გასართობისაკითხავისასარგებლო

თაფლი კიბოს წინააღმდეგ

ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევების მიხედვით თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ანტიოქსიდანტები ორგანიზმის ჯანმრთელობაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ანტიოქსიდანტი არის მოლეკულათა ჯგუფი, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს სხვა მოლეკულების დაჟანგვის პროცესს. ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები ბუნებრივი სასიცოცხლო აუცილებლობაა, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს ე.წ.  ”თავისუფალი რადიკალების” წარმოქმნა. თავისუფალი რადიკალი არის მაღალი აქტივობის დესტრუქციული მოლეკულა, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესების დროს. თავის მხრივ თავისუფალი რადიკალები იწვევენ ჯაჭვურ რეაქციას და აზიანებენ უჯრედებს. სწორედ უჯრედების დაზიანება იწვევს ორგანიზმში არასასურველი მოვლენების განვითარებას, სწრაფ დაბერებას და დაავადებებს, როგორიცაა კიბო და გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები.

ორგანიზმს გააჩნია რესურსი თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფისა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, გაუვნებელყოფის ეს პროცესი კლებულობს და თავისუფალი რადიკალები მეტად აზიანებენ უჯრედებს, დნმ–ის მოლეკულურ სტრუქტურებს, და იწვევენ სწრაფ დაბერებას, კიბოს, არტრიტს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და სხვა. სწორედ ამ პროცესში გადამწყვეტ დახმარებას გვიწევს საკვებთან ერთად მიღებული ანტიოქსიდანტების ჯგუფი, რომლებიც წყვეტენ  დამანგრეველ ჯაჭვურ რეაქციას ანეიტრალებენ რა თავისუფალ რადიკალებს და ხელს უწყობენ ნორმალურ ჟანგვით პროცესებს.

თაფლში , ისევე როგორც ხილსა და ბოსტნეულში, აღმოჩნდა ანტიოქსიდანტი პოლიფენოლების ჯგუფიდან (Phenol antioxidant). მაგრამ თაფლი, როგორც ცნობილია, ძალზე არასტანდარტული და ნაირგვარი შემადგენლობისაა, რაც დამოკიდებულია ნექტარის მომწოდებელ მცენარეთა ნაირფეროვნებაზე. ამიტომ თაფლში ანტიოქსიდანტური შემადგენლობის პროცენტი მერყეობს. როგორც დადგინდა, თაფლში ანტიოქსიდანტების  რაოდენობა დამოკიდებულია მის ფერზე. უმეტესი ანტიოქსიდანტები აღმოჩნდა სხვადასხვა წარმოშობის მუქი ფერის თაფლებში, ღია ფერისებში კი ნაკლები. მაგალითად სამყურა ბალახის თაფლი , ანტიოქსიდანტის შემადგენლობით სიის შუაში აღმოჩნდა, წიწიბურას თაფლი კი ერთ–ერთი მეწინავეა. ასევე მაღალი შემადგენლობა აქვს სალბის, წაბლის, ნისას, თხაწართხალას და სხვა მუქი ფერის თაფლებს.

თაფლი, როგორც ანტიოქსიდანტური შემცველობის საკვები, ვერ შეცვლის ხილს და ბოსტნეულს , მაგრამ ის შესანიშნავი საკვები დანამატია ამ თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ შაქრისგან განსხვავებით ის გასუქებას არ იწვევს და დამატებით 200-მდე სხვადასხვა სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. დღეში 6 – 10 სუფრის კოვზი თაფლის მიღება მკვეთრად აუმჯობესებს სისხლში ანტიოქსიდანტების კონცენტრაციას. ამავე დროს ის არ უნდა გაურიოთ ცხელ ჩაიში ანდა არ გავაცხელოთ, არამედ მივიღოთ კოვზით, დაგემოვნებით. ის მალე იწვევს დანაყრების შეგრძნებას და ზედმეტი საკვების მიღებას თავიდან აგვაცილებს.

წყარო: putkari.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close