე რაც მეტად არის “მოთხუპნული” ადამიანი, ესე იგი მას უფრო მეტმა ადამიანმა უსურვა ბედნიერება.

წყარო: http://mwvanevashli.wordpress.com/

მსგავსი ამბები

Back to top button