მისტიკასაკითხავიუცნაური

გლამისის სასახლე

ეს არაჩვეულებრივი სასახლე მდებარეობს შოტლანდიაში, სოფელ გლამისის მახლობლად. აქ გაატარა ბავშვობა ელიზაბეტ ბოუს-ლაიონმა, მეფე გეორგ VI ცოლმა და ელიზაბეტ II-ის დედამ. ამ ციხე-კოშკთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა არსებობს. აი რამდენიმე მათგანიც:

გამომწყვდეული
არსებობს ამბავი გლამისის მონსტრზე, რომელიც ითვლება რეალურ, ისტორიულ პიროვნებად. ეს ადამიანი იყო უიღბლო ტომას ბოუს-ლაიონი, რომელიც უნდა ყოფილიყო სასახლის შემდეგი მფლობელი, თუმცაღა იგი თავის დაბადების დღესვე გარდაიცვალა 1821 წლის 21 ოქტომბერს. მოსახლეობაში დადის ხმები, რომ ტომასი დაბადებისთანავე არ მომკვდარა და იგი საშინლად მახინჯი და დეფორმირებული რამდენიმე დღეში გარდაიცვალა მარტოდმარტო სასახლის რომელიღაც საიდუმლო ოთახში, ბავშვის კვნესა კი დღემდე ისმის კოშკის კედლებში. რა მოხდა სინამდვილეში, მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა იციან.

მოთამაშე ეშმაკი
არსებობს ლეგენდა ერლა ბეარდიეს შესახებ, რომელიც სტუმრად იყო სასახლეში 100 წლის წინათ. ლეგენდა ამბობს, რომ ერთ შაბათ ღამეს ერლა ხალხს ეძებდა კარტის სათამაშოდ, მაგრამ ვერავინ იპოვა და განაწყენებულმა დაიფიცა, რომ ითამაშებდა თავად სატანასთან. შუაღამის მოახლოებასთან ერთად კოშკში გამოჩნდა იდუმალი კაცი, რომელიც დათანხმდა ერლას თამაშზე. ამ თამაშის შემდეგ ერლა სამუდამოდ გაქრა, მისი აჩრდილი კი დღემდე დაძრწის და კივის კოშკის კედლებში.

გაქცეულები გაქრნენ სამუდამოდ
როგორც ცნობილია, ევროპაში აღორძინების ხანაში ხშირი იყო ომი და დაპირისპირება სხვადასხვა ოჯახებსა და კლანებს შორის. ერთ-ერთ ასეთ დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენდნენ ლინდსეის და ოგილვის ოჯახები. ერთხელ, როდესაც ოგილვის ხალხი ლინდსეის მეომრებს გაურბოდა, გადაწყვიტეს თავი გლამისისთვის შეეფარებინათ, მათ იცოდნენ, რომ მდევარი ასევე ებრძოდა ლაიონს გლამისის მფლობელს და ამიტომაც სთხოვეს თავშესაფარი. ჯონი, გლამისის მესამე ლორდი, დათანხმდა დევნიელებს დახმარებაზე და შესთავაზა საიდუმლო ოთახში დამალვა, სადაც ვერავინ მიაგნებდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ლაიონს ოგილვის ოჯახიც არანაკლებ სძულდა და დევნილები მასთან თავშეფარების შემდეგ აღარავის არასოდეს უნახავს. გლამისის ლორდმა ისინი საიდუმლო ოთახში ჩაკეტა და მისივე ბრძანებით კარები და სარკმლები ამოქოლეს. დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულების შესახებ არავის არაფერი სმენოდა, მხოლოდ ამოქოლილი ოთახიდან ისმოდა საზარელი ხმები, რამაც ისე შეაწუხა ციხე კოშკის მცხოვრებლნი, რომ ერთ-ერთმა ლორდმა ქვის კედლის გარღვევა ბრძანა. ნანახმა ყველას თავზარი დასცა. აშკარა იყო, რომ იქ მყოფმა ადამიანებმა აუტანელ წამებაში დალიეს სული. ოთახი ისევ ამოქოლეს, კედელი კი ისე შენიღბეს, რომ დღესდღეობით მისი პოვნა უკვე შეუძლებელია, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, გოდების ხმა სასახლიდან ისევ ისმის.

რუხი ქალბატონის მოჩვენება

1528 წელს მოკვდა ჯონ ლაიონი გლამისის მეექვსე ლორდი,მას დარჩა შვილი ჯონი და ლამაზი ქვრივი ჯენეტი, გავლენიანი გვარის დუგლასების წარმომადგენელი, რომელსაც ვერ იტანდა შოტლანდიის მეფე იაკობ V. საქმე იმაშია რომ იაკობს ბავშვობის გატარება ფაქტიურად ტყვეობაში მოუწია დუგლასების თავთან გრაფ ანგუსსთან, რომელმაც იაკობის დედაზე, დედოფალ რეგენტთან, მარგარეტთან ძალაუფლების გამო იქორწინა. იაკობი 16 წლისა გაიქცა და დაიწყო ბრძოლა დუგლასების წინააღმდეგ. ბევრი დუგლასი გაიქცა იმ დროს შოტლანდიიდან მაგრამ არა ჯენეტი, გლამისის დიასახლისი, რომელიც ამ პერიოდში მეორედ გათხოვდა. შურისძიების წყურვილით შეპყრობილმა იაკობმა უსამართლოდ დაადანაშაულა ჯენეტი ჯადოქრობაში და ამბოხების მომზადებაში, იგი ქმარ-შვილთან ერთად შეპყრეს და ედინბურგში სამეფოს ყველაზე საშინელ ციხეში გამოკეტეს. აქ ყავდათ დამწყვდეული 1537 წლამდე, შემდეგ კი კოცონზე დაწვეს.

უკვე თითქმის 500 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლედი ჯენეტი ცოცხლად დაწვეს მაგრამ მისი აჩრდილი, რომელსაც რუხ ქალბატონს უწოდებენ, ხშირად ჩდება კოშკის სამლოცველოში. ამბობენ, რომ მისი ნახვა ყველაზე ხშირად შესაძლებელი მაშინ, როდესაც საკურთხევლის წინ დგას მუხლებზე დაჩოქილი. დღესდღეობითაც კი, როდესაც სასახლე ღიაა დამთვალიერებლებისთვის, დარაჯები ამტკიცებენ, რომ ჯენეტის მოჩვენებას ხედავენ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close