არქივი

ფილოსოფიური გამონათქვამები

ucnauri.com

ფილოსოფია ადამიანის გონების და ცნობიერების საუკეთესო გამოცდაა. თუ შეგიძლია ჩაწვდე ფილოსოფიის 
სიღრმეებს, ნიშნავს რომ მარტივად შეგიძლია გაუგო ჭეშმარიტებას, რომელსაც თავად ადამიანი ქმნის ღვთისგან დამოუკიდებლად. გთავაზობთ 10 საუკეთესო ფილოსოფოსის საუკეთესო გამონათქვამებს.

მივყვეთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე აღიარებულ ქრონოლოგიას და დავიწყოთ მეათე ადგილიდან.

ucnauri.com

10) ჩემ მიერ შერჩეულ ათეულში მეათე ადგილს რომის იმპერატორი კეისარი მარკუს ავრელიუს ანტონინუს ავგუსტუსი იკავებს. მისი ფილოსოფია ცნობილია გონიერი, პირდაპირი გამონათქვამებით, რომელიც იმ ეპოქის ხალხისთვის მიუწვდომელი, გაუგებარი და უაზრო იყო.

  • ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა – ეს არის საკუთარი თავის შებრალება.
  • სისრულე ზნეობისა იმაშია, რომ ყოველი დღე ისე გაატარო, ვითომაც უკანასკნელი დღეა: აუმღვრევლად, შეუშინებლად და მოუტყუებლად.
  • ზოგი არაფერს ამბობს, რადგან არ იცის, რა თქვას.ზოგი კი იმიტომ,რომ იცის დრო, როდის თქვას.

ucnauri.com

9) მეცხრე ადგილს ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი იკავებს. ცნობილი ნაშრომის “სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა” -ს ავტორი ერთ-ერთი გამორჩეულია ფილოსოფიის იმ დარგში, რომელსაც სიცოცხლის ცნება ქვია.

  • ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.
  • სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.
  • გაათავისუფლო ადამიანი მისი შეცდომისაგან არ ნიშნავს, რომ მას რაღაც წაართვი, პირიქით, შენ მას მიეცი ძალიან ბევრი.
  • ტალანტი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც მის გარდა არავის შეუძლია, ხოლო გენიოსები აღწევენ მიზანს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.

ucnauri.com

8) მერვე ადგილი ფრანგმა მწერალმა, დრამატურგმა და ფილოსოფოსმა დაიკავა. მისი ფილოსოფია 
ცნობილია ცინიკურობით, სარკაზმით, თუმცა სიმართლით. ვოლტერი გახლავთ თეიზმის ფუძემდებელი, 
თუმცა იგი რელიგიის არსებობას აუცილებლად თვლიდა, როგორც ხალხის დამორჩილების საუკეთესო ხერხად.

  • განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.
  • თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება,ეცადე, მას აჯობო საქმით და ამით გადაუხადი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის.
  • ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება.
  • შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.
  • შემთხვევითობა არ არსებობს! ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა

ucnauri.com

7) მეშვიდე ადგილი ბენგალელმა ფილოსოფოსმა, ჰუმანურობის განსახიერებამ და ყველაზე 
კაცთმოყვარე ფილოსოფოსმა დაიკავა. რაბინადართ თაგორი ცნობილი პოეტი და ნობელის პრემიის 
ლაურეატი იყო. მისი ფილოსოფია ცნობილია ადამიანურობით, გულკეთილობით…

  • მე მეძინა და მესიზმრა, რომ ცხოვრება ბედნიერებაა. გავიღვიძე და მივხვდი, რომ ცხოვრება- ვალია. მე დავიწყე შრომა და მივხვდი, რომ ვალი- ეს ბედნიერებაა.
  • ვინც ბევრსა ფიქრობს იმაზე – სიკეთე ვქნაო, დრო აღარ ყოფნის, კეთილი იყოს.
  • ბრძენნი ამბობენ , მოვა დრო და თქვენც ჩაქრებითო,-უთხრა ციცინათელამ ვარსკვლავებს.ვარსკვლავებმა არაფერი უპასუხეს.
  • იგი, რაც შენ ხარ – მას შენ ვერა სჭვრეტ.მას, რასაც ხედავ – შენი ჩრდილია

ucnauri.com

6) მეექვსე ადგილი უდიდესმა ინდოელმა ფილოსოფოსმა და სულიერმა მასწავლებელმა(გურუმ) დაიკავა.  მისი ფილოსოფია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ბრძნულია.

  • სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს, როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამეთუ ბოლოსდაბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი- მოკვდით.
  • ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.
  • ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე
  • იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.
  • დრო არ მოძრაობს. მოძრაობს თქვენი გონება. დრო როგორ იმოძრავებს, როცა მოძრაობისთვის ისევ დროა საჭირო? თუ თქვენი დრო იმოძრავებს, მაშინ საჭირო იქნება სხვა დრო, რომელშიც იგი იმოძრავებს.

ucnauri.com

5) იმანუელ კანტი, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილოსოფოსი. ამ ადამიანზე ბევრი საუბარი არ მსურს, მისი ფენომენი ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

  • ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!
  • ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.
  • მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე- კარგად ორგანიზებული ცხოვრება.
  • ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.
  • ადამიანი ის ცხოველია, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება. ძალაუფლების მპყრობელი მუდამ ბოროტად იყენებს საკუთარ თავისუფლებას, თუ მას სხვა ვინმე არ მართავს კანონის შესაბამისად. ამისათვის სამი პირობა უნდა შევახამოთ: სახელმწიფო წყობილების სწორი გაგება, საუკუნეთა მანძილზე შეძენილი გამოცდილება და კეთილი ნება. ეს შესაძლებელია არც ისე მალე, ალბათ, მრავალი ამაო ცდის შემდეგ.
  • ადამიანი ცხოველია, რომელსაც შეუძლია იცინოს. სიცილი არის აფექტი, როცა დაძაბულად რაღაცას მოველით, ხელთ კი არაფერი გვრჩება.

ucnauri.com

4) მეოთხე ადგილი გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ დაიკავა. ნიცშე, 
ალბათ ყველასათვის ცნობილი ფილოსოფოსია, რომელსაც ეკუთვნის ყველაზე გახმაურებული 
გამონათქვამები. მისი ფილოსოფიის ნაყოფმა უამრავი ადამიანი განაცვიფრა და გააოცა.

  • სიმდიდრე, მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, ხდის ადამიანს შედარებით დამოუკიდებელს და უფრო თავისუფალს. კიდევ ერთი ნაბიჯი და ქონება ხდება ბატონი, ხოლო მისი მფლობელი მონა: როგორც მონამ, უნდა მიუძღვნას მას თავისი დრო, აზრები, უნდა გააძლიეროს გარკვეული კავშირები საზოგადოებაში, უნდა მიეჯაჭვოს გარკვეულ ადგილს, შეეზარდოს გარკვეულ სახელმწიფოს, და ყველაფერი ეს, შესაძლოა, საკუთარი შინაგანი და ყველაზე უფრო არსებითი სურვილის საწინააღმდეგოდ.
  • სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.
  • მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს,ვინც შენ.
  • ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.
  • ადამიანი რომ ბუნებით ბოროტია, ამაშია ჩემი ნუგეში, რადგან იგი ძალას შეიცავს.
  • ღმერთი მოკვდა.
  • მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.
  • სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.
  • სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი,მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი.
  • არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი?
  • პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი.

ucnauri.com

3) საპატიო მესამე ადგილი ნამდვილად საოცარმა ფილოსოფოსმა, 
არისტოტელემ დაიკავა. მისი ეპოქის გათვალისწინებით, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის 
არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე ზესწავლულ ადამიანებს. არისტოტელე იყო, არის და დარჩება 
მსოფლიოს საუკეთესო ფილოსოფოსებს შორის.

  • ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
  • პლატონი ჩემი მეგობარია,მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი.
  • იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.
  • სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.
  • კარგი დასაწყისი – ნახევარია საქმისა.
  • ვაჟკაცი ისაა,ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.
  • გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.
  • ღმერთებსაც უყვართ ხუმრობა.
  • ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული-საღი გონებაა ადამიანის სხეულში.
  • ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.
  • გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია,მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.

ucnauri.com

2) მეორე ადგილი არისტოტელეს მეგობარმა, პლატონმა დაიკავა. ძნელია მათ შორის უკეთესი ამოარჩიო. 
ერთი ეპოქის შვილები, ერთი სიმართლით და საერთო ლოგიკით მსჯელობდნენ, თუმცა პლატონის 
ფილოსოფია, ჩემთვის უფრო გასაგები და დამაჯერებელია.

  • სიმამაცე- ეს იმის ცოდნაა, რისი არ უნდა გეშინოდეს.
  • ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას.
  • პოეტი, თუ მას სურს, რომ ნამდვილი პოეტი იყოს, მითებს უნდა ქმნიდეს და არა განსჯას.
  • სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.
  • ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.
  • ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი,შეუძლებელია.
  • სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
  • იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, — ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.
  • პოლიტიკა – ეს ერთად ცხოვრების ხელოვნებაა.
  • აზრები ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.
  • ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად.
  • სხვის ბედნიერებაზე ზრუნვით, ჩვენს ბედნიერებასაც ვპოულობთ.
  • ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა.

ucnauri.com

1) პირველი ადგილი რა თქმა უნდა, სოკრატეს კუთვნილებაა. 
უდიდესი ფილოსოფოსი. მეტის თქმა ამ პიროვნებაზე, ალბათ ზედმეტია.

  • მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი.
  • ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი- უგუნორობა.
  • ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა – თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.
  • ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე – არაფერია.
  • სიკვდილი – კაცობრიობის დიდი ილუზიაა. სანამ ვცოცხლობთ ის ჯერ არ არის, როდესაც ვკვდებით ის უკვე აღარ არის.
  • სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლბა ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია.
  • სიმდიდრესა და პოპულარობას ღირსება არ მოაქვს.
  • მშვენიერება არ არის იქ, სადაც არც სიკეთეა და არც სარგებელი.
  • ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან- შეუძლებელი.
  • მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს.
  • ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.
  • ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.
  • განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს!

გამოყენებული ლიტერატურა : ka.wikiquote.org 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button