ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

H1N1 დაბრუნდა

დანარჩენი სრულიადში…

როგორია ღორის გრიპის სიმპტომები?იგი არაფრით განსხვავედება სეზონური გრიპის სიმპტომებისგან. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, მადის დაქვეითება, სისუსტე, ხველება, ცემინება. ინფექცია ფილტვების მწვავე ანთებით რთულდება. დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია მოლოდ სპეციალური ლაბორატორიული კვლევით, რომელიც, საქართველოშიც არის შესაძლებელი, თუმცა საეჭვო შემთხვევაში უცხოეთის ძლიერ ლაბორატორიებში ხდება ჩვენთან მიღებული მონაცემის გადამოწმება. ალბათ ყველას დაებადება კითხვა: თუ ღორის გრიპის სიმპტომები ჰგავს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებს, როგორ უნდა მიხვდეს საწყის ეტაპზე დაავადებული და თავად ექიმიც, რომ ამ საშიშ ინფექციასთან აქვს საქმე? პრიველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს, ანუ არის თუ არა იმ რეგიონში დაფიქსირებული ღორის გრიპის შემთხვევა, სპეციალისტები გვირჩევენ, ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე ვიხმაროთ ანტივირუსული პრეპარატები – რელენზა ან ტამიფლუ. უნდა ითქვას, რომ ეს პრეპარატები საკმაოდ ძვირად ღირებულია და ყველას არ შეუძლია მათი შეძენა. საქართველოში ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა. თუმცა, ალბათ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პრეპარატის გაიაფებაზე, ანუ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინიდან უნდა მოხდეს პრეპარატის ფასის ანაზღაურება.შეიძლება თუ არა დაავადებისგან განკურნება?

კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ორი ანტივირუსული პრეპარატი – ტამიფლუ და რელეზნა – ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია, თუ მას სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღებს დაავადებული. ამ პრეპარატების პროფილაქტიკის მიზნით მიღებას აზრი არ აქვს.

დაეხმარება თუ არა ადამიანს სეზონური ვაქცინაცია?გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ყოველწლიურად იცვლება, ახალი შტამისგან ადამიანის მხოლოდ მინიმალურად დაცვა შეუძლია.რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომელიც იმყოფება ინფიცირებულ ადგილას?

ადამიანი უნდა ერიდოს სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას, ხშირად დაიბანოს ხელი, ეცადოს, რომ არ შეეხოს საკუთარ ცხვირსა და პირს და გამოყენებისთანავე გადააგდოს ცხვირსახოცი. დამცველი ნიღბის ტარება აუცილებელია

საშიშია თუ არა ღორის ხორცის ჭამა?კარგად დამუშავებული ღორის ხორცისგან მომზადებული კერძების ჭამა საშიში არ არის, თუმცა ნახევრად უმი ინფიცირებული ღორის ხორცი საშიშია.პ.ს. მე გირჩევთ რომ არც გაყინული ხორცი და პილმენი იყიდოთ
წყარო:MKURNALI.GE

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close