სასარგებლოსაქართველო

ქართული ღვინო

“ხვანჭკარა” – ნატურალურად ტკბილი წითელი ღვინოა, რომელიც მზადდება ალექსანდროულის და მუჯურეთულის უნიკალური ჯიშის ყურძნისაგან. ეს ჯიშები გაშენებულია დას. საქართველოს, კერძოდ რაჭის რეგიონში.
“ხვანჭკარა”-ს ახასიათებს კარგად განვითარებული ჯიშური ბუკეტი, ხავერდოვანი გემო ჟოლოს ტონებით.

მზა ღვინო შეიცავს 11.3% სპირტს, 47.0 გ.დმ3 შაქარს და 6.3 გ/ლ ტიტრულ მჟავიანობას მაღალი საგემოვნო თვისებებისთვის საერთაშორისო კონკურსებზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, კერძოდ 1996 წლიდან შ.პ.ს.”რაჭული ღვინო”-ს მიერ წარმოებულმა “ხვანჭკარა”-მ საერთაშორისო გამოფენებზე დაიმსახურა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი, ხოლო 2000 წლის ქ. სოჭის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი და “გრან-პრი”. სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ “ყიფიანის ღვინო”-ს მიერ საუკუნის დასაწყისში მიღებული 2 “გრან-პრი”, საუკუნის ბოლოს შ.პ.ს “რაჭული ღვინო”-ს “გრან-პრი”-მ დააგვირგვინა .

“ალექსანდროული” – მშრალი წითელი ღვინო, რომელიც მზადდება ალექსანდროულის უნიკალური ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო ღია ლალისფერია და ახასიათებს მკაფიო ჯიშური ბუკეტი იის დახვეწილი არომატით. ღვინო აღდგენილ იქნა შ.პ.ს. “რაჭული ღვინო”-ს მიერ 1999წ და საერთაშორისო კონკურსებზე მიღებულია აქვს 2 ოქროს მედალი. მზა ღვინო შეიცავს 12.1% სპირტს, 6.9 გ/ლ ტიტრულ მჟავიანობას.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close