გასართობისაკითხავისასარგებლო

Spartz Inc.


ძალიან საინტერესო საიტების კრებული.

ხშირად მინახავს უცნაურზე სასაცილო ფოტოების კრებული, Facebook-ის fail ფოტოები, პოსტი საიტზე GMH (gives me hope), ასევე Yahoo answer-ზე დასმული უცნაური და ზოგჯერ ძალიან იდიოტური კითხვები, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ჩემს პოსტთან. რასაკვირველია დამაინტერესა საიდან ეს ინფორმაცია და აღმოვაჩინე საიტი, უფრო სწორად საიტების კრებული (ძალიან ბევრისთვის ალბათ უკვე ნაცნობი), რომელმაც ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
Spartz Inc. დაარსდა 2009 წელს ჩიკაგოში, რომელსაც 6 მილიონი მნახველი ყავს ყოველთვიურად და 2 მილიონი მომხმარებელი Facebook-საTwitter-ზე. Spartz Inc არის ეგრეთ წოდებული “მშობელი” კომპანია შემდეგი საიტებისა:

1. http://www.omg-facts.com/
ეს არის საიტი სადაც ნახავთ და წაიკითხავთ სხვადასხვა უცნაურ ფაქტებს, საიტი დაარსდა 2010 წლის თებერვალში და ამჯამად 1,4 მილიონი მომხმარებელი ყავს Twitter-ზე და 200,000 Facebook-ზე. აი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოსტი, ცალხელა დრამერზე რომელიც უკრავს როკ ჯგუფში Def Leppard. პოსტში ნახავთ ინფორმაციას თუ როგორ დაკარგა მან ხელი და როგორ შეძლო ამ ტრამვის მიუხედავად გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა, აქვეა ვიდეოც. http://www.omg-facts.com/view/Facts/24653

2. http://www.givesmehope.com/
ამ საიტზე იდო უკვე პოსტი უცნაურზე, ეს არის საიტი სადაც ხალხი უზიარებს ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს რომლებმაც იმედი მისცა მათ ცხოვრებას. აქ არის პატრა ისტორიები საოცარი მეგობრობის, ნამდვილი სიყვარულის, შემთხვევითი საოცარი ფაქტების. აი ერთ-ერთი ასეთი ისტორია:
სამშაბათს ჩემმა კლასელმა ბიჭმა თავი მოიკლა, მეორე დღეს კი ყველა ჩემი კლასელი მოვიდა იასამნისფერი მაისურებით, იასამნისფერი მისი საყვარელი ფერი იყო. ჩემი სკოლა და მათი სიკეთე იმედს მაძლევს.

3. http://www.mugglenet.com/
ეს არის მსოფლიოში პირველი ჰარი პოტერი საიტი, რომელსაც 9 მილიონი მნახველი ყავს თვეში. იგი დაარსდა 1999 წელს და მალევე მოექცა CNN-ის, MSNBC-ის, TIME-ის, WSJ-ის, და New York Times-ის ყურადრების ქვეშ. გამოუშვა ორი წიგნი, მათ შორის New York Times-ის ბესტსელერი “MuggleNet.com’s What Will Happen in Harry Potter 7”, რომელიც 335,000 ცალი გაიყიდა და მეორე წიგნი MuggleNet.com’s Harry Potter Should Have Died.

4. http://www.sixbillionsecrets.com
ეს რის საიტი სადაც ყოველდღიურად 300-ს საიდუმლოს ამატებენ მომხმარებლები, ამ საიტზე ხალხი ერთმანეთს უზიარებს იმედს, შიშს, ოცნებას. აი მაგალითად:
ადამიანი რომელზედაც უნდა იქორწინო სადმე აქ არის ახლოს, დედამიწაზე. ამაზე ფიქრი იმედს გვაძლევს რომ ცხოვრება გავაგრძელოთ, როცა იცი რომ სადღაც, ვიღაც შენზე შეყვარებულია, მიუხედავად იმისა რომ ჯერ არ კი იცნობთ ერთმანეთს.

5. http://www.smartphowned.com/
ამ საიტზე iPhone-ის მფლობელები დებენ თავიანთ მესიჯებს სადაც iPhone-მა “შეასწორა” შეცდომები და ისე გაგზავნა ტექსტი, ძირითადად ძალიან უცენზურო მესიჯებია, მოკლედ თავად უნდა ნახოთ :)

6. http://www.unfriendable.com/
ჩემი საყვარელი საიტი, ესეიგი აქ იდება Facebook-ის, Twitter-ის, yahoo answer-ის Fail-ები.

7. http://www.tasteofawesome.com/
ამ საიტზე კი ნახავთ ძალიან ბევრ სასაცილო ფოტოებს და ასევე სტოპ კადრებს.

8. http://love.givesmehope.com/
ეს ანალოგიური საიტია givesmehope-ისა, თუმცა აქ მხოლოდ სასიყვარულო ისტორიებს წერენ.
-ავტობუსიში ვიჯექი, გვერდით ერთი უსახლკარო კაცი დაჯდა, ხელში ყვავილები ეჭირა. როცა ყვავილებს დავუწყე ყურება მითხრა რომ თავის მეურლეს დღეს დაბადების დღე აქვს და მას უნდა მიართვას, გაჩერებაზე სასაფლაოებთან ჩამოვიდა და თავისი ცოლის საფლავთან მიიტანა ყვავილები. მისმა საქციელმა იმედი მომცა, სიყვარული ხორ არასოდეს კვდება.

9. http://kidsgivemehope.blogher.com/
ესეც givesmehope-ის ანლოგიური საიტია, ოღონდ ბავშვების ისტორიებს წერენ.
-ჩემს შვილს ბაღში ბრმა მეგობარი ყავს, თავიდან გაუკვირდა და ვერ გაიგო რაა სიბრმავე, მერე ავუხსენი. მეორე დრეს როცა მივაკითხე ჩემი შვილი და ბრმა ბიჭი ერთად ისხდნენ, ჩემს შვილს თვალები ქონდა დახუჭული და ასე უხსნიდა თუ როგორ გამოიყურებოდნენ ხეები. მისი ასეთი საქციელი მე იმედს მაძლევს.

P.S იმედია მოგეწონებათ

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close