TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ყველაზე დიდი ოჯახი მსოფლიოში

image

მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახი ცხოვრობს ინდოეთში. ციონა ჩანა (Ziona Chana)-ამ რეკორდის მფლობელია. 67 წლის ინდოელს უზარმაზარი ოჯახი აქვს: მას ჰყავს 39 ცოლი, 98 შვილი, 14 რძალი, 33 შვილიშვილი და ყველა ისინი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.

ციონა ჩანას 4-სართულიანი სახლი მდებარეობს ინდოეთის პროვინცია მიზორამში, სოფელ ბაკტვანგში.

image

ოჯახის უფროსი მთავრობისაგან არანაირ დახმარებას არ იღებს და ამაზე არცა აქვს პრეტენზია.

მისი თქმით, ის ბედნიერია, რომ ამოდენა ოჯახის უფროსია.

სახლში გამეფებულია როგორც ამბობენ-“სამხედრო რეჟიმი”.

image

ყველაზე უფროსი ცოლი ზატიანგი წარმოადგენს სახლის მმართველს და განკარგულებებს აძლევს სხვა ცოლებს, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს.

ციონა ჩანის ოჯახს აქვს საკუთარი სკოლა, საბავშვო მოედანი, საზეინკლო სახელოსნო, ფრინველებისა და ღორების ფერმა და ბოსტანი.

image

მთელი ოჯახის ერთი ვახშმისათვის საჭიროა 30 ქათამი, 60 კგ კარტოფილი, 90 კგ ბრინჯი.

image

ციონას 4-სართულიან სახლში 100-მდე ოთახია. ახალგაზრდა ცოლები ცხოვრობენ ქმრის საძინებლის ახლოს მდებარე ოთახებში და მორიგეობით სტუმრობენ მას, ხოლო ხანდაზმული ცოლები კი საერთო საცხოვრებლისმაგვარ ოთახებში ცხოვრობენ. გასულ წელს ცოლების რიცხვი 10-ით გაიზარდა.

 

image

image

აი მისი რამოდენიმე ცოლის ფოტო. რათქმაუნდა, ევროპელების გემოვნებისაგან ეს ქალები შორს არიან, მაგრამ რაც მთავარია, ციონა მათით კმაყოფილია.

imageimageimageimageimageimageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button