როგორ გამოვთვალოთ ბავშვის სქესი წინასწარ


როდესაც ორი ადამიანი გადაწყვეტს,რომ მათ ოჯახს უკვე მესამე წევრიც ესაჭიროება, აი მაშინ იწყება მთელი აურზაური.. ჯერ ერთი რა თქმა უნდა ბავშვის ,,გაკეთებისთვის” მზადება უნდა მოვიხსენიოთ: )) მერე მეორე, უკვე პატარას დასახვედრად სათანადოდ მომზადებაც გვესაჭიროება, ამაში შედის იქ ტანსაცმელის ყიდვა, იქ ოთახის შესაბამისად მორთვა და ა.შ. მაგრამ ამ მეორე ეტაპზე თავს იჩენს ერთი პრობლემა, წყვილს მუდამ თავში უტრიალებს ერთი ფიქრი, ნეტავ ვინ ზის მუცელში, ბიჭი თუ გოგო.. მართალია დღევანდელი ტექნიკა წინ წავიდა და პასუხის დადგენაც უკვე საკმაოდ მალეა შესაძლებელი, მაგრამ ისეთი სულსწრაფებისთვის,როგორიც მე ვარ, სხვა ალტერნატივაც არსებობს. ამასთანავე ამ ალტერნატივის გამოყენება შესაძლებელია მანამ, სანამ ჩასახვა მოხდება.. ანუ ბავშვის სქესის წინასწარ დაგეგმვაზე მაქვს საუბარი.

დღეს სქესის გამოთვლის ჩინურ ხერხზე ვისაუბრებთ. ამ ,,ტაბულაზე” ამბობენ რომ ძალიან ძველია და რამდენიმე საუკუნეს ითვლის. თურმე მისი შექმნა იმიტომ მოეპრიანათ ჩინელებს, რომ ერთ დღეს იფიქრეს, იფიქრეს და გადაწყვიტეს, გოგონას გაჩენა ოჯახში არც თუ ისე მომგებიან საქმეს წარმოადგენდა. ის მთელი ცხოვრება უნდა ეზარდათ, ეზარდათ და ბოლოს ვიღაცისთვის მიეთხოვებინათ, აბა რა სარგებლობა მოჰქონდა ასეთ შვილს? აი ბიჭს კი ათას საქმეში გამოიყენებდნენ, მშვენიერი მუშახელი ეყოლებოდათ, შემდგომ გვარს გააგრძელებდა, ოჯახს სათავეში ჩაუდგებოდა, მშობლებს მიხედავდა. ამ იდეებით შეპყრობილებმა შექმნეს გამოთვლის ხერხი.. რომლის ძირითადი ღერძი მთვარის კალენდარია.

მაშ ასე, დავიწყოთ გამოთვლის წესების შესწავლა. პირველ რიგში გეტყვით იმ ცნობებს, რაც უნდა იცოდეთ ტაბულის სწორად გამოსაყენებლად: ქალის დაბადების წელი, თვე, რიცხვი. და ბავშვის ჩასახვის წელი, თვე, რიცხვი.

მომავალ დედას ერქმევა ქალი, ხოლო ბავშვს ბავშვი : )

პირველი მოქმედება: ჯერ უნდა დავადგინოთ ქალის ნამდვილი ასაკი, რას ნიშნავს ეს? საქმე ისაა, რომ ჩინურად ასაკი სხვანაირად გამოითვლება. მოკლედ ამ წესებით თავი რომ არ შეგაწყინოთ, გააკეთეთ ის, რასაც გეტყვით.

გამოაკელით ბავშვის ჩასახვის წელს ქალის დაბადების წელი.
შემდეგ დახედეთ გრეგორიანულ-მთვარის კალენდარს იმ წლისას,რომელ წელშიც ქალია დაბადებული. მოვძებნოთ თვისა და რიცხვის მიხედვით ,,მთვარის თარიღი” იგივე lunar date არის თუ არა იმ წლის მთვარის ,,ახალ წლამდე. ”
კალენდართან მუშაობა შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ აგიხსნით: მარცხენა მხარეს შვეულად ჩამოწერილია თვეები, ზევით ჰორიზონტალურად კი თვის რიცხვები. თვისა და რიცხვის გადაკვეთაზე ჩვენ ვადგენთ მთვარის დროს, იგივე lunar date-ს. რაც შეეხება როგორ ვიპოვნოთ მთვარის ახალი წელი, ძალიან მარტივია, მას აწერია 1st lunar month.
რომ დავადგენთ ქალის დაბადების რიცხვი მთვარის ახალ წლამდე იყო თუ მის შემდეგ, ჩვენთვის ჩავიწერთ, რომ ეს იყო იმის მერე.. ან იქამდე.

ახლა გადავდივართ ბავშვის ჩასახვის წლის გრეგორიანულ-მთვარის კალენდარზე, ვხსნით მას და ვაკვირდებით. ბავშვის ჩასახვის თვეს ვიპოვნით გვერდზე, შემდეგ რიცხვსაც, მერე მათი გადაკვეთის ადგილს ჩამოვყვებით და გადავხედავთ, ეს გადაკვეთის წერტილი მთვარის ახალ წლამდეა, თუ მის შემდეგ? ამასაც ჩავიწერთ.

დავხედოთ ამ ცხრილს, არის ორი განყოფილება, ვარდისფრად ბავშვის ჩასახვაა, ცისფრად ქალის(დედის) დაბადება. ანუ რაც გამოვთვალეთ წეღან. before lunar new year- ნიშნავს მთვარის ახალ წლამდე. after lunar new year- ნიშნავს მთვარის ახალი წლის შემდეგ.
ჯერ ცხრილზე თითს დავადებთ, ბავშვის ჩასახვა მთვარის ახალ წლამდე თუ იყო, თითს მივიტანთ before lunar new year-თან, მერე გადავხედავთ დედის განყოფილებას, იმისიც თუ before lunar new year- იყო, გადაკვეთაზე გამოვა Area A (+1). ეს ნიშნავს, რომ ქალის ასაკი არის მის ჩვეულებრივ (ამჟამინდელ) ასაკს დამატებული 1, ანუ რაც ფრჩხილებში წერია რა.

ახლა გიჩვენებთ ერთ მაგალითს მეტი თვალსაჩინოებისთვის:

რა იქნება 1962 წლის 2 თებერვალს დაბადებული ქალის ,,მთვარის ასაკი”, თუკი ჩასახვა მოხდა 2003 წლის 4 იანვარს?

პირველი ნაბიჯი: 2003 – 1962 = 41
მეორე ნაბიჯი: დავხედოთ 1962 წლის გრეგორიანულ-მთვარის კალენდარს,


უნდა მოძებნოთ ქალის დაბადების თვე და რიცხვი(ზევით). ხედავთ რომ თებერვლისა და 2-ის გადაკვეთაზე წერია 28. იგი იყო მთვარის ახალ წლამდე, რადგანაც როგორც ხედავთ 1st lunar month წერია 5 თებერვალს. ჩვენ ჩვენთვის მოვნიშნავთ რომ ქალი მთვარის ახალწლამდეა დაბადებული.

მესამე ნაბიჯი: ახლა გავხსნით ბავშვის ჩასახვის წლის შესაბამის მთვარის კალენდარს. ანუ 2003 წლისას.

უნდა ვიპოვნოთ 4 იანვარი, როგორც კალენდარზე ხედავთ იგი მთვარის ახალ წლამდე იყო, რადგანაც ახალი წელი ამ კალენდარში 1 თებერვალსაა. ასე რომ ჩვენთვის ჩავიწერთ, ბავშვის ჩასახვის თარიღი იყო მთვარის ახალწლამდე.

მეოთხე ნაბიჯი: ავიღებთ ამ ტაბულას

და ჯერ დავხედავთ ვარდისფერ განყოფილებას, რადგანაც ჩვენი ბავშვი მთვარის ახალ წლამდეა ჩასახული, ვირჩევთ before lunar new year, გადავდივართ ცისფერზე, აქაც ვირჩევთ before lunar new year-ს რადგან დედის დაბადების თარიღიც ხომ ახალ წლამდეა. ტაბულაზე გადაკვეთაზე მივიღეთ Area A (+1). ეს კი ნიშნავს იმას, რომ პირველ ნაბიჯზე მიღებულ რიცხვს, ანუ 41-ს უნდა დავუმატოთ 1. მივიღეთ 42. ანუ დედის მთვარის ასაკი გახლავთ 42 წელი.

ამ ნაბიჯებს მოვრჩით, ახლა დაგვრჩა ორი პატარა საფეხური.

პირველი საფეხური: უნდა დავხედოთ ბავშვის ჩასახვის წლის მთვარის კალენდარს, ჩვენს შემთხვევაში 2003 წლისას და დავადგინოთ, მთვარის მერამდენე თვეშია ჩასახული. ჩვენს მაგალითზე ბავშვი ჩასახულია 2003 წლის 4 იანვარს. გავხსენით 2003 წლის კალენდარი, მოვძებნეთ იანვარი, შემდეგ ზევით რიცხვებში 4, ვიპოვეთ იანვარისა და იმ 4-ის გადაკვეთა, წერია ორიანი, წინ კი 12th lunar month, ეს კი ნიშნავს რომ მეთორმეტე მთვარის თვეა. ესეც გავარკვიეთ, რომ ბავშვის ჩასახვა მოხდა მეთორმეტე მთვარის თვეში.

თუ ამ მთვარის თვეების გამოთვლა კარგად ვერ გაიგეთ, აი მოგიყვანთ მაგალითებს, დახედეთ კვლავ 2003 წლის მთვარის კალენდარს, მაგალითად 4 აგვისტო ჩაითვლება მთვარის მეშვიდე თვედ. 30 ივნისი- მთვარის მეექვსე თვედ. 26 დეკემბერი – მთვარის მეთორმეტე თვედ. 1 მარტი მთვარის პირველ თვედ. 14 მაისი მთვარის მეოთხე თვედ და ასე შემდეგ.

რადგანაც გავარკვიეთ რომ ჩვენს მაგალითში ბავშვი მთვარის მეთორმეტე თვეშია ჩასახული, ახლა უკვე მისი სქესის დადგენაც შეგვიძლია.

დავხედოთ ამ ცხრილს. ვარდისფერი უჯრა ნიშნავს გოგოს, ცისფერი ნიშნავს ბიჭს. მარცხნივ შვეულად ჩამოწერილია რიცხვები, აქ უნდა ვიპოვნოთ დედის ასაკი, რომელიც გამოვთვალეთ ის ოღონთ. ჩვენს შემთხვევაში ეს იყო 42 წელი.
ახლა უნდა ავიხედოთ ცხრილის ზედა ნაწილში, წერია 1st, 2nd, 3rd და ა.შ. ეს აღნიშნავს თუ მერამდენე მთვარის თვეშია ჩასახული ბავშვი. ჩვენს მაგალითში ეს მოხდა მეთორმეტე თვეს. ხოდა ვიპოვნით 42-სა და მეთორმეტე თვის-ის გადაკვეთას, ეს უჯრა ვარდისფერია, ანუ წესით გოგონა უნდა დაიბადოს.

მაგრამ რადგანაც გვერდზევე აქვს ცისფერი უჯრა, არსებობს ალბათობა, რომ ბიჭიც იყოს. საერთოდ სჯობს ისე დაამთხვიო, რომ თუ გოგო გინდა ორივე მხარეს უჯრები ვარდისფერი იყოს, თუ ბიჭი გინდა ორივე მხარეს ცისფერი იყოს უჯრები. ასე ნამდვილად ამართლებს რეზულტატი.

აქ იხილეთ მთვარის კალენდრები წლების მიხედვით. სანახავად დააკლიკეთ წლებს,რომლებიც გაინტერესებთ

1941
1942

1943

1944

1945

1946

1947

1948

1949

1950

1951

1952

1953

1954

1955

1956

1957

1958

1959

1960

1961

1962

1963

1964

1965

1966

1967

1968

1969

1970

1971

1972

1973

1974

1975

1976

1977

1978

1979

1980

1981

1982

1983

1984

1985

1986

1987

1988

1989

1990

1991

1992

1993

1994

1995

1996

1997

1998

1999

2000

2001

2002

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

…………………………………………………………………………………………………………………..


ავტორი: ირი_ლეკვეიშვილი

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC