არქივი

“პუფის” დამზადება

პუფი

პუფის გარეშე თანამედროვე ინტერიერის წარმოდგენა შეუძლებელია. ეს „ბალიშები“ არაჩვეულებრივად ავსებენ ინტერიერს. რა თქმა უნდა პუფის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა უფრო საინტერესოა მისი საკუთარი ხელით დამზადება. ყველაზე პოპულარული პუფის ზომა ასეთია: სიმაღლე 130 სანტიმეტრი, ძირის დიამეტრი 800 სანტიმეტრი.

პუფის შესაკერად ჩვენ დაგვჭირდება:

● 4 მეტრი სქელი ნაჭერი სარჩულისთვის. სასურველია რომ ნაჭერი ცურავდეს. გამოდგება სინთეთიკაც

● 4 მეტრი სხვა სქელი ნაჭერი , რომელიც პუფს გარედან გადააკრავთ

● 50-60–სანტიმეტრიანი 2 ელვა გარე და შიგნითა ჩიხოლებისთვის პუფის გარე ჩიხოლისთვის

● პენოპლასტის გრანულები

სამუშაოს დაწყებამდე შეარჩიეთ რაც შეიძლება სქელი და გამძლე საკერავი ძაფები

ჩვენი თარგი შედგება 3 ნაწილისგან : ძირითადი ნაწილი, ზემოთა ნაწილისა და ძირისგან. მთავრი ნაწილი 130–სანტიმეტრიანი 6 ცალი კლინი, და ორი ექვსკუდხედი, 15 სანტიმეტრიანი ზემოთა ნაწილისთვის და 40–სანტიმეტრიანი ძირისთვის. უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ ელვას პუფის ძირში ექვსკუდხედის შუაში გაყოფით ჩავამაგრებთ. ერთად შევაერთოდ 6 ცალი კლინი, შემდეგ დავამაგროთ ზედა და სულ ბოლოს ქვედა ნაწილი. ქსოვილს იმდენი ნაკერი უნდა დავადოთ რამდენსაც მოითხოვს, პუფის გამძლეობისთვის რამდენჯერმე გადაატარეთ საკერავი მანქანა. უმჯობესი იქნება თუ ფუფის კერვას შიდა ჩიხოლით დაიწყებთ, ასე ხელი მიგეჩვევათ და გაგივარჯიშდებათ. ბოლოს, შიდა ჩიხოლი გავავსოთ პენოპლასტის გრანულებით და პუფიც მზადაა!

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button