არქივი

კოლექციონერთა რისხვა

dcbaeb779692
ჟან სპერატი
1954 წელს გაზეთებში გამოქვეყნდა ცნობა რომ ბრიტანეთის ფილატელისტთა ასოციაცია (ბფა) ყალბი მარკებით სპეკულაციის აღკვეთის მიზნით გასამრჯელო ფულს უხდის ვინმე ჟან სპერატის აი-დე-ბენიდან(საფრანგეთი) იმ პირობის სანაცვლოდ რომ ის აღარასოდეს აღარ დაამზადებს ყალბ მარკებს. ბევრმა მკითხველმა მაშინვე იფიქრა,რომ თავად ცნობა იყო სიყალბე და მართლებიც აღმოჩნდნენ . უბრალოდ იტაკქვეშა გენიოსის შეჩერების სხვა გზა არ არსებობდა. სპერატის მიერ დამზადებული მარკების ორიგინალებისგან გარჩევა შეუძლებელი იყო,ის კი მხოლოდ ძვირფასი ეგზემპლარების გაყალბებას ეწეოდა,ფაქტიურად ერთმა კაცმა გაუფასურების საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემი კოლექციები.

a6d058f1b96aსპერატით დაინტერესებული იყვნენ არამარტო კოლექციონერები არამედ ფედერალური ბიურო, სკოტლანდ იარდი, სიურტე ჟენერალი და ინტერპოლი. თავისი მოღვაწეობის მანძილზე მან 5 მილიონი დოლარის საერთო მოცულობის ნაყალბევთა 538 სხვადასხვა ვარიანტი დაამზადა. სპერატი ცხოვრებაში ერთხელ მოხვდა ციხეში ისიც სულ რამდენიმე კვირით. მეორედ რომ მოხვდა განსასჯელთა სკამზე 1400 დოლარის ჯარიმა აკმარეს. არაფერს ძალუძდა მისი შეჩერება. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა წამყვანმა ბრიტანელმა კოლექციონერებმა გადაწყვიტეს მასთან მოლაპარაკებაზე წასულიყვნენ და ყალბი პროდუქციის წარმოების მთელი მოწყობილობა გამოესყიდათ მისგან აგრეთვე ფული შეეძლიათ რათა მოღვაწეობაზე ხელი აეღო.
ფილატელისტურ სიყალბეთა ისტორია XIX საუკუნიდან იღებს სათავეს მას შემდეგ რაც 1840 წელს ინგლისში პირველი საფოსტო მარკები გაჩნდა. პირველობის პატივი იტალიას ეკუთვნის.მაშინ მათ და ყალბ ფულს იმიტომ ამზადებდნენ რომ იტალიის დამპყრობელი ავსტრიის იმპერიის მთავრობა მოეტყუებინათ.აღსანიშნავია რომ ასეთი ნაყალბევი მარკები დღეს გაცილებით უფრო ძვირია ვიდრე თავად ორიგინალები. შემდგომში ამგვარი ბიზნესი ლეგალურად გარდაიქმნა. მათ “ფაქსიმილიე” უწოდეს და მათი ორიგინალებთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასში გაყიდვა დაიწყეს.
ყველა დროის ყველაზე ცნობილი “მეფაქსიმილიე” გახლდათ ფრანსუა ფურნიე.ფურნიე შვეიცარიაში ცხოვრობდა და ფილატელიის სფეროში ერთერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლებოდა. თავის ნამუშევრებს ის “რეპროდუქციებს” უწოდებდა და აბსოლუტურად ლეგალურად ჰყიდდა . თავად არასდროს უცდია ორიგინალებად გაესაღებინა მაგრამ გამოჩნდნენ საზრიანი ადამიანები ფურნიეს ნაწარმით სპეკულაცია რომ გააჩაღეს. I მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად მთავრობამ აკრძალა ფურნიეს საქმე ოსტატცი მალე გარდაიცვალა .”ფაქსიმილიების” აღკვეთის მიზნით შვეიცარიის ფილატელისთა ასოციაციამ იყიდა ფურნიეს ყველა მარკა მაღაზიებში რომ იყიდებოდა.

48ed85fef247
ფრანსუა ფურნიე
მაგრამ ნამდვილი სპეციალისტები ასეთ ფაქსიმილიებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ-სერიოზულ ექსპერტიზას ისინი ვერ უძლებდნენ. ფილატელისტებს მხოლოდ მაშინ დაეკარგათ მშვიდი ძილი როდესაც საქმეს ხელი სპერატიმ მოკიდა.
საქმე ისაა,რომ სპერატიმდე ვერავინ მოახერხა ორი რამის ქაღალდისა და პერფორაციის ზუსტი კოპირება.ქაღალდის სისქეში თუნდა ერთი მიკრონის სხვაობა კარგად აისახებოდა მიკროსკოპში,ასევე ნაპირების ჩამოჭრის თავისებურების გამო 100 შემთხვევიდან ასივეში ვლინდებოდა სიყალბე.სპერატიმ კი ზოგიერთი ექსპერტი კინაღამ ჭკუიდან გადააცდინა_მისი მარკების ნამდვილობაშ ეჭვი არავის არ ეპარებოდა.
ჟან (ჯოვანი) სპერატი(1884-1957) დაიბადა იტალიის ქალაქ პიზაში.მამამისი ენრიკო დე სპერატი იტალიის არმიაში მსახურობდა ხოლო დედა იყო ქალიშვილი გენერალ არნალფისა რომელმაც დაქირავებული მკვლელის ხელიდან სიკვდილს გადაარჩინა ნაპოლეონ III.
როგორც ჩანს პოლიგრაფიული ხელოვნებით სპერატი 1910 წლიდან დაინტერესდა მისი პირველი ნაყალბევი ბერლინში 1911 წელს გამოჩნდა.
თავდაპირველად საქმე ცვალებადი წარმატებით მიდიოდა მაგრამ სპერატი თანდათანობით ხვეწდა თავის ოსტატობას სანამ სრულყოფილებამდე არ აიყვანა.მისი ბიზნესი რამდენადმე შეაფერხა ნაცისტების მიერ საფრანგეთის დაპყრობამ, სპერატი პეტენის მთავრობის ტერიტორიაზე აღმოჩნდა აქ მკაცრი საფოსტო ცენზურა სუფევდა და სპერატის მიერ გაგზავნილი ნაყალბევიანი წერილები სულ უფროდაუფრო ხშირად ხვდებოდა პოლიციის ხელში.ექსპერტები უსიტყვოდ მიიჩნევდნენ მარკებს ნამდვილად მაგრამ როგორ შეიძლებოდა არსებულიყო ასობით ნამდვილი მარკა,რომელიც ყველაზე ავტორიტეტული კატალოგების მტკიცებით მსოფლიოში სულ 12 დარჩა? სწორედ ამან მიიყვანა პოლიცია დასკვნამდე რომ ვიღაც ჯერაც არგაგონილი დონის ყალბ მარკებს ქმნიდა.დიდი ხნის თვალთვალის შემდეგ სპერატი კუთხეში მიიმწყვდიეს.პოლიციამ მის მიერ ცნობილი კოლექციონერისათვის პორტუგალიაში გაგზავნილი წერილი ჩაიგდო ხელში

კონვერტში 300000 ფრანკის ღირებულების მარკები აღმოჩნდა,ყველა ისინი ექსპერტებმა ნამდვილ მარკებად მიიჩნიეს და სპერატი კულტურულ ფასეულობათა კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს.კონტრაბანდის მუხლის თანახმად ბრალდებულს გრძელვადიანი პატიმრობა და უზარმაზარი ჯარიმის გადახდა ემუქრებოდა,ხოლო ფილატელისტური პროდუქციის გაყალბება მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა,სპერატის სხვა გზა აღარ დარჩა და იძულებული გახდა ნამოქმედარი ეღიარებინა. როდესაც მან განაცხადა, რომ ყველა მარკა რომელიც კონვერტში აღმოაჩინეს ყალბია ექსპერტები აღშფოთდნენ,ისინი ამტკიცებდნენ რომ სპერატის განცხადება მართლმსაჯულების მოსატყუებლად გათვლილი ოინი იყო.
პროცესი თითქმის მთელი 1944 წელი გაგრძელდა და სპერატის მიერ თავისი ხელოვნების დემონსტრირების შემდეგ დამთავრდა.მან ექსპერტთა კომისიის თვალწინ დაამზადა ყალბი მარკების რამდენიმე სერია და ვერცერთმა ექსპერტმა ვერ განასხვავა ისინი ორიგინალებისგან.
საიდუმლო რომლის მიხედვითაც სპერატი ქაღალდისა და პერფორაციის პრობლემას ჭრიდა შედარებით მარტივი აღმოჩნდა,იგი იმავე პერიოდის და იმავე სახელმწიფოს იაფფასიან მარკებს ყიდულობდა,განსაკუთრებული მეთოდით აცლიდა გამოსახულებას და თავისუფალ მარკაზე იმას ბეჭდავდა რაც უნდოდა. აქ მთავარი იყო ძველი გამოსახულების მოცილება სწორედ ამ სფეროში მიაღწია სპერატიმ საოცარ წარმატებას,მის მიერ გამოგონილი განსაკუთრებული ხსნარი უკვალოდ შლიდა სურათს,ქაღალდსა და წყლის ნიშნებს კი ხელუხლებლად ტოვებდა.
პროცესის შემდეგ სპერატი იძულებული იყო ჯარიმა გადაეხადა, კოლექციონერებმა შვებით ამოისუნთქეს-თაღლითი მხილებული იყო და აწი ვეღარ წალეკავს მსოფლიოს თავისი ნაყალბევით……მაგრამ გაგიგონიათ? იატაკქვეშა გენიოსმა მუშაობა განაგრძო,ახლა ის შუამავალთა ფართო ქსელის მეშვეობით ახდენდა ნაყალბევთა რეალიზაციას.
სწორედ ამიტომ როდესაც ბრიტანეთის ფილატელისტურმა ასოციაციამ სპერატის დამარცხების ყველა იმედი გადაწურა,მისი მოსყიდვა გადაწყვიტა.
ჟან დე სპერატი გარდაიცვალა 1957 წელს და რათქმაუნდა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია თავის საქმიანობა.

0484563be9e5
სპერატის ნაყალბევი

წყარო: “საქმოსნები და თაღლითები” მეორე ტომი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button