ახალი ამბებიგასართობივიდეოები

ალაბამელი კოხორა, რომელიც 68,747,075-მა ადამიანმა გაიცნო

2010 წლის 28 ივლისს, ქალაქ ჰანტსვილში, ალაბამაში დატრიალდა ტრაგიკული ამბავი. კევინ ანტოინ დოდსონის ოჯახში შეიჭრა უცხო ადამიანი და სცადა მისი დის გაუპატიურება. ანტოინმა მოახერხა თავდამსხმელის მოგერიება და ადგილზე მისულ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, სადაც თავის ტრაგიკულ ამბავს ყვება.

ინტერვიუს ვიდეო Youtube-ზე მოხვდა იმავე დღეს, ხოლო 31 ივლისს გამოჩნდა ვიდეო, რომელმაც ანტოინისგან შექმნა ინტერნეტ სენსაცია. ეს ვიდეო 6 თვის განმავლობაში იხილა 68,747,075-მა ადამიანმა, ამ ადამიანზე სიუჟეტები მოამზადეს ისეთმა ტელეარხებმა, როგორებიცაა NBC, BBC, CNN და ა.შ. როგორც ანტოინმა განაცხადა, თავიდან ძალიან შეურაწყოფილად იგრძნო თავი და ცდილობდა ვიდეოს შემქმნელებთან დაკავშირებას, თუმცა მას მერე, რაც დაიწყო მნახველების ათასობიდან ასიათასობამდე და მილიონამდე ზრდა, ის მიხვდა, რომ ეს იყო მისი შანსი გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი Youtube-ს ქსელში.

ვიდეო შექმნა მუსიკალურმა ჯგუფმა “Gregory Brothers”-მა, რომლებსაც კიდევ აქვთ რამდენიმე მსგავსი პროექტი.

ეს ვიდეო, რომელიც ცნობილია “Bed Intruder Song” სახელით, ამერიკის ტოპ 100 სიმღერას შორის გავიდა 89 ადგილზე.

2010 წლის სექტემბერში, ეს სიმღერა დაიდო Itunes-ზე და ჩამოქაჩვების რაოდენობამ მიაღწია 100 000-ს (ეს არის ძველი მონაცემი). შემოსული თანხა გადაერიცხა დოდსონების ოჯახს.

აუცილებელია უყუროთ ჯერ ორიგინალ ვიდეოს და შემდეგ რიმეიქს! :)

გთავაზობთ ანტოინის ორიგინალ ინტერვიუს, რომელიც ჩაიწერა NBC-ს საინფორმაციო გამოშვებისთვის

ეს კი ვიდეო, რომელიც გახდა ძალიან პოპულარული :)

სიმღერის ტექსტი ინგლისურად:

he’s climbin in your windows
he’s snatchin your people up
tryna rape em so y’all need to
hide your kids, hide your wife
hide your kids, hide your wife
hide your kids, hide your wife
and hide your husband
cuz they’re rapin errbody out here
you don’t have to come and confess
we’re lookin for you
we gon find you
we gon find you
so you can run and tell that,
run and tell that
run and tell that, homeboy
home, home, homeboy

we got your t-shirt
you done left fingerprints and all
you are so dumb
you are really dumb–for real
the man got away leaving behind evidence
i was attacked by some idiot in the projects
so dumb, so dumb, so dumb, so

სიმღერის ტექსტი ქართულად:

ის მოძვრება თქვენს ფანჯრებში
ის გტაცებთ ხელს თქვენ ხალხს
ცდილობს მათ გაუპატიურებას, ამიტომ თქვენ უნდა
გადამალოთ ბავშვები, გადამალოთ ცოლი
გადამალოთ ბავშვები, გადამალოთ ცოლი
გადამალოთ ბავშვები, გადამალოთ ცოლი
და გადამალოთ ქმარი
რადგან ის აუპატიურებს ყველას
არ არის საჭირო, რომ მოხვიდე და მოინანიო
ჩვენ გეძებთ შენ
ჩვენ გიპოვით შენ
ჩვენ გიპოვით შენ
ამიტომ შენ შეგიძლია გაიქცე და უთხრა, რომ
გაიქცე და უთხრა, რომ
გაიქცე და უთხრა, რომ პაძელნიკს (მეგობარს)
პაძელ, პაძელ, პაძელნიკს

ჩვენ გვაქვს შენი მაიკა
შენ დატოვე ანაბეჭდები და ყველაფერი
შენ ისეთი დებილი ხარ
შენ ძალიან დებილი ხარ – მართლა
კაცი გაიქცა უკან დატოვა სამხილი
მე თავს დამესხა ვიღაც იდიოტი
ძაან დებილი, ძაან დებილი, ძაან დებილი, ძაან

გვერდი ვიკიპედიაზე: http://en.wikipedia.org/wiki/Antoine_Dodson
საიტი: http://www.antoinedodsonsworld.com/
სახის წიგნი: http://www.facebook.com/pages/Antoine-Dodson/102461723145137

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...
Close
Close