გართობა

ქოლგის შექმნის ისტორია

03c8cdbd612e

ყველაზე ძველი ქოლგა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 3000 წელზე მეტისაა. დაგაინტერესათ? მაშინ იცით საითაც;)

ქოლგაზე საავტორო უფლება ჩინეთს აქვს, სადაც ერთმა ჩვეულებრივმა ხურომ ჩვენს ერამდე 10 საუკუნეში თავის ცოლისთვის დაამზადა “სახურავი, რომელიც სულ მის ზემოთაა”.

3ff27f417d72

მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ახალ გამოგონებასთან, ქოლგაც მაღალი საზოგადოებისთვისა და პრივილეგირებული ფენისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ქოლგა ემსახურებოდა მათ როგორც მზისგან დასაცავად, ასევე მათი დამახასიათებელი და სხვებისგან განმასხვავებელი ატრიბუტი იყო, როთაც ხაზს უსვამდნენ თავიანთ სიმდიდრესა და გავლენას.

მეფე სიამას ჩვეულებრივი გასეირნებები ქონდა ხოლმე ოჯახთან ერთად ქოლგის ქვეშ, რომელიც ოქროთი და ბრილიანტებით იყო დამშველებული. ბირმის მეფეს ქონდა ქოლგა, რომელსაც 24 წვერო (გუმბათი) ქონდა. აქედან მოდის მისი ზედმეტსახელიც ” 24 ქოლგის მბრძალებელი”. ქოლგის კულტი აფრიკულ სახელმწიფოებშიც კი არსებობდა, სადაც იგი გვირგვინთან ერთად ხელისუფლებისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო. დროთა განმავლობაში ქოლგა სულ უფრო პოპულარული ნივთი ხდებოდა.

8ef3ee82a259

აღმოსავლეთიდან ქოლგა შევიდა საბერძნეთში, შემდეგ რომში, მოგვიანებით კი შუა საუკუნეების ევროპაში, სადაც გამოჩდა ლამაზი, მაქმანებიაბი ქალის parasol, ანუ მზის ქოლგები. ქოლგის პოპულარობის მეორე ტალღა მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო, როცა მისი გამოყენება დაიწყეს წვიმისგან თავის დასაცავადაც. იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ეს იდეა, საბოლოო ჯამში, მის მთავარ ფუნქციად იქცა.

სწორედ მეთვრამეტე საუკუნეში შევიდა ქოლგა რუსეთსა და უკრაინაშიც (ალბათ საქართველოშიც) საფრანგეთიდან. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ქოლგის ფრანგული დასახელებისა parasol, რუსეთი მას ეწოდა зонт, ხოლო უკრაინაში ფრანგული სახელი დარჩა.

ქოლგამ ნამდვილად შეძლო ხალხში ფანტაზიის გაღვიძება: ქოლგა – ხანჯალი, ქოლგა – ანკესი, ქოლგა – თავდაცვის საშუალება სიგნალიზაციით და კიდევ არაერთი დანიშნულება გამოუძებნეს ამ ნივთს. დღეს კი, როგორც ბევრი სხვა ნივთი, ქოლგებიცაა მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ცხოვრებასთან მორგებული.

c8eefd048110

db6dba46d64c

b5bde2d92fb0

21f7b8926089

a3640ee87f4f

b88d1f9b46a8

e6936be35667

4e3649b149bf

ქოლგებს ამზადებენ ყველაზე თანამედროვე მალასებით, ყოველი ახალი მოდელის შექმნაზე მუშაობენ არა მხოლოდ დიზაინერები, არამედ ინჟინრებიც. ეს ნივთი უფრო მოსახერხებელი ხდება.

უბრალოდ და ელეგანტური კონსტრუქცია თურმე უკვე 100 წელია აღარაა მოდაში. ლამაზი და ორიგინალური ქოლგა კი განსაზღვრავს მფლობელის გემოვნებასა და ხასიათს.

მორჩა კინო… :boli:

მსგავსი ამბები

Back to top button