არქივი

ვინ არის ყველაზე მდიდარი ევროპელი მონარქი

d80a33887571

პოსტში იხილავთ ევროპოს ყველაზე მდიდარ მონარქთა სიას, ფორბსის მიხედვით.

1. ჰასანალ ბოლკიაჰი: ბრუნეის სულთანი – 22 მილიარდი დოლარი
ccfa26939f20
პლანეტის ყველაზე მდიდარი მონარქი 40 წელია, სათავეში უდგას ბრუნეის სასულთნოს. მას მემკვიდრეობით ხვდა წილად დინასტიის 600-წლიანი სიმდიდრე. ჰასანალი ერთპიროვნულად მართავს ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოს. გარდა იმისა, რომ სულთანია, ის ასევე, არის ბრუნეის პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა და თავდაცვის მინისტრი და რელიგიური ლიდერი; გატაცებულია პოლოთი, ძვირფასი ბრილიანტებისა და ავტომობილების კოლექციონირებით.

2.ჰალიფ ბენ ზაედ ალ ნაჰაიანი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი – 21 მილიარდი დოლარი
b46981f891b9

მისი უდიდებულესობა შეიხი ჰალიფი არის აბუ დაბის საემიროების მმართველი. მის მფლობელობაშია მსოფლიო ნავთობის მარაგის 10 პროცენტი. ახლო მომავალში შეიხი გეგმავს, არაბთა გაერთიანებული საემიროები ახლო აღმოსავლეთის კულტურულ ცენტრად აქციოს.

3.აბდალა ბენ აბდელაზიზი: საუდის არაბეთის მეფე – 19 მილიარდი დოლარი

af39624ae94e

მეფე აბდალა საუდის არაბეთის სამეფო ტახტზე 2005 წელს ავიდა და მას შემდეგ საკუთარი სახელობის ქალაქს აშენებს. ფინანსების სფეროში ის გაცილებით უფრო კონსერვატორია, ვიდრე მისი წინამორბედი – მეფე ფადჰი. მეფე მოჯირითე ცხენების მოშენებით არის დაკავებული. მან დააარსა ორი ბიბლიოთეკა საუდის არაბეთსა და მაროკოში.

4.მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქტუმი: დუბაის მმართველი – 16 მილიარდი დოლარი
c48c97aee7a4

57 წლის შეიხი ალ მაქტუმი უმდიდრესი მეგაპოლისის – დუბაის მმართველია, მას ეკუთვნის „HSBC” და „დოიჩე ბანკის” აქციათა პაკეტები; ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის სამომავლოდ „ბარნეის” აქციათა ყიდვასაც გეგმავს.

5.ფჰუმიპონ ადულიადეტე: ტაილანდის მეფე – 15 მილიარდი დოლარი
3060e4be736e

ის არის ყველაზე სტაჟიანი მონარქი მსოფლიოში. ფჰუმიპონი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, განათლება შვეიცარიაში მიიღო, საკუთარ ქვეყანაში კი იგი ღვთაების სტატუსით სარგებლობს. ტაილანდის სამეფო ოჯახი მთელ პლანეტაზე ფლობს უძრავ-მოძრავ ქონებას და, ასევე, დაკავებულია ინვესტირებით ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში. მეფე აქტიურად იცავს გარემოს დაბინძურებისგან და საკუთარ ავტომობილებს ბენზინის ნაცვლად პალმის ზეთზე ამუშავებს.

6.ჰანს ადამ მეორე: ლიხტენშტეინის პრინცი – 4,5 მილიარდი დოლარი

80fcbbdc626c
იგი ევროპული ჯუჯა სახელმწიფოს მეთაურია, რომლის საგვარეულოს 900-წლიანი ისტორია აქვს. პრინცი დინასტიის მიერ ოთხი საუკუნის წინათ დანერგილ ტრადიციას განაგრძობს და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირებას ეწევა. იგი ფლობს რუბენსის 33 ტილოს, რაც დღესდღეობით ყველაზე დიდ კერძო კოლექციად ითვლება მსოფლიოში. ჰანს ადამის მფლობელობაშია ბანკი „LGT” და გენმოდიფიცირებული ბრინჯის მწარმოებელი ფირმა „რაის ტეკი”.

7.ჰამად ბენ ჰალიფ ა-ტანი: ყატარის ემირი – 2,4 მილიარდი დოლარი
1861880bd5ef

ტელეარხ „ალ-ჯაზირას“ სპონსორი და ფეხბურთის დიდი მოყვარული ყატარის ემირი ამ აზიური სახელმწიფოს სათავეში 1995 წელს, უსისხლო რევოლუციის შედეგად მოვიდა. ამბობენ, რომ არა ემირის სიყვარული ფეხბურთის მიმართ, ყატარი ვერ მოიპოვებდა მსოფლიოს 2022 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას.

წყარო: ჟურნალი თბილისელები

P.S. პოსტი თუ მოგეწონებათ კიდევ დავდებ ინფორმაციებს მილიარდელებზე.

მსგავსი ამბები

Back to top button