საკითხავისაქართველო

სიყვარულის მელოდიები


სიყვარული – მარადიული გრძნობაა…
ადამიანებს ოდითგან უყვარდათ ერთმანეთი. ოდითგან იღვრებოდა სიყვარული ლექსად,სიმღერად და მუსიკად. იყო მონატრება, ცრემლი,თავგანწირვა,განშორება,საგმირო-სარაინდო საქმეები.
თქვენ წინაშე ჩემი კიდევ ერთი პოსტია სიყვარულზე. უფრო სწორად,პოსტი სიყვარულის რიტმებსა და მელოდიებზე. ეს პოპულარული მელოდიები კი იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებსაც ღმერთმა სიყვარულის ნიჭი დაანათლა. ვისაც უყვარს, ვინც უყვართ…
გისურვებთ სიყვარულს და გიძღვნით სიყვარულის მელოდიებს…

ეხლა კი პოსტი ასეთი მშრალი რომ არ დარჩეს მარტო ვიდეობით სიყვარულზე, გავაკეთებ მიმოხილვას ერთი ორი სიტყვით სიყვარულის შესახებ

რა არის სიყვარული?!
ეს არის ყველაზე რთული კითხვა კაცობრიობისათვის.
საუკუნეებმა ჩაიარა, ურთიერთობები აყვავილდა და უბრალოდ იყო სიყვარული.
მაგრამ ვერავინ მოგცემს ზუსტ, ჭეშმარიტ სიყვარულის განმარტებას.
ზოგიერთვის სიყვარული არის ცეცხლშენთებული მეგობრობა, მათთვის ალბათ, სიყვარული უბრალოდ იღბალია.
ყველა გზა უნდა გაიარო, რომ მონახო ის. მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ განსაზღვრავ ან იგრძნობ მას, სიყვარული მარადიული ჭეშმარიტებაა კაცობრიობის ისტორიაში

რა საოცარი რამეა ეს ცხოვრება,მაგრამ როგორც ყველაფერი სხვა კარგი, ესეც წარმავალია, არასოდეს არ ვიცით რა და როგორ მოხდება, ჩვენ ბედს ჩვენ არ განვაგებთ ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის განკუთვნილი დროის გამოყენება შეგვიძლია და მეტი არაფერი!.ნურასდროს დანებდებით და ნურასდროს დათმობთ სიყვარულს!!!რადგან ამ გრძნობაზე მშვენიერი გრძნობა არ არსებობს.

სიყვარული თეორიაა, რომელიც ყოველდღე უნდა ამტკიცო

სიყვარული ლამაზი ყვავილია, რომლის მოსაწყვეტად სიფრთხილის დაცვაა საჭირო.

ცხოვრებაში სიყვარულზე კარგი არაფერია.

ცხოვრებიდან მისი გამორიცხვა – ეს იგივეა სამყარო მზის სინათლის გარეშე დარჩეს.

გილოცავთ ვალენტინობას !!!!!! გისრუვებთ ბევრ სიყვარულს და ბედნიერებას :)

პოსტი ეძღვნება, ყველა შეყვარებულს, განსაკუთრებით, კი ირაკლი ბუაძეს , რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც kakia, მან ეხლახანს ცოლი მოიყვანა, და მთელი უცნაურის სახელით დიდ ბედნიერებას ვუსურვებ :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close