არქივი

როგორ ებრძვიან ალკოჰოლიზმს სხვადასხვა ქვეყანაში

7f12cc8a568b

პოსტში შემოგთავაზებთ ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ხერხებს, რომლებიც საქართველოში ‘არამც და არამც’ არ გაამართლებენ :D

სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი) მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელი მსოლოდ სახელმწიფო მაღაზიებში იყიდება. ისინი ყოველდღე 10-დან 18 საათამდე , ხოლო შაბათს – 10დან 15 საათამდე მუშაობენ. კვირას სასმელი არ იყიდება. სურსათის მაღაზიაში ნებადართულია ლუდით ვაჭრობა, მაგრამ მყიდველმა საბუთი უნდა წარადგინოს, რომ სრულწლოვანია.

ნორვეგიაში “მშრალი საუკუნის” პერიოდი 1756-1816 წლებში მოქმედებდა. ამ ქვეყანაში ალკოჰოლრი სასმელებით ვაჭრობა დღესაც შეზღუდულია.

ფინეთში ერთ ჯერზე მხოლოდ 2 ლიტრი ალკოჰოლური სასმლის ყიდვა შეიძლება, ისიც სამუშაო დღეებში. კვირას სასმელი არც ამ ქვეყანაში იყიდება. ასეთივე წესი მოქმედებს პორტუგალიაშიც. სხვათა შორის, თურქეთის შემდეგ, იქ ყველაზე არამსმელი მანდილოსნები ცხოვრობენ :)

ესპანეთში, ალკოჰოლური სასმლის გაყიდვა სტადიონებთან ახლოს, იკრძალება… კატალონიის ტელევიზიით აკრძალულია სასმლის რეკლამის ჩვენებაც კი :armjera: სხვა რეგიონის ტელევიზიებში კი ნებადართულია 21-დან 6 საათამდე. გარდა ამისა, კატალონიის ბარებში დაწესებულია საათები, როცა ალკოჰოლის გაყიდვა ნებადართულია. სხვა დროს სასმლის გაყიდვა იკრძალება. მათ, ვინც კანონს დაარღვევენ, ჯარიმა ემუქრებათ, 6 ათასიდან 600 ათას ევრომდე :boli:

ამერიკის სხვადასხვა შტატში განსხვავებლი კანონი მოქმედებს. მაგალითად, კალიფორნიის ბარებსა და მაღაზიებში სასმლით ვაჭრობა ღამის 2 საათიდან დილის 6 საათამდე აკრძალულია. კოლორადოში ძლიერი ალკოჰოლური სასმელი მხოლოდ ღვინის მაღაზიებში იყიდება, ხოლო დაბალპროცენტიანი ლუდი – სურსათის მაღაზიებში.

992aaa36d3cd

გერმანიაში ბენზინგასამართი სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე სასმლით ვაჭრობა აკრძალულია. გარდა ამისა, გაიზარდა ალკოჰოლის ფასიც : 0,5 ლიტრიანი არაყი და შნაპსი 9 ევრო ღირს :(

ღვინის ქვეყანაში – საფრანგეთში იკრძალება ალკოჰოლის რეკლამა (ტელევიზიაში, პრესაში, ინტერნეტში). ამას გარდა, იზღუდება ალკოჰოლის გაყიდვაც.

ზოგ მუსულმანურ ქვეყანაში, მაგალითად, საუდის არაბეთში სასმლის წარმოება, იმპორტ-ექსპორტი და მოხმარება კანონით აკრძალულია.

მრავალ ქვეყანაში აკრძალულია ალკოჰოლური სასმლით ვაჭრობა შობის დღესასწაულზე, არჩევნების დღეს და კვირას…

fin :mamao:

წყარო : ჟურნალი “გზა”

მსგავსი ამბები

Back to top button