არქივი

ადამიანები

3c89ccb4cb39
1974 წელს წთიოპიაში 3 მილიონი წლის წინანდელი ქალის ჩონჩხის ნაწილები იპოვეს. მეცნიერებმა მას ლუსი შეარქვეს, ლუსი მაიმუნისა და ადამიანის ყველაზე ახლო დამაკავშირებელი რგოლია. ლუსი ავსტრალოპითეკი ანუ სამხრეთელი მაიმუნი იყო. მისი ჩონჩხი მეტყველებს, რომ მაიმუნებისაგან განსხვავებით, ის წელში გამართული დადიოდა, ისე როგორც ჩვენ დავდივართ. ავსტრალოპითეკის ძვლები აღმოჩენილია, აგრეთვე კენიაში, ტანზანიასა და სამხრეთ აფრიკაში. მათი კბილები ყბები და სხვა დამახასიათებელ ნიშან-თვისებები ძალიან ჰგავს ჩვენსას.

321f009f254e

(ლუსის ჩონჩხი. ამ თითქმის სრულ ჩონჩხს ავსტრალოპითეკუს აფარენისისი შეარქვეს                                                                                                    მისი აღმოჩენის ადგილის, ეთიოპიის აფარის რეგიონის აღსანიშნავად).

მეცნიერებმა აფრიკაში უძველესი წინაპრების კიდევ არაერთი ნარჩენები იპოვეს. ჰომო ჰაბილისი(ხელმარჯვე ადამიანი) აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობდა, ლუსის ცხოვრებიდან მილიონი წლის შემდეგ. ჰომო საბილისი წელში გამართული დადიოდა, დღევანდელი 12 წლის ბიჭის სიმაღლე იყო, ტვინი კი ლუსიზე უფრო პატარა ჰქონდა. სავარაუდოდ, ჰომო საბილისი პირველი არსება იყო, რომელმაც შრომის იარაღების დანზადება ისწავლა. ამიტომაც შეარქვეს ხელმარჯვე.
ee4572c8801a

(ჰომო ჰაბილისი)

ჰომო ერექტუსი(წელში გამართული ადამიანი) ასეთი ადამიანები დაახლოებით მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ისინი წელში გამართულები დადიოდნენ და შრომის იარაღებსაც იყენებდნენ. გარდა ამისა, ისინი გასათბობად ცეცხლს იყენებდნენ, რაც მათ შედარებით ცივ კლიმატში ცხოვრების საშუალებას აძლევდა. მათი ნარჩენები აღმოჩენილია ჩინეთის დედაქალაქ პეკინის მახლობლად.(მაშინაც გვჯობდნენ ტექნიკაში)))
5956b4f6d4d6

(ჰომო ერექტუსი)

ჰომო საპიენსი დაახლოებით 200 000 წლის წინ აფრიკაში ადამიანის ახალი ჯგუფი ჩამოყალიბდა და ჩრილოეთისაკენ გაემართა. ეს იყო ჰომო საპიენსი (გონიერი ადამანი) რომელიც ჩვენ ძალიან გვგავდა.  ისინი ჯგუფებად ცხოვრობდნენ და დიდ ცხოველებზე მაგალითად: ირემსა და მამონტზე ნადირობდნენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ კომუნიკაციისთვის ისინი ნახატებსა და სიმბლოებს იყენებდნენ.
a44c2693c8e1

(ჰომო საპიენსი)

ნეანდერტანელები ჰომო საპიენსის იმ ჯგუფს ეწოდება, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში  ცხოვრობდა 80 000-30 000 წლის წინ. ნეანდერტანელები შესაძლოა პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებიც გარდაცვლილ  თანატომელებს მარხავდნენ. მეცნიერების აზრით, ნეანდერტანელები გაცილებით უფრო ახლოს არიან ჩვენთან ვიდრე დღემდე აღმოჩენილი სხვა პირველყოფილი ადამიანები.
687510c34212

(ნეანდერტანელი)

პრეისტორიულ პერიოდში ადამიანები საშუალოდ 18 წლამდე ცოცხობდნენ. ჩვენი წელთაღრიცხვით 600 წელს რომაელები საშუალოდ 30 წლამდე ცოცხლობდნენ. ხოლო 2000 წელს განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები საშუალოდ 70 წლის ასაკს აღწევნ.

(ქვაში ამოჭრილი ეს ნახატები, რომლებიც ალჟირში აღმოაჩინეს 7000 წლისაა, ჩვენამდე მოაღწია ადამიანის ნახატებმა რომელთა
მაქსიმალური ასაკი დახლოებით 40 000 წელია))
cbb95377b046

0625bfe2dcb7

2a4680216804

7f52b8c8bc03

fd2aef4fcc67

მსგავსი ამბები

Back to top button