საკითხავისასარგებლოუცნაური

ძველი ეგვიპტის კიდევ ერთი გამოცანა

ძველი ეგვიპტის გმოცანა – შუშის ველები. 1932 წლის დეკემბერში ეგვიპტის გეოლოგიური კვლევების თანამშრომელი პატრიკ კლეიტონი მანქანით მიდოდა ქვიშის ზღვაში საად-ის პლატოს მახლობლად. მოულოდნელად მას ბორბლების ქვემოდან უცნაური ხრაშუნი მოესმა. მანქანიდან გადმოსულმა მოგზაურმა აღმოაჩინა, რომ გზაზე მიმოფანტული იყო გამჭვირვალე მოყვითალო-მომწვანო შუშის მსხვილი ნატეხები, შუშა თითქმის 100 % ით შედგებოდა სილიკონისგან და გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სისუფთავით.

პატრიკი არ იყო პირველი, რომელმაც აღმოაჩინა შუშის ველები უდაბნოში, ჯერ კიდევ ძველი მონადირეები იყენებდნენ მას დანების, შრომის იარაღების და სხვა საგნების დასამზადებლად. არსებობს მოსაზრება რომ ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილია შუშის ხოჭო სკარაბეი, მინის ველები გადაჭიმულია რამდენიმე ასეულ კილომეტრზე, ცლკეული ნატეხები იწონიან 26 კილოგრამამდე, უმრავლესობა კი მცირეწონიანია და მოგვაგონებს გიგანტური ბოთლის ნამსხვრევებს.
ვარაუდობენ რომ ქვიშის მინად გარდაქმნა არის შედეგი ასტეროიდის დაცემისა, რომელმაც მოახდინა მძლავრი სითბური ენერგიის გამოცემის პროვოცირება. თუმცა ამ თეორია აქვს რამდენიმე ხარვეზი, როგორც ცნობილია დიდი ქვიშის ზღვის ზედაპირზე აქამდე არ არის აღმოჩენილი კრატერის არანაირი კვალი, მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდა ვერც უდაბნოს ღრმა შრეების თანამგზავრული სივრცითი კვლევის შედეგად.
არსებობს თეორიაც რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ეს უცხოპლანეტელების ხომალდი თუ მეტეორიტი ის მიწის ზედაპირზე არ დაცემულა და მისი აფეთქება მოხდა ჰაერში რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე რაც ხსნის კიდეც კრატერის არარსებობას, უდაბნოს სხვა ნაწილში მინის დაგროვება გვაფიქრებინებს რომ უნდა ყოფილიყო ორი კოსმოსური ობიექტი მაინც.

ნიუ-მექსიკოში ცდების მიმდინარეობისას ატომური ბომბის აფეთქების შედეგად ქვიშა გარდაიქმნა მომწვანო მინად, შესაძლებელია მინის ველები ეგვიპტის ტერიტორიაზე არის შედეგი ომისა, სადაც მეომარმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენეს დღესდღეობით არსებული ყველზე ძლიერი იარაღი, რომელმაც შეძლო ჩრდილოეთ აფრიკისა და არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოდ გადაქცევა. თუმცა ამ თეორიის ავტორები ამ ომში მონაწილე მხარეებზე არაფერს ამბობენ. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოიპოვება ადგილები, სადაც გვხვდება ერთი და იგივე სახის მწვანე მინის ნატეხები, მეცნიერები ფიქრობენ ხომ არ აღნიშნავს ეს ფაქტი იმას, რომ უძველეს დროში დედამიწაზე იყო ბირთვული ომი, ან სულაც ხომ არ გამოიყენებოდა დედამიწა ბირთვული იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად? კვლევების პარალელურად მეცნიერები მივიდნენ კიდევ ერთ დასკვნამდე, ყვითელი მინის წარმოქმნა უნდა მომხდარიყო დაახლოებით 7000 წლის წინათ, რაც დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ აფრიკაში ტყის გაქრობასთან და ახალი მოსახლეობის დასახლებასთან. ტაძრების, სასახლეების და სხვა ნაგებობების ასაშენებლად აუცილებელი იყო მინა, რათა შენობაში სინათლე შესულიყო. ამისათვის იმდროინდელმა სპეციალისტებმა გამოიყენეს მეტალის დნობის პრინციპი. მათ შექმნეს მოწყობილობა ქვიშის გასადნობად მაღალტემპერატურული პლაზმის მეშვეობით. ეს მოწყობილობა შედგებოდა ელექტროგენერატორისგან, სტატიკური ელექტროენერგიისგან და მოძრავ სადგამზე დამაგრებული ელექტრომაგნიტისგან. მუშაობის პროცესში ელექტრომაგნიტის ქვედა ნაწილიდან გამოიტყორცნებოდა მაღალტემპერატურული პლაზმა (4000-5000 გრადუსი), რომელიც აპარატის გადააადგილების შესაბამისად ყვითელი მინის კვალს ტოვებდა რაც ქვიშის გალღვობის შედეგად მიიღებოდა. მიღებული მინა კი შესაძლებელი იყო დაჭრილიყო საჭირო ზომებად მშენებლობაში გამოსაყენებლად.
რა უფრო დამაჯერებელია 7000 წლის წინ ასეთი მოწყობილობის გამოყენება, კიდევ უფრო შორეულ წარსულში კოსმოსური სხეულების აფეთქება თუ ბირთვული ომი თქვენ გადაწყვიტეთ . . .

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close