ფანდურის “აკორდები”
თხოვნა იყო, რომ თანამედროვე (ქრომატიული) ფანდურის აკორდები დამედო, შესაბამისად დავიწყე ძებნა სხვადასხვა საიტებზე, რათა “ფოტო აღწერა” მენახა, მაგრამ ვერსაც ვერ წავაწყდი მსგავსს. შემდეგ გადავწყვიტე ჩემით გამეკეთებინა.. რის გამოც მხოლოდ კლასიკური ფანდურის ფოტოს ძებნა დავიწყე, რაც ძლივს ვნახე და ეგეც უხარისხო … (რა მაგრად ვცემთ ფოლკლორს პატივს) :) .. დავიწყე გაკეთება, არც მეტი არც ნაკლები ჩვენი ძირძველი, მამაპაპური Paint -ით , ამიტომ ბოდიშს გიხდით თუ ცოტა უხარისხოდ გამოვიდა, მიუხედავად ამისა, ვისაც უნდა სწავლა აუცილებლად გაიგებს..
პირველ რიგში , მინდა დავიწყო თანამედროვე ფანდურის (სწორი) ნოტობრივი აწყობის ახსნა.. საერთოდ თანამედროვე ფანდურის სიმების წყობა არის: “ლა”, “დო-ძიეზ”, “მი” .. მაგრამ იმათთვის, ვისაც არ ჰქონია არანაირი შეხება ნოტებთან შევეცადე რაც შემეძლო გამემარტივებინა აწყობის პროცესი.. თუ მოგეძიებაათ სახლში “პიანინო” იგი ამაში ძალიან დაგეხმარებათ .. (თუ რა თქმა უნდა თვითონ პიანინო არ გაქვთ ასაწყობი). :)
სურათზე ხედავთ კლავიშებზე გამოსახულ ფერებს. სწორედ ეს კლავიშები არის (წითელი)ლა , (ყვითელი)დო-ძიეზ , (ლურჯი)მი..
ფანდურის სიმების ფერების ხმა უნდა დაამთხვიოთ შესაბამისი ფერის კლავიშის ჟღერადობისას..
თუ სამივე ნოტი სწორად დასვით, ფანდური უკვე მზადაა დასაკრავად …
ძირითადი აკორდები
დო-მინორო
დო-მაჟორი
რე-მინორი
რე-მაჟორი
მი- ბემოლ-მინორი
მი-ბემოლ-მაჟორი
ფა-მინორი
ფა-მაჟორი
სოლ-მინორი
სოლ-მაჟორი
ლა-მინორი
ესეც “ლა-მინორი” ( ეს აკორდი დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია )
ლა-მაჟორი
სი-მინორი
სი-მაჟორი
——— ამათ გარდა გამოგადგებათ “სეპტ-აკორდები” ———
დო-ძიეზი (ესეც საკმაოდ გავრცელებულია)
კიდევ ერთი რჩევა: ნუ გადაჭიმავთ სიმებს “ნიკოპსიიდან დარუბანდამდე” და ეგრედწოდებული “ჯორაკი” ფანდურზე აუცილებლად მონიშნულ ადგილას დააყენეთ.. ან თუ არ აქვს ფანდურს ჯორაკის მონიშვნა და გინდათ სწორი ჯღერადობა მიიღოთ: სმენით უნდა აიღოთ 12-ე ლადში “ოქტავა” ( ანუ ნებისმიერ სიმზე (ხელდაუდებელი) ჟღერადობა და შემდეგ მეთორმეტე ლადში (თითდადებული) სიმის გამოკვრისას მიღებული ხმა ერთი და იმავე ნოტს უნდა ჰქმნიდეს … (ოქტავით სხვადასხვას)) ..ამის შემდეგ დაიწყეთ აწყობა.
P.s შევეცადე რაც შეიძლება მარტივად ამეხსნა, რადგან უამრავი ადამიანია, რომელმაც ინჩი-ბინჩი არ იცის ნოტების .. ბევრი ვიწვალე ძალიან და იმედია გამოგადგებათ.