საკითხავისასარგებლოუცნაური

რიჩარდ უიტნის ორი სახე

რიჩარდ უიტნი რომ დიდების კვარცხლბეკიდან ჩამოვარდა ამერიკის უმდიდრესი ოჯახები შოკში აღმოჩნდნენ. ნაცრისფერი ქვით ნაგები უოლ-სტრიტიდან უიტნი სინგ-სინგი წითელი აგურის სატუსაღოსაკენ გაუყენეს. ჯონ პირპოინტ მორგანმა მაშინ განაცხადა რომ უიტნიმ მთელ ბიზნესს მიაყენა შეურაცხყოფა.
“თქვენ იცნობთ რიჩარდ უიტნის ?”-ჰკითხა მორგანს ჟურნალისტმა
“ვიცნობდი”-მკვახედ მიუგო ბანკირმა რითაც მიახვედრა რომ უიტნი სამუდამოდ გააძევეს საქმიანი სამყაროდან.
რიჩარდ უიტნი ასპროცენტიანი ამერიკელი და პირველი ახალმოსახლე პურიტანელების შთამომავალი გახლდათ. იგი ბავშვობიდანვე განსაკუთრებულობისა და არისტოკრატიზმის გარემოში ცხოვორბდა, დადიოდა პრივილეგილებულ სკოლებში, ყველაზე პრესტიჟულ კლუბებშI ატარებდა დროს, ბიზნესის სამყაროში ის ერთდროულად რამდენიმე საფეხურის გამოტოვებით შევიდა და ძალიან მალე მსოფლიო სიმდიდრის ცენტრის -ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მეთაური გახდა. მას ყველაფერი ჰქონდა- ქალაქგარეთა მამული და სახლი ქალაქში, 8 ავტომობილი და 47 კოსტუმი, 12 სასეირნო ხელჯოხი და 4 ვარდისფერი სანადირო კოსტუმი მელიებზე სანადიროდ. შამპანურის სიყვარულმა იგი მეღვინეობის ამ სფეროს ექსპერტად აქცია.

რიჩარდ უიტნი სიტყვით გამოსვლის დროს
უიტნი მთელი ცხოვრება უპატიოსნო საბირჟო თამაშს ებრძოდა, მიღებებზე ის წარმოთქვამდა სიტყვებს, რომლებშიც რისხვას ატეხდა ხელმრუდ ბროკერებს, ხშირად გამოდიოდა თაღლითების მხილებით რადიოში, მოკლედ ქვეყნის ყველაზე წესიერ ბიზნესმენად ითვლებოდა.
მაგრამ უიტნი თავისი ოცწლიანი კარიერის ბოლო ათი წლის მანძილზე თავის ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი ატყუებდა ბირჟაზე. მას უყვარდა ოჯახი და დიდად აფასებდა თავის წარმომავლობას, მაგრამ უნამუსოდ გაძარცვა თავისი სიმამრი, თავისი მშობლიური იახტ-კლუბი,თავისი მეგობრები და კლიენტები. მისი გაქანება მუდამ გაოცებას იწვევდა, მაგრამ რიჩარდის ნიჭი და უნარი აშკარად არ იყო მასთან შესაბამისობაში. იგი მედიდურობამდე ამაყი გახლდათ, მაგრამ როცა 1938 წლის მარტში დააპატიმრეს და გაასამართლეს, მან სრულიად გულგრილად მიიღო სასამართლო, თითქოს საქმე მას არ ეხებოდა.
მან ისე შეარყია ყველა საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენა ასეთი რანგის ბიზნესმენზე, რომ ლიტერატურულ პერსონაჟს უფრო ჰგავდა ვიდრე რეალურ პიროვნებას.
41 წლის ასაკში რომ საფონდო ბირჟის პრეზოდენტი გახდები კაცი, მეტი რაღა უნდა გინდოდეს . უიტნი პრეზიდენტი გახდა 1930 წლის მაისში, მოხსნა რა ყველა ასაკობრივი რეკორდი. იგი გახლდათ ცნობილი ბოსტონელი ბანკირის ვაჟი,გროტონის კოლეჯის ბეისბოლისა და ფეხბურთის გუნდების კაპიტანი,სასკოლო თეატრის დირექტორი და სტუდენტური ბანკის ხაზინადარი გახდა და მის შემადგენლობაშI მოიგო ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტებს შორის ნიჩბოსნობაში შეჯიბრება.
უნივერსიტეტშI ის ნებისმიერ თეორიებს კონკრეტულ ცოდნას ამჯობინებდა- თეორიის აღქმის უნარი მის გონებას არ გააჩნდა.მას შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა მეოთხედი საუკუნის შემდეგ ყველა ჰარვარდელი თანაკურსელის სახელები და გვარები გაიხსენა.
მისი უფროსი ძმა ჯორჯი როგორც ეს ხშირად ხდება , რიჩარდის სრული ანტიპოდი გახლდათ. ის პირველი მოხვდა უოლ-სტრიტზე მაგრამ გაცილებით მეტი ცოდნისა და ჭკუა-გონების პატრონმა ისე სწრაფად ვერ წაიწია წინ,როგორც მისმა ხალისიანმა ძმამ. მაგრამ მაინც წარმატებაზე სერიოზული განაცხადით დაიწყო ბიზნესშI მოღვაწეობა–ჯ.პ.მორგანის თანაშემზე გახდა.
რიჩარდმა მალე მოიპოვა ბირჟაზე კოლეგების პატივისცემა და არფრთოვანება, შეუპოვარი, თავის თავში დარწმუნებული რიჩარდი მალე შევიდა უოლ-სტრიტის ელიტაში. მახვილი ენა და ძალდაუტანელობა ურთიერთობაში, აგრეთვე სურვილი რომ წვრილმანებზე დრო არ დაეხარჯა, ბირჟის მრავლის მომსწრე მოთამაშეებზეც კი ახდენდა შთაბეჭდილებას. ზოგიერთებს ცოტა პისქუში ეჩვენებოდათ მაგრამ ყველანი თვლიდნენ რომ ის “საქმიანი სამყაროს” ერთ-ერთი ყველაზე საქმიანი კაცი იყო.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი მისი ლეგალური ცხოვრების სფეროს განეკუთვნება.
მაგრამ არსებობბდა მეორე რიჩარდ უიტნიც.
მთელი მისი ფათერაკები ორი გამანადგურებელი ჩავარდნით დაიწყო.ერთ-ერთი მათგანი გახლდათ შლამისაგან სასუქების წარმოების ფირმაში დიდძალი სახსრების ჩადება (დაახლოებით 200000 დოლარი წელიწადში) მეორე კი მინერალური კალოიდების მოპოვების სამაღარო საქმე სულ ორივე საქმისთვის რიჩარდმა ძმისგან ისესხა 750000 ათასი დოლარი. ჯორჯი რომელიც წარმატებით მუშაობდა მორგანთან შეეძლო მიეცა თავისთვის ამის უფლება და ისე გასცა ფული რომ უკან დაბრუნების დიდი იმედი არ ჰქონია. მაგრამ რიჩარდი რაც არ უნდა ყოფილიყო არაფრით არ აღიარებდა მარცხს. მისი სიმამრი ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო და რიჩარდი მისი ქონების განმკარგველი გახდა. მან იქიდან აიღო 105000 ათასი დოლარის აქციები რომლებიც მას არ ეკუთვნოდა და დააგირავა ისინი ერთ-ერთ ბანკში, რითაც ფინანსურ კრახს გადაურჩა . მან 15 ოთახიანი ოფისიც კი დაიქირავა უოლ-სტრიტზე. ორი წლის შემდეგ იგივე სიტუაცია განმეორდა რიჩარდი თანდათანობით უფრო და უფრო მეტად ეფლობოდა ვალებში, რამაც აიძულა მაქინაციებისთვის მიემართა.1929 წლის ფინანსური კატასტროფით გამოწვეული პანიკისა და არეულობის პირობებში უიტნის კომპანიის მზარდი სირთულეების დამლვა ადვილი იყო. ოქტომბრის შუა რიცხვებში ჯ.პ. მორგანმა დანგრეული ბაზრისთვის მხარდაჭერის იდეა წარმოადგინა. უიტნი მოულოდნელად აღმოჩნდა ამ ღონისძიების ცენტრში, ვინაიდან ბირჟის პრეზიდენტი ედვარდ სიმონსი ევროპაში გახლდათ. ვიცე-პრეზიდენტმა მჩქეფარე მოღვაწეობა გააჩაღა.
“შავ ხუთშაბათს” უიტნიმ სტენლის აქციების შესყიდვით 2 მილიონი წააგო. მართალია, წაგებულმა მოახერხა ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება, რამაც შეაცდინა ბანკირების უმრავლესობა, ბევრნი ფიქრობდნენ, რომ ასეთი დიდი “დაუდევრობის” მიღმა დახვეწილი და უბრალო მოკვდავთათვის ჯერ უცნობი ანგარიში იმალებოდა მაგრამ სინამდვილეში ეს დამარცხება საბედისწერო აღმოჩნდა უიტნისთვის. ამ მომენტიდან მან იძულებით მიჰყო ხელი მასშტაბურ მაქინაციებს, რათა შეენარჩუნებინა მდგომარეობა საზოგადოებასა და ბიზნესში.
უიტნიმ მოახერხა და ისე მოაბრუნა საქმე რომ ამ “შავ ხუთშაბათს” ბაზრის მხსნელად წარმოჩინდა, ვითომ მორგანის ჯგუფის ბანკირებთან ერთად განზრახ დაყარა საკუთარი ფული წამყვანი კომპანიის აქციების მხარდაჭერის მიზნით. 1930 წელს მადლიერმა ბროკერებმა ბირჟის პრეზიდენტად აირჩიეს.გარდა ამისა ბირჟამ უიტნის აჩუქა მისი “საბირჟო პოსტი N2”-მოპრიალებული მაგიდა რომელსაც იგი აქციებით ვაჭრობის დროს უჯდა ხოლმე, მაგიდამ როგორც სუვენირმა მის კანტორაში გადაინაცვლა.
ამასობში კი რიჩარდი სესხულობდა და სესხულობდა ფულს ძმისგან. მალე მისი ფირმა საბოლოოდ გაკოტრდა. ეს ფაქტი რომ დაემალა უიტნიმ დააგირავა ნიო-იორკის იახტკლუბის ფასიანი ქაღალდები რომლის პრეზიდენტადაც ცოტა ხნის წინ აირჩიეს. სესხმა ის კრახს გადაარჩინა მაგრამ ახალი პრობლემა გაჩნდა საიდან ეშოვა მას ფული ბანკიდან აქციები გამოსასყიდად? აქ მას ახალი შემთხვევა მიეცა: უიტნი აირჩიეს მარცვლეულის ბირჟის ბანკის პრეზიდენტად. ენერგიულმა მაგრამ უიღბლო ბიზნესმენმა შეკრიბა ბანკის საბჭო და 300000 დოლარის სესხი მოითხოვა შეღავათიანი პირობებით, შეუბღალავმა რეპუტაციამ და დირექტორის თანამდებობამ თავისი ქნა -უიტნიმ სესხი მიიღო.
ორი წელი უჭირველად გაატარა. ჩვენი გმირი 495 აკრის ფართობის მდიდრულ მამულში ცხოვრობდა და ახლომახლო ტყეებში მელიებზე ნადირობდა. მამულში ამუშავებდა მაჯორდომს,მწყემსებს,მეჯინიბეებს,ჟოკეებს,მებაღეებს. ბიზნესის წრეებში იზრდებოდა მისდამი პატივისცემა. დიდი დეპრესიის პერიოდში ბირჟის მეთაურობა ადვილი საქმე არ გახლდათ.მითუმეტეს რომ რუზველტის ახალი კურსი ბაზრის სახელმწიფო რეგულირებას ითვალისწინებდა, რასაც ეწინააღმდეგებოდა ბირჟის საქმოსანთა ძირითადი მასა, ის მათი აღიარებული ლიდერი გახლდათ, უიტნი რამდენჯერმე კონგრესშIც გამოვიდა მრისხანე სიტყვით რომელშიც დაგმო სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევა ბიზნესში.მაგრამ მთავრობამ ყური არ დაუგდო საქმოსნებს და ჩამოაყალიბა ფასიანი ქაღალდებისა და საბირჟო ოპერაციების კომისია.
ამ დროისათვის უიტნის მიერ ძმისა და სხვა მოვალეების მიმართ გამორთმეულმა სესხმა ისეთ თანხას მიაღწია რომ მარტო პროცენტები შეადგენდა მეოთხედ მილიონს.
მშრალი კანონის გაუქმების შემდეგ უიტნიმ გარისკა და 225000 ჩადო ვაშლის ღვინის წარმოებაში მაგრამ პირწმინდად წააგო.ყველაფერი დაგირავებული აღმოჩნდა ცოლის ძვირფასეულობის ჩათვლით.1932 წელს გარეგნულად აყვავებულ ბიზნესმენს სხვადასხვა ბანკების 5 მილიონი ხოლო საკუთარი ძმის 1 250 000 ემართა. ამან აიძულა ამოეღო ფასიანი ქაღალდები იმ ბანკის სარდაფებიდან რომლის დირექტორიც თვითონ იყო და სხვა ბანკებში დაეგირავებინა არცერთმა კომპანიონმა და ბანკის საბჭოს წევრმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა.
სწორედ მაშინ აირჩიეს უიტნი საბირჟო საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარედ. ფონდი ბირჟის გარდაცვლილი წევრების ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა. ფონდს 2 მილიონი დოლარი ჰქონდა ნაღდი ფულით და ფასიანი ქაღალდებით. 1937 წელს ფონდმა გადაწყვიტა გაეყიდა თავისი ქაღალდების ნაწილი და 175000 დოლარის ფასიანი ქაღალდები ეყიდა ოპერაცია რათქმაუნდა უიტნიმ აირო თავის თავზე, ამასთან შეძენილი აქციები მისი ბანკის სარდაფში უნდა შეენახათ. ამის მაგივრად მან რათქმაუნდა ეს აქციები სხვა ბანკში დააგირავა, ნახევარი წლის შემდეგ კი ფირმის მთელი ავუარები მიითვისა. როცა ფონდმა ფულის დაბრუნება მოითხოვა უიტნიმ თვეობით გააჭიანურა ხოლო როცა ულტიმატუმი წაუყენეს ერთ დღეში დაებრუნებინა სასოჭარკვეთილი ისევ ძმასთან გაიქცა. ძმამ ისევ იხსნა დაიყოლია რა კომპანიონი 102 800 დოლარი მიეცათ მისთვის, ფონდმა თავის ქაღალდები დაიბრუნა მაგრამ ამჯერად ძმამ მოისურვა რიჩარდის საქმეებს გაცნობოდა და არცთუ სახარბიელო დასკვნამდე მივიდა უოლ-სტრიტის სიამაყე რეგულარულად ითვისებდა და პირადი სარგებლობისთვის იყენებდა სხვის ფულს.სკანდალის თავიდან აცილების ერთადერთი გზა იყო რომ რიჩარდი საპატიო მიზეზით სამუდამოდ ჩამოშორებოდა საქმიან სამყაროს, მაგრამ რიჩარდი მხოლოდ ფორმალურად დაეთანხმა მას და თამაშI განაგრძო. გზადაგზა ის თითქმის ყველა ნაცნობისგან და პარტნიორისგან სესხულობდა ფულს. 1937 წლის ნოემბრიდან 1938 წლის მარტმად ემა 27 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ვალი აიღო, ათობით მოვალემ აქამდე რომ მოთმინებით იცდიდნენ საბირჟო მაქინაციების კონტროლის კომისიას მიმართა რომელსაც ადრე თავად უიტნი ხელმძღვანელობდა.1938 წლის 5 მარტს ბირჟის პრეზიდენტი ჰეი ორ საათს იყო განმარტოებული უიტნისთან, ჰეიმ ბროკერს განუცხადა რომ მისი საქმიანობა კომისიამ თაღლითობათ შეაფასა და სასამართლოში ჩივლის აპირებდნენ. უიტნის წარბიც არ შეუხრია და განუცხადა რომ მისი მხილება სამარცხვინო იქნეობდა ბირჟის რეპუტაციისთვის და აჯობებს ის თავისი გზით გაუშვან.–ჰეიმ კატეგორიული უარი განუცხადა-უკანასკნელი სულელიც კი დაინახავდა რომ უიტნის საქმე გათავებული იყო.ძმა კიდევ ერთხელ შეეცადა მის გადარჩენას მან მიმართა თავის კომპანიონს ჯ.პ.მორგანს მაგრამ მორგანი რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა თავს არიდებდა ყოველგვარ ისეთ გარიგებას რომელსაც ორგვარი ახსნა ექნებოდა.

უიტნის რეპუტაცია უკვე საკმარისზე მეტად სკანდალური გახდა.
უიტნის დაპატიმრებამ,გასამართლებამდ და განაჩენმა (განსაკუთრებით განაჩენმა) შეარყია შტატები.თაღლითი მხოლოდ ორი ბრალდებით გაასამართლეს იახტ-კლუბის პრეზიდენტის მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და განსვენებული სიმამრის ქონების განიავების გამო-მას მხოლოდ მეურვეობა უნდა გაეწია ამ ქონებისთვის. გამოიტანეს განაჩენი-5 წელი ციხე…
ერთმა მოსამართლემ სასჯელს რომ ადებდა ყმაწვილს 2 დოლარის ქურდობისთვის უთქვამს.
“მისტერ უიტნიმ 250000 დოლარი მოპარა სიმამრსა და იახტკლუბს და 5 წელი მიუსაჯეს.ერთ წელიწადში უწევს 4500 დოლარი ერთ დღეში კი 120..ამ ბიჭმა 2 დოლარი მოიპარა ამიტომ მე მას 24 წუთის ციხეს ვუსჯი”.
სამწელიწადნახევრის შემდეგ სანიმუშო ყოფაქცევისთვის რიჩარდს ამნისტია მისცეს.ციხეში ის აქტიურად თამაშობდა ფეხბურთს და ერთი წუთითაც არ ჩამოუყრია ყურები.ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯორჯმა მას ფული მისცა და მასაჩუსესტშI გაისტუმრა სადაც მან რძის ფერმა დაარსა, შემდეგ კი ფეთქებადი ნივთიერებების ფაბრიკაში მუშაობდა და საბოლოოდ მისი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.


უიტნი ტოვებს სინგ-სინგის ციხეს
ეხლა ნიუ-იორკის ბირჟის შენობის ერთერთ ოთახში შეგიძლიათ იხილოთ ბირჟის ყველა პრეზიდენტის პორტრეტი მისი დაარსების დღიდან მათ შორის მხოლოდ უიტნი არ არის თუ თანამშრომლებს კითხავთ ისინი გიპასუხებენ რომ ეს ადგილის უკმარისობის გამოა. სინამდვილეში კი საქმე ის გახლავთ რომ თუ უიტნის პორტრეტის დაკიდებას გადაწყვეტენ ალბათ 2 პორტრეტი უნდა დაკიდონ ერთი პატივსაცემი ბიზნესმენის მეორე კი ხელიდან წასული თაღლითის რადგან ეს ადამიანი ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა….ხოლო ერთი პრეზიდენტისთვის ორი პორტრეტი მეტისმეტად ბევრია.

წყარო: “საქმოსნები და თაღლითები”წიგნი მეორე

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close