არქივი

მწვანე მექანიზმი ანუ ტყე უდაბნოში

asdvh

ეს სათაური შეიძლება გარემოს დამცველთა უდიდეს ოცნებადაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ოცნება ნელნელა რეალობას ემსგავსება. ასეთი გიგანტური სათბურები მალე შეიძლება გაჩნდეს მსოფლიოს უდაბნოებში. მისი მთავარი ფუნქცია წყლის და საკვების წარმოება და ენერგიის გამომუშავება იქნება.

საჰარას ტყის პროექტის მთავარი მიზანი უდაბნოებში გიგანტური ოაზისების შექმნაა. ამ პროექტის მესვეურებსა და ნორვეგიის მთავრობა შორის მოეწერა შეთანხმებას ხელი და ნორვეგიის მთავრობა დათანხმდა ასეთი სათბურის მშენებლობის დაფინანსებაზე. საპილოტე ოაზისი აშენდება აქაბაში, წითელ ზღვასთნ ახლოს იორდანიაში. იდეის ავტორთა და დამფინანსებელთა ვარაუდით პირველი ასეთი სათბური 200,000 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული და 2012 წელს დაიწყება მისი მშენებლობა.

დედამიწაზე უხვადაა მზის ენერგია, ზღვის წყალი, ნახშირბადის დიოქსიდი და მოშიშვლებული მიწა უდაბნოების სახით, ამბობს ჯოაკიმ ჰაუგი საჰარას ტყეების პროექტის მთავარი აღმასრულებერი მენეჯერი. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსები ჭკვიანურად და სასარგებლოდ? მათი საშუალებით შეგვიძლია ვაწარმოოთ საკვები, წყალი და განახლებადი ენერგია, ამავდროულად კი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაშიც წარმატებული და შედეგიანი სვლებით ჩავერთოთ.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, სათბური იმუშავებს მარილიანი წყლის დახმარებით რომელიც დაეხმარება ბოსტნეულსა და ზღვის მცენარეებს გაზრდაში. წყალი რომელიც ამოიტუმბება წითელი ზღვიდან გააგრილებს ჰაერს სათბურში და შექმნის კარგ პირობებს მოსავლის მოსაყვანად. შემდეგ ეს გაგრილებული ჰაერის ნაკადი მიემართება იმ მილებისკენ სადაც მზის ენერგიით გაცხელებული ზღვის წყალი მიედინება და თავადაც გათბება შემდეგ წარმოიქმნილი ცხელი ტენიანი ჰაერის მასას მიმართავენ ვერტიკალურად განლაგებულ ზღვის წყლის ცივი მილებისკენ და ამ ცხელი ტენიანი ჰაერის გაციებით წარმოიქმნება  წყალი ცივი მილების გარშემო, ვერტიკალურ მილებზე წარმოქნილი წყალი რათქმაუნდა დაბლა დაიწყებს ჩასვლას და დაბლა კი წყლის შემგროვებელი აპარატები დახვდება.

მტკნარი წყალი გაცხელდება მზის კონცენტრირებული ენერგიის საშუალებით და წარმოქნის ორთქლის ნაკადს რომელიც დაატრიალებს ტურბინას, ტურბინა კი გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას. საბოლოოდ ამ ელექტრო ენერგიის ნაწილი ისევ გამოიყენება სათბურის მილებისა და პროპელერებისთვის. ამ წყალს ასევე გამოიყენებენ ნერგების მოსარწყავად.

საბოლოოდ, ისევ მზის ენერგიით მოხდება წყლის აორთქლება და უკვე წარმოიქმნება მტკნარი, დასალევად გამოსადეგი წყალი. (ისე როგორც წყლის გამოხდისას)

პროექტი ხორციელდება Fordham Consulting Engineers, Seawater Greenhouse და Exploration Architecture-ის მიერ.  ეს კომპანიები ძირითადად მოღვაწეობენ ლონდონსა და ოსლოში, ნორვეგიაში.

წყარო: http://newsmacne.com/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button