გასართობისაკითხავისასარგებლო

შიდსზე საშიში

ერთი არაბული ანდაზა ამბობს, ბრძენ კაცს ჰკითხეს:_რისთვის აგროვებს ძუნწიო. მიუგო_ სხვისთვისო!..

მაინც რა არის სიძუნწე, რა იწვევს მას, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ პოლონელმა ექიმმა-ფსიქიატრმა სპრუდოვსკიმ გამოკვლევით დაადგინა, რომ “გასტრიტის, ინფაქტისა და პარკინსონის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უაზრო სიძუნწეა. “თუ გინდათ იცხოვროთ დიდხანს ნუ იძუნწებთ, _გვაფრთხილებს მეცნიერი, _ნუ დახარბდებით ფულს და ნურც მისი დაკარგვისა შეგეშინდებათ. ეს უფრო საშიშია ვიდრე შიდსი! ის იწვევს გულის ტკივილს, ნერვულ აშლილობას და უძილობას, ვნებს კუჭ-ნაწლავს, თირკმელებს და ფარისებრ ჯირკვლებს. საფრთხეს უქმნის იმუნიტეტს და ჰორმონულ ბალანსს.

ინფარქტი ძუნწებს 6-ჯერ მეტად ემართებათ, ვიდრე კეთილთ. ინსულტი და ჰიპერტონია 3-ჯერ მეტად “სტუმრობენ” წუწურაქებს. კუჭის წყლული, გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი 4-ჯერ მეტად უჩნდებათ ფულის დაკარგვის შიშით შეპყრობილთ. ამრიგად, სიძუნწით დაგროვებული ფული წამლებში იხარჯება, მაგრამ ხშირად გვიან არის!

გაინტერესებთ ხართ თუ არა ძუნწი? გასინჯეთ სპრუდოვსკის ტესტი:

1. თუ შემთხვევით იპოვეთ, ლატარიით მოიგეთ, ან რაიმე საშუალებით იოლად იშოვეთ ფული, მას “შავი დღისთვის” ინახავთ?
2. თუ გიფიქრიათ, სატელევიზიო შოუში რომ მოგეგოთ, იმ თანხას როგორ დახარჯავდით?
3. მაღაზიაში მოგეწონათ რაიმე, მოგინდათ მისი შეძენა, მაგრამ ფული გენანებათ.
4. ხშირად ფიქრობთ იმ დახარჯულ სახსრებზე, რომელსაც სხვა რამისთვის გამოიყენებდით?

თუ ყველა შეკითხვას დადებითად უპასუხეთ, დროა ჯანმრთელობაზე იზრუნოთ! :)

და კიდევ: ევროპაში ძუნწებად ფრანგებს ასახელებენ, ხოლო მახლობელ აღმოსავლეთში_სომხებს.

წყარო: კედლის კალენდარი 2011

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close