Wat Rong Khun ქათქათა ბუდისტური სამოთხე
ულამაზესი ბუდისტური ტაძარი
ბუდისტური ტაძარი ”Wat Rong Khun”, რომელიც მდებარეობს ტაილანდის ქალაქ ჩანგ რეი-ში, სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად არა მხოლოდ მშობლიურ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს ქათქათა ტაძარი, რომელიც არ გავს სხვა ტრადიციულ ტაძრებს, ადვილად გახდა ეროვნული ღირსშესანიშნაობა და მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს.
ტაძრის აშენების იდეა ეკუთვნის ტაილანდიელ მხატვარს ჩალემჩაი კოსიტპიპატს (Chalermchai Kositpipat). მისი პროექტის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ტრადიციული ბუდისტური ტაძრებისგან მდგომარეობს იმაში, რომ ”Wat Rong Khun” გარედან მთლიანად თეთრია. ავტორის აზრით, თეთრი ფერი სიმბოლურად გამოხატავს ბუდას სიწმინდეს, ხოლო მშენებლობაში თეთრი შუშის გამოყენება ბუდას სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც ანათებს მთელ დედამიწას და სამყაროს.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1997 წელს და დღემდე არ დამთავრებულა. საქმე იმაშია, რომ ჩალემჩაი აპირებს შექმნას 9 შენობისაგან შემდგარი მთლიანი კომპლექსი. მისი გამოთვლებით, ამ იდეის რეალიზაციას დაჭირდება 60 – 90 წელი, ამიტომაც 55 წლის არქიტექტორმა თავისი გეგმები გაუმხილა 5 დამხმარე სტუდენტს, რომლებმაც უნდა გააგრძელონ თავისი მასწავლებლის საქმე. საინტერესოა, რომ ჩალემჩაი არ იღებს არანაირ სპონსორულ შეთავაზებას, მისი აზრით სპონსორების ჩარევა მათი ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად გამოიწვევს პირველყოფილი გეგმის შეცვლას, რაც ავტორს დაუშვებლად მიაჩნია.
ტაძარი სიმბოლურად განასახიერებს სამოთხეს და მასში მოსახვედრად უნდა გაიარო სიმბოლური ჯოჯოხეთი – ხიდი, რომლის ქვემოდანაც ფეხით მიმავლისკენ ცოდვილთა ხელები იწევენ. ტაძრის გარშემო მოწყობილ პარკში ასევე თეთრი, მითოლოგიური სკულპტურებია განლაგებული, თითოეული მათგანი განსაზღვრულ აზრს ატარებს და განსაზღვრული ფუნქცია გააჩნია.
საინტერესოა, როდის დამთავრდება ამ ულამაზესი შენობის მშენებლობა და როგორი იქნება მისი საბოლოო სახე, თუმცა ამის სანახავად, ავტორს თუ ვენდობით, მინიმუმ 50 წელი უნდა ვიცადოთ.
სხვათაშორის, კომპლექსში ყველაფერი თეთრი არ არის, ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ლამაზი ”ოქროს” შენობა, რომელსაც ტურისტები ერთმნიშვნელოვნად თვლიან ერთ-ერთ ტაძრად, თუმცა ეს ოქროსფერი შენობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ტუალეტია :):):)
P.s ჩემი პირველი პოსტი :):):)