არქივი

მოდა & სუბკულტურები – ჰიფსტერები

cccac699ce88

სუბკულტურების ჩამოყალიბება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და მრავალი სხვა ასპექტით არის განპირობებული. ნათელი მაგალითია 80-იანი წლების პოლიტიკური მოძრაობა “ნუდიზმი”, რომელიც გამჭვირვალობის მოთხოვნით ჩამოყალიბდა. სუბკულტურელთა შორის მოხვდნენ მუსიკოსები (Beck, ელა ფიტცჯერალდი, ფრენკ სინატრა), მწერლები (ჯეკ კერუაკი), მხატვრები და რეჟისორები (კვენტინ ტარანტინო), რომლებიც თავიანთი შემოქმედებით, ტრადიციებსა და დოგმებს უცხადებენ პროტესტს. ამის ნათელი დადასტურებაა, ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიების შემთავსებელი “ჰიფსტერი” ვინსენტ გალო, რომელმაც ჰიფსტერი მსახიობის, ქრისტინა რიჩის დახმარებით, ჰიფსტერულივე ფილმი “ბუფალო 66” გადაიღო.

323952628dc9

“ჰიფსტერები” არიან ადამიანები, რომლებიც ირონიულად ჩაიცინებენ, თუკი coldplay-ს სიყვარულში გამოგიჭირეს. ეს არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც იცვამს მაისურს წაწერილია ციტატებით ფილმებიდან, რომელთა შესახებაც არასოდეს გსმენიათ. ირგებენ ქუდებსა და ბერეტებს და თვლიან რომ ქენი ვესთმა მოიპარა მათი საფირმო სათვალის დიზაინი. რაც მათ უკავშირდება უბრალოდ მიანიშნებს იმას, რომ მათ არაფერი ანაღვლებთ! ჰიფსტერის კულტურა არის სტილის, გემოვნების და ყოფაქცევის ცვალებადი, ტრანსატლანტიკური ერთობლიობა. ის აერთიანებს ომისშემდგომი პერიოდის ყველა მოძრაობას – ბითს, ჰიპის, პანკსა და გრანჟსაც კი. ტრენმინს “ჰიფსტერ” ორი ახსნა აქვს : 1. მომდინარეობს აფრიკული ტერმინიდან “ჰიპი”, რაც თვალების ახელას ნიშნავს; 2. ნაწარმოებია hip-ისა და  hop-ისაგან (პირველი ლექსიკონში განმარტებულია, როგორც მელანქოლია, ხოლო მეორე – როგორც ცეკვა. ეს უკანასკნლეი სლენგის ენაზე ოპიუმსაც ნიშნავს).

bf61747bfc18

753cff767621

ჰიფსტერი 1940 წელს ჩამოყალიბდა, როგორც სუბკულტურა. მას ასფუძვლად დაედო ჯაზის ქვეჟანრი “ბიბოპი”, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ტემპი, ჰარმონიული სტრუქტურისა და მელოდიის კომბინაციაზე დაფუძნებული ინსტრუმენტული იმპროვიზაცია. ჰიფსტერები იყვნენ საშუალო ფენის თეთრკანიანი ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი ცხოვრების წესით მიებაძათ ისეთი შავკანიანი მუსიკოსებისთვის, როგორებიც იყვნენ საქსოფონისტი ჩარლი პარკერი, პიანისტი – ჰარი გიბსონი, ტელონიუს მონკი, ტრამპეტისტები – დიზი გილესპი და მაილს დევისი. ჰიფსტერთა მსოფლმხედველობა არ ემხრობოდა არც თავისუფალი მსოფლიოს ჩამოყალიბებას; არც კომუნისტური იდეოლოგიას. მას საფუძვლად ედო დუალიზმი (ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად აღიარებს ორ, ერთმანეთის საწინააღმდეგო საწყისს – მატერიალურსა და იდეალურს). ისინი არ ინტერესდებოდნენ მეინსტრიუმული მოდითა და კულტურით, ატარებდნენ ელვის პრესლის საფირმო ვარცხნილობას. პლატფორმიან, უხეშ ფეხსაცმელს ან კედებს. იყვნენ ვეგეტარიანელები, გამოირჩეოდნენ ტელეფონზე საუბრისა და მაღალწელიანი შორტების  სიყვარულით. მოკლდე რეტრო სტილის სრული შეთავსებით. Time 2009 წლის ერთ-ერთ გამოცემაში მათ ესე ახასიათებს: “მოირგეთ ბებიის სვიტერი, ბობ დილანის სახასიათო ვეიფერერი (სათვალე), შორტები, კონვერსის კედები და ჰიფსტერთა რაოდენობა ერთით გაიზრდება. აღნიშნულმა სუბკულტურამ 90-იან წლებში სახე იცვალა. ჰიფსტერი მოზარდების ინეტერსი გამოიწვია ალტერნატიულმა მუსიკამ, ინდი როკმა და დამოუკიდებელმა კინომ. ისინი გახდნენ Vice და Clash მკითხველები და  Pitchfork Media-ს ტიპის ვებსაიტების სტუმრები.

ნორმან მაილერი იყო პირველი, ვინც დეფინიცია შეუთავსა მოძრაობას, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით, თავისუფალი სექსუალური ცხოვრებითა და ამორალური ქმედებით ყველას თავს ამახსოვრებდა. ესეში The White Negro მაილერმა ჰიფსტერები წარმოაჩინა როგორც ეგზისტენციალები ანუ, ისინი ვინც თანამედროვე სამყაროში მცხოვრები პიროვნების რწმენით, ურწმუნოებით, სიცოცხლის აზრის დაკარგვითა და შეძენით ინტერესდება. რაც ერთფეროვან სამყაროში სიახლის ძიებით აიხსნება.

c0d9b389e2d0

მოკლედ, თუკი ქუჩაში შეხვდებით ჰომო საპიენსს არაბუნებრივი თმის შეფერილობითა და ვარცხნილობით, აზიური ან ინდური სამკაულებით, ვეიფერერით, კაშნეთი ან ბერეტIტ, სექნდ ჰენდის უბრალო სვიტერით (რომელიც მართლა ბებიის ნაქონს წააგავს), და კონვერსის კედებით ან თუნდაც უხეში ზამთრის ფეხსაცმლით – გილოცავთ, რადგან ამ თანამემამულეში თქვენ ჰიფსტერი ამოიცანით!

1fa227be36ba

შემდეგი იქნება ჰიპებზე :)

წყარო : “ფავ2ტები”

მსგავსი ამბები

Back to top button