უცნაური

საინტერესო, მაგრამ არც ისე გამოყენებადი ფაქტები

  • კომპიუტერული ტექნიკა საშუალოდ მოიხმარს სახლში დახარჯული ელექტროენერგიის 13%-ს. მეცნიერები გვპირდებიან, რომ 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი ავა 25%, რაც გამოწვეულია კომპიუტერული ტექნიკის განვითარებით.
  • პირველი ელექტრო სადგური ამოქმედდა 1882 წელს ტომას ედისონის თაოსნობით, რათა გაენათებინათ მანჰეტენი. ამ სადგურის ელექტრო ენერგია, ყოფნიდა მხოლოდ 800 ნათურას :)
  • რაც არ უნდა დაუჯერებელად ჟღერდეს, ბილ გეითსის სახლის პროექტირებისას იყენებდნენ Apple-ის კომპიუტერს Macintosh-ს.
  • როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, ყველაზე კარგი და პროდუქტიული სამუშაო დღე არის სამშაბათი, ხოლო ყველაზე ცუდი და არაპროდუქტიული – რათქმაუნდა პარასკევი!
  • დურასელის ცენტრალური ოფისი აგებულია, მათივე კომპანიისგან წარმოებული საქონლიდან დარჩენილი “ნაგვით”.
  • ბამბუკის ხე შესაძლებელია გაიზარდოს 1 მეტრით 24 საათში.
  • ამერიკის მომუშავე ხალხის 31% არ სადილობს შუადღეს. (საქართველოში ეს რიცხვი ბევრამ მეტია ალბათ).
  • ფინეთის სოსისის ქარხნის მეპატრონემ გადაიხადა ჯარიმა სისწრაფის გადაჭარბებისთვის დაახლოებით 200 000 დოლარი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ფინეთის კანონებით, ჯარიმა დგინდება შემოსავლის მიხედვით :)
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთმა სერფინგისტმა უჩივლა მეორე სერფინგინსტს იმის გამო, რომ ამ მეორემ იცურავა მის ტალღაზე :D რა თქმა უნდა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ხუშტურები.
  • რვაფეხას ახალდაბადებული “შვილი” არის დაახლოებით მილიმეტრის ტოლი.
  • პირველად დირიჟაბლით იმოგზაურეს ცხვარმა, იხვმა და მამალმა.
  • თაგვებს უსაჭმლოდ შეუძლიათ გაძლონ დაახლოებით 2 კვირა.
  • ძილის დროს დელფინებს ეთიშებათ ტვინის მხოლოდ 1 ნახევარსფერო და ხუჭავენ მხოლოდ 1 თვალს.
  • ადამიანი რო გადაადგილდებოდეს ისევე სწრაფად, როგორც ჭიანჭველა, ის დაეწევა გაქცეულ ცხენს.
  • ლოკოკინას შეუძლია ეძინოს 3 წელი გადაბმულად.
  • ჩინეთის მეთაური მაო ძედუნი საერთოდ არ იხეხავდა კბილებს, ამის მაგივრად ის სვამდა მწვანე ჩაის. (სასიამოვნო სურნელი ექნებოდა ამ ტიპს საღამოობით :D)
  • ძაღლის ჯიშს ჩიხუახუას სახელი ქვია მექსიკის ერთერთი შტატის, რომელშიც პირველად გამოიყვანეს ეს ჯიში. (რა გასაკეთებელი იყო, მარა მაინც.)
  • კალიები გამოიყურებიან, ზუსტად ისე, როგორც გამოიყურებოდნენ 300 მილიონი წლის წინ, უბრალოდ ისინი ზომაში ბევრად დაპატარავდნენ!
  • სანამ თქვენ კითხულობდით ამ პოსტს დედამიწამ მზის ორბიტაზე გაიარა 2000 კმ. :)

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close