არქივი
ყველაზე გონებამახვილური გამონათქვამები (ნაწილი I)
ამ ბოლო დროს ბრძნული გამონათქვამებით დავინტერესდი და ამ პოსტისთვის საუკეთესოები შევარჩიე. იმედია, თქვენც მომიწონებთ არჩევანს.
- ომს ვინც იგებს, ისტორიასაც ის წერს.
- ყოველი ცრემლის უკან ღიმილია.
- გააკეთე ის, რაც გმართებს და გაიგებ, რისი ღირსი ხარ.
- ცოდვა არ არის მტკივნეული იმიტომ, რომ ის აკრძალულია, მაგრამ ის აკრძალულია იმიტომ, რომ მტკივნეულია.
- ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე კარგია, უფასოა.
- დღეს თვალები აქვს, ღამეს _ ყურები.
- ბალახი სხვის ეზოში ყოველთვის უფრო მწვანეა.
- გმირი მაშინ გამოჩნდება, როცა ვეფხვი მკვდარია.
- ხვალინდელი დღე ხანდახან კვირის ყველაზე მძიმე დღეა.
- ბედნიერ ერებს ისტორია არა აქვთ.
- აპატიე და დაივიწყე.
- გეშინოდეს იმის, ვისაც შენი ეშინია.
- ერთი მტერი რა ბევრია და ათასი მეგობარი რა ცოტა.
- ადამიანს ბევრი უსწავლია, თუ იცის, როგორ მოკვდეს.
- ის ვინც შეკითხვას სვამს, სულელია მხოლოდ ხუთი წუთით, ხოლო ის ვინც შეკითხვებს არასოდეს სვამს, სულელია ცხოვრების ხოლომდე.
- კეთილი იყავი მათთან, ვისაც აღმართზე ნახავ, რადგან მათ შეიძლება დაღმარზე შეხვდე.
- ერიდე მათ, ვისაც დასაკარგი არა