არქივი

მანქანები ზამთრისთვის

srclu
თოვლის არ მოსვლის მიუხედავად მინდა დავდო პოსტი იმ მანქანების შესახებ რომლებიც ყველაზე კარგად უმკლავდებიან მიუვალ და მოყინულ გზებს . ძალიან საინტერესოა ..

Ford F-150, Dodge Ram, Chevrolet Silverado
v1vsz
ამერიკული პიკაპები, იაფი, გამძლე და საიმედო, დიდი ბორბლები, ყველა წამყვანი ბორბალი და რამოდენიმე მარილის ტომარა საბარგულში ნამდვილად კარგი კომბინაციაა თოვლში სასიარულოდ
საშუალო ფასი: $25,085-$27,760
F150: 3.7-liter V6, 302 hp @ 6,500 rpm, 278 lb-ft @ 4,000 rpm
Silverado: 4.3-liter V6, 195 hp @ 4,600 rpm, 260 lb-ft @ 2,800 rpm
Ram: 3.7-liter V6, 215 hp @ 5,200 rpm, 235 lb-ft @ 4,000 rpm

Subaru WRX
scnet
რალის ლეგენდა, იდეალურთან მიახლოვებული წონის გადანაწილება, ინტელექტუალური ყველა წამყვანი ბორბლის სისტემა, მსუბუქი წონა და ტურბო ძრავი – საკმარისზე მეტია!
საშუალო ფასი: $26,220
2.5-liter turbocharged H4, 265 hp @ 6,000 rpm, 244 lb-ft @ 4,000 rpm

Jeep Grand Cherokee
4ykb4
ახალი 2011 წლის გრან ჩეროკი შესანიშნავად გამოიყურება, აგრესიული და “გაბრაზებული” იერი აქვს, მისი პენტასტარის 6 ცილინდრიანი ძრავი საკმარისზე მეტ სიმძლავრეს წარმოქმნის, ხოლო ყველა წამყვანი ბორბალი კი კარგ გამავლობას.
საშუალო ფასი: $32,995
3.6-liter V6, 290 hp @ 6,400 rpm, 260 lb-ft @ 4,800 rpm

Ford Taurus SHO
roj6w
ფორდი ამ მოდელით დაბრუნდა სპორტულ ბაზარზე, ეს მისი პირველი ყველაწამყვანიანი სპორტსედანია რომელსაც შესანიშნავი მონაცემები აქვს, დიდი სიმძლავრე, პრაქტიკული და კომფორტული სალონი, თანაც ავტომობილი ამერიკის ჩრდილოეთში იწყობა – თოვლში ის თავს შესანიშნავად უნდა გრძნობდეს…
საშუალო ფასი: $38,595
3.5-liter twin-turbocharged V6, 365 hp @ 5,500 rpm, 350 lb-ft @ 5,500 rpm

Acura RDX

ახალი აკურა ერთ ერთი საუკეთესო კომპაქტური კროსოვერია, თუმცა მას ბევრად მეტი შეუძლია ვიდრე რიგით “პარკეტნიკს” იგი ტექნოლოგიებითაა სავსე და შესანიშნავი სალონი აქვს.
საშუალო ფასი: $35,480
2.3-liter turbocharged I4, 240 hp @ 6,000 rpm, 260 lb-ft @ 4,500 rpm

Toyota Land Cruiser
37d3n
ლენდ კრუიზერი უკვე 60 წელია იწარმოება (1951 წლიდან) ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ავტომობილი დროში ნაცადი – ანუ საიმედოა, მისი გამძლეობა განუმეორებელია, გამავლობა შესანიშნავი, მას როგორც სამხედროები ისე დიდგვაროვნები იყენებენ შესაბამისად იგი ნამდვილად მიგიყვანთ თოვლიან დღეს შინ…
საშუალო ფასი: $68,180
5.7-liter V8, 381 hp @ 5,600 rpm, 401 lb-ft @ 3,600 rpm

Land Rover Range Rover Sport (2010)
i9fus
შეიძლება 500 ცხენისძალა ზედმეტად ბევრია თოვლიანი ამინდისთვის, მაგრამ ყველა წამყვანი ბორბალი, რეგულირებადი დაკიდება, “რელიეფის კონტროლის სისტემა” ნამდვილად არაა ზედმეტი, 20 დიუმიანი ბორბლებით თქვენ არსად გაგიჭირდებათ გავლა.
საშუალო ფასი: $75,395
5.0-liter supercharged V8, 510 hp @ 6,000-6,500 rpm, 461 lb-ft @ 2,500-5,500 rpm

Audi A6 Avant (2010)
ico8u
თუ თქვენ პრაქტიკულობას ეძებთ ისე რომ კომფორტის კომპრომისზე არ წახვიდეთ აუდი ა6 სწორი არჩევანია, მას შეუძლია მთელი ოჯახი 3 ბავშვით და უამრავი ბარგით გადაადგილოს ნებისმიერ ადგილას, ამას ლეგენდარული ქუატრო სისტემა უზრუნველყოფს.
საშუალო ფასი: $54,185
3.0-liter supercharged V6, 300 hp @ 5,100-6,800 rpm, 310 lb-ft @ 2,500-5,100 rpm

Volvo XC60 3.2 AWD
kcufs
ვოლვო ყოველთვის უსაფრთხოებასთან და ცივ ზამთართან ასოცირდება, არც ახალი მოდელია გამონაკლისი, მას ყველა წამყვანი თვალი და “კლიმატის პაკეტი” აქვს რაც 1000 დოლარიანი ოპციაა და შეიცავს სავარძლების ორმაგ გათბობას, ასევე მინის საწმენდის გამათბობლებს, წინა ფარების საწმენდებს და წვიმის სენსორებს.
საშუალო ფასი: $36,250
3.2-liter I6, 240 hp @ 6,400 rpm, 236 lb-ft @ 3,200 rpm

Volkswagen Tiguan S
w8nkk
ახალი ტიგუანი პატარა, სპორტული კროსოვერია, იგი კარგი არჩევანია ზამთრისთვის ვინაიდან საკმაოდ ტევადი სალონი, სპორტული მართვა და სავარძლების გათბობა აქვს, ტურბო ძრავი და ძალზედ კარგი ფარები ზამთარში ნამდვილად გამოსადეგარი აღჭურვილობაა.
საშუალო ფასი: $27,360
2.0-liter turbocharged I4, 200 hp @ 5,100 rpm, 207 lb-ft @ 1,800-5,000 rpm

წყარო: news.drive.ge

მსგავსი ამბები

Back to top button