კულტურა

პროფესია ჯარისკაცი

29946b5a78f3

სურვილი იმისა რომ ყოფილიყავით ყველაზე ძლიერი მებრძოლი თითქმის ყველა თქვენგანს გაგჩენიათ ბავშვობაში, ჯარისკაცის პროფესია ძალიან საპატიო, თუმცა სახიფათო პროფესიაა, რომელიც დიდ თავდადებასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ  კინოინდუსტრიის,  მედიის მამათქვენის, მეზობლის თუ სხვათა გავლენით აღფრთოვანებულ პატარებს ამაზე ალბათ არც გიფიქრიათ)). მარტო სურვილი გახდე ჯარისკაცი, მიხვიდე და ეგრევე ჩაეწეროთ არმიაში არ კმარა,(ნუ მაღალ ანაზღაურებად სამსახურზე ლაპარაკიც ზედმეტია) ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მონაცემებთან ერთად საჭიროა დიდი მოთმინების უნარიც გაგაჩნდეთ. მეტი ფილოსოფიით თავს არ შეგაწყენთ და ახლა მე მინდა მოგითხროთ დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ზუსტად ასახავს ჯარს და მასთან დაკავშირეებულ სირთულეებსაც ეს ფილმი ტელეკომპანია საქართველოს დაკვეთით გადაიღო შალვა შენგელმა, ალბათ ბევრ თქვენგანს ნანახიც ექნება, მაგრამ რატომღაც ეს ფილმი ფართო მაშტაბით არ გაუშვეს, რაზედაც მე პირადად გული დამწყდა((
ფილმმა “უცნობი ჯარისკაცები”  ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
ფილმის თემატიკა ძალიან საინტერესოა, ის ჯარისკაცების ცხოვრებას ასახავს. თუმცა, ფილმი კონკრეტულად ერთი ჯარისკაცის,რიგითი გურჩიანის ისტორიას მოგვითხრობს.

07fd45139f00

ფილმის მთავარი გმირი საინტერესო პერსონაჟია. დათო გურჩიანი აფხაზეთიდანაა. მაშინ როცა ქართველებს აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება მოუხდათ, გურჩიანი პატარა იყო. მას გამოვლილი აქვს ის გაჭირვება, რაც მაშინ დევნილებმა გადაიტანეს. აფხაზეთიდან განდევნის შემდეგ ის  კოდორის ხეობაში ცხოვრობდა. უკვე ზრდასრულმა გურჩიანმა ჯარში წასვლა გადაწყვიტა. სწორედ აქედან იწყება ფილმიც.
ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი “უცნობი ჯარისკაცი” გვიამბობს იმაზე, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის. ეს არის ჯარისკაცების ცხოვრება თეთრად შეღებილი და მავთულხლართებით შემოვლებული მესრის იქით, კეთილმოწყობილ ყაზარმებში, მაგრამ სასტიკი დისციპლინისა და ფიზიკური წვრთნის პირობებში.

8362b88975b6

ფილმში აღწერილია წვრთნის ეპიზოდების საოცრად შთამბეჭდავი კადრები. ყველასთვის დასამახსოვრებელი ალბათ ჯარისკაცების დასჯის მომენტებია. სერჟანტი წვიმაში და სიცივეში ჯარისკაცებს გუბეში აწვენს და ისე ავარჯიშებს.

6a1853b40ea0

როგორც შემდეგ სერჟანტმა განმარტა, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ჯარისკაცები მიეჩვიონ რთულ პირობებში ყოფნას, არ მოერიდონ, წვიმას, სიცივეს, ტალახს, უძილობას და ა.შ. ასე გაიზრდებიან ისინი ნამდვილ ჯარისკაცებად.
ამ დატვირთვას ყველა ვერ უძლებს. რეკრუტები ტოვებენ პროგრამას, სადაც ერთის შეცდომის გამო სჯიან ყველას, სადაც სერჟანტი დაგყვირის თავზე და გაიძულებს ჭაობიან წყალში მიწიდან აზიდვის ვარჯიშები აკეთო, სადაც შეუძლიათ ღრმა ძილი დაგიფრთხონ და განგაშის ხმაზე პლაცზე გაგიყვანონ. მაგრამ ჯარისკაცი ყველაფერს ეჩვევა და ხანდახან ამ ყველაფერს ხუმრობაშიც ატარებს, რადგან იცის, რომ დისციპლინა არ არის სასჯელი მათი მხრიდან, ვინც ბრძანებას იძლევა.
ფილმის პერსონაჟი ერთ მომენტში გადაწყვეტს წავიდეს ჯარიდან, თუმცა, მეგობრები მას გადააფიქრებინებენ. ის რჩება და აგრძელებს სწავლებას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ჯარისკაცები კონტრაქტებს გააფორმებენ, რის შემდეგაც მათ  ხელვაჩაურის საწვრთნელ ბაზაზე გადაიყვანენ.

6bd81a8bccb5

აქედან ფილმში კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდები შემოდის. დასამახსოვრებელი პატარა ბავშვის პერსონაჟია, რომელიც მშობლების გარეშე იზრდება და ჯარისკაცებთან მეგობრობს, ის ხშირად მიდის ბაზაზე და მათთან ერთად ვარჯიშობს.  ეს პატარა ბავშვი პატრიოტიზმის ერთგვარი სიმბოლოცაა.
ფილმის გადაღება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის აგვისტოს ომის დაწყების კადრებით  სრულდება.
საკმაოდ მძიმე დასასრულია, კადრში ჩანს ქართველი უცნობი ჯარისკაცების სასაფლაო შიშველი საფლავის ბორცვები, დანომრილი შავი ფირფიტები, აღმართული ჯვრები და სიცარიელე თითქოს გეუბნება: აი, ხვედრი ჯარისკაცისა – ერთმა ომმა შეიძლება წაართვას სახელი და ამოშალოს ისტორიის ფურცლებიდან მაგრამ ჩვენი მეხსიერებიდან მათ ვერაფერი ამოშლის)).
2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ ფილმის მთავარი გმირი რიგითი გურჩიანი, დევნილი მეორეჯერ გახდა. ის იძულებული იყო კოდორის ხეობაც დაეტოვებინა((.

f71c4b205258

7af268e7d89a

0d514c6a8649

თურმე ჯარისკაცები ერთმანეთს არასდროს ემშვიდობებიან…))


წყარო:radiotavisufleba.ge
gipa-millitary.com
mod.gov.ge

მსგავსი ამბები

Back to top button