არქივი

რამდენ ხანში ეცემა ტყვია?

pistolet umarex heckler koch hk p30 1 enl

მოკლედ ყველას გვაქვს ნასროლი იარაღიდან ალბათ, მაგრამ ალბათ ბევრს გონია რომ ჩვენი გასროლილი ტყვია 6-10 წამი მაინც დაფრინავს, (ყოველ შემთხვევაში ბევრი მედავა რომ ეს ასეა)

რომ გავიგოთ ამ კითხვის პასუხი ჯერ იმას ვიტყვი რაც ბევრმა იცის, ნაწილმა არა. როდესაც ჩვენ იარაღიდან ვესვრით ისეთ საგანს რომელიც ჩვენს ჰორიზონტალურად მდგომარეობს, ანუ იარაღის გასწვრივ, იარაღის სიმაღლეზე მდებარეობს, ჩვენ ტყვიას ვისვრით არა ჰორიზონტალურად არამედ ზემოთ რომელიც მიზიდულობის ძალის გამო ვარდება იმ სიმაღლემდე რომელიც ჩვენ ფოკუსში გვქონდა. ამიტომ აქვს სნაიპერებს მიზანზე შკალა, რაც უფრო შორს ისვრიან, მით უფრო “მაღლა” ისვრიან ტყვიას რათა ის ჩამოვარდნისას სამიზნეს მოხვდეს. მეტიც, პისტოლეტს თუ დავაკვირდებით, მისი კონდახი და ლულა პერპენდიკულარული სულაც არ არის, ლულა კონდახიდან ზევითკენ მიდის.
srolis traeqtoria

აი როგორც ხედავთ კონდახი და ლულა პერპენდიკულარული არ არის.

მე მინდა ვილაპარაკო სიტუაციაზე როდესაც ჩვენ არა იარაღი გვიჭირავს სწორად, არამედ როდესაც ლულა ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და ტყვიას ჰორიზონტალურად ვისვრით.

ამ დროს ვერტიკალური ძალები რომელიც გასროლილ ტყვიაზე მოქმედებს, არის მხოლოდ ერთი (ხახუნს თუ არ ჩავთვლით) : მიზიდულობის ძალა. ანუ სხვა ძალა აარ მოქმედებს ჩვენს მიერ გასროლილ ტყვიაზე.

ახლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც იგივე ტყვიას, იგივე სიმაღლიდან ხელს ვუშვებთ. ანუ თავისუფლად ვაგდებთ. ვერტიკალური ძალები აქაც ერთია (ხახუნს თუ არ ჩავთვლით) : მიზიდულობის ძალა.

ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ

გასროლილი ტყვია დაეცემა იმდენ ხანში, რამდენ ხანშიც იგივე ტყვია ჩამოგდებული იმავე სიმაღლიდან.

ესეც ჩემი პირველი პოსტი)) :rules:

წყარო: ვოვა პავერმანი, ძველი ფიზიკის მასწავლებელი, სკოლის) :papa:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button