კულტურა

ქართული 3D თამაში

tu90d

ალბათ ყველას გაინტერესებთ ახალი ინფო ამ თამაშის შესახებ, რომლის შექმნასაც გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტო. სამინისტროს IT სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი ლუაშვილის განცხადებით, თამაშის მთავარი გმირი იქნება პოლიციელი, რომელსაც ყველა დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე მოუწევს მუშაობა და კარიერულ წინსვლას ყველაზე დაბალი თანამდებობით დაიწყებს: ”იქნება გამოძიებები რეალურად მომხდარ დანაშაულებებზე, დევნა, დაკავება, დაზვერვა და ა.შ. სცენარი დაახლოებით ასეთია”,-აღნიშნავს იგი. თამაში არ იქნება კომერციული და იგი მიზნად IT ტექნოლოგიების დახვეწას და საქართველოში თამაშების ინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. გიორგი ლუაშვილის თქმით, 3D თამაში დასრულების შემდეგ ინტერნეტით უფასოდ გავრცელდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამჟამად სამინისტრო მონაწილეების შერჩევაზე მუშაობს და მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შსს-ს ვებ.გვერდზე www.police.ge შეუძლიათ.

თამაშში მთელი მოქმედებები ხდება თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, რასაც მანქანების პარკირების სტილზეც შეატყობთ . ყველაფერი არის რეალობასთან მიახლოებული, არაჩვეულებრივი გრაფიკა, გახმოვანება შესანიშნავია, ანიმაციაც ასე თუ ისე კარგია, მაგრამ არამგონია ყველამ შეძლოს ამ თამაშის თავისუფლად თამაში, რადგან ჩემი ვარაუდით სისტემური მოთხოვნები საკმაოდ დიდი ექნება. მოთამაშე თამაშის დაწყებისას ხვდება ე.წ. “სასროლეთში”, სადაც იგი მიზანში სროლით, დაბრკოლებების გადალახვით და სხვა საწვრთნელი დავალებების შესრულებით აჩვენებს საკუთარ დონეს. ამის შემდეგ იგი ხვდება შესაბამისი სირთულის დავალების წინაშე. მოთამაშე არის ქართველი პოლიციელი, რომელსაც აქვს გარკვეული დავალება (მაგ.: ბანკის მძარცველების დაპატიმრება).

iunfk

გარეგნული ინტერფეისით და გრაფიკით GTA San Andreas-ს სჯობია, მაგრამ GTA IV-ს ვერ ასწრებს. სტილით ძალიან წააგავს ქართული გეიმერებისთვის კარგად ნაცნობ Counter Strike-ს. რაც აშკარად ეტყობა ეკრანის მარჯვენა კუთხეში არსებულ იარაღიან ხელზე იარაღების ასორტიმენტი ფართოა, ასე რომ, თამაში არ იქნება მოსაწყენი.
სხვა ამდაგვარი თამშებისგან მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ ამ თამაშში პოლიცია ებრძვის ბოროტმოქმედებს, და არა პირიქით.

რაც მთავარია, თამაში გავრცელდება უფასოდ (ჯერჯერობით ასეა ცნობილი), მაგრამ მის გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა…

წყარო: gambler.ge

მსგავსი ამბები

Back to top button