დირექტორების კონკურსის ფუნქციური წერის გამოცდის შედევრები

დირექტორების კონკურსის ფუნქციური წერის გამოცდის შედევრები

• თქვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილება ჩემს მიმართ, რამაც მაიძულა ამ ანგარიშის დაწერა თქვენს მიმართ, უსაფუძვლოა
• მოცურავე წიგნები შველას ითხოვენ (დავალებაში იყო, რომ წყალდიდობამ დააზიანა ბიბლიოთეკა)
• ისტორიის მასწავლებელი არის ახალბედა, სულ ორი წლის
• დღეისათვის ხელოვანმა, გამოცდილმა პედაგოგებმა ძლიერი ზარი უნდა შემოვკრათ საუკუნეების მიღმა უღრანებში დავანებულ კაცობრიობის ცოდნისა და განათლებას და გადავცეთ ის ახალბედა პედაგოგებს ) (ეუF )
• უკეთესი ხარისხის ამაღლების მიზნით, ჩვენ ვეძებთ გზებს და ….
• ფიზიკა, ქიმია და ბილოგია პრიორიტეტულია მხოლოდ დაწყებით კლასებში
• ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით
• სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, მხოლოდ კოსმეტიკა წავუსვით =))
• სკოლას წყალდიდობის შედეგად აღარ აქვს იატაკი ჭერი, კედლები, სახურავი, საძირკველი და კოჭებიც კი. მე რა ვქნა? (დარჩა რამე? )
• მოგმართავთ სრულიად საქართველოს პედაგოგი
• ჩემს სკოლაში პედაგოგებს არ მოჰკლებიათ ცარცი
• სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას
• თვითმართველობის ორგანომ უარი მითხრა დაფინანსებაზე. აბა ის ორგანო რა ორგანოა, უარს რომ გეტყვის საჭიროების შემთხვევაში
• ჩვენი ვალია აღვზარდოთ მოსწავლეები, რომელნიც ამავე დროს იქნებიან მოზარდები (ამავე დროს )
• მოვაწყვეთ ”ვალენტინობა – სიყვარულის დღე”, რომელზეც მოვიწვიეთ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები
• ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან
• წყალმა არ იკმარა ბიბლიოთეკის სარდაფში დგომა და გადავიდა საძირკველში და დაიწყო დაჭაობება.
• გასულ სასწავლო წელს ავად ვიყავი. ახლა იმედია ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიც მექნება და ყველაფერს განვახორციელებ.
• ისტორიის მასწავლებელი სულ ახლახანს დაბერდა.
• ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული.
• ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს
• მყავს უცხო ენის პედაგოგი, რომელიც გასულია პენსიაში, მაგრამ არ უნდა ბოლომდე გასვლა.
• ბავშვებს გადაეცა ტკბილეული. მართალია მეორადი, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში!
• სკოლის რემონტი მოვახერხეთ მოსწავლეთა მამების ძალადობით!
• ქარმა მთლიანად მოგლიჯა პერიპეტიები!
• ქვემოთ მიღებული გადაწყვეტილება უფრო ეფექტურია ვიდრე ზემოთ!
• მე ვთვლი, რომ ჩვენს სკოლას კოსმეტიკური კი არა ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება!
• თვალსაჩინო ადგილას გამოვფინეთ სახელმძღვანელოთა ავტორები!
• ბავშვებში ჩადებული კაპიტალი ბუმერანგივით დაუბრუნდება სამშობლოს!
• ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ!
• სკოლაში მიგრაციამ თითქმის მოსახლეობის მაქსიმუმს გადააჭარბა!
• სკოლაში აღმოიფხვრა კორუფცია და დიპლომატია!
• ისტორიის მასწავლებელმა გააჩინა ტყუპი ვაჟები და სულ დაავიწყდა პროგრამა!


ავტორი: Gogola

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • ეჰეჰეეეეე!

    ვცდილობ გავიაზრო ეს “არაშეცდომები” :))))

  • გიორგი

    შეატყობინე ედიტორს დარღვევა!

    ისე საიტის ადმინისტრატორმაც რომ ისწავლოს ქართული არ აწყენს, ასე მგონია მე…

  • school M

    ბატონო მიშა, შეიცანთ თავი თქვენი? :)))

  • lako28

    • სკოლის რემონტი მოვახერხეთ მოსწავლეთა მამების ძალადობით

  • misha2

    ზოგი ისე დასცინით სხვებს, რომ ვერც ხვდებით რამდენი “არაშეცდომა” წერია აქ. რადგან რთული წინადადებაა – არ ნიშნავს რომ მცდარია, ნიშნავს რომ თქვენ გიჭირთ წაკითხულის გააზრება.

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC