გასართობისაკითხავიუცნაური

დაუკავშირდი ღმერთს…


ჩაიწერეთ: 555 0123

ეს გახლავთ კადრი ფილმიდან “ყოვლისშემძლე ბრიუსი”, რომელსაც ღმერთი უკავშირდება, სამსახური რომ შესთავაზოს. ამ ნომერმა დიდი გაუგებრობა გამოიწვია.

555 არარსებული ინდექსია. ნამდვილი ნომერი, რომელიც ფილმში გამოიყენეს, იყო 776 2323 და ტელეეკრანებზე გამოსვლის შემდეგ შეცვალეს ინდექსი, ანუ გამოიყენეს 555 2323. ფილმის პროდიუსერებმა აღნიშნეს, რომ მათ ისეთი ნომერი შეარჩიეს, რომელიც ბუფალოში, სადაც ბრიუსი ცხოვრობს (და სადაც გამოიყენება ინდექსი 716), არ არსებობდა, ანუ ნომერი 716 2323, თუმცა იმავე ნომერი არ შეუმოწმებიათ სხვა ინდექსებით.

ფილმის ტელეეკრანებზე გასვლის შემდეგ სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომელთა ტელეფონის ნომერიც 2323 იყო (შესაბამისი ინდექსებით) ასეულობით სატელეფონო ზარი მიიღეს ღმერთთან დალაპარაკების მსურველებისგან. მოგვიანებით, ფილმში შეცვალეს ნომრის წინა ორი ციფრი და სატელევიზიო და DVD ვერსიებში 555 2323-ის ნაცვლად, ნაჩვენებია ნომერი 555 0123.

აღსანიშნავია, რომ ნომერი 2323, რომელზეც უამრავი ადამიანი რეკავდა სხვადასხვა ქალაქებში, რამდენიმე ადგილას უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. ქალაქ სანფორდში, რომელიც კაროლინას შტატში მდებარეობს, უამრავი ზარი შევიდა ადგილობრივ ეკლესიაში, რომელშიც მსახურობდა მღვდელი სახელად ბრიუსი. ამავე ნომერი აღმოაჩნდა მღვდელს, რომელიც ქალაქ მერსერის ერთ-ერთი ეკლესიის მსახური იყო ვისკონსინის შტატში.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close