არქივი

იეჰოვას მოწმეები.. ვინ არიან და რა წესებით მოქმედებენ (?!)

0f6ef7f544ff
იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ორგანიზაციამ არსებობა დაიწყო 1870-იან წლებში.
თავდაპირველად მათ „ბიბლიის მკვლევარები“ ეწოდებოდათ. მაგრამ 1931 წელს მათ მიიღეს ბიბლიური სახელი „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10, აქ). ორგანიზაცია, რომელიც თავდაპირველად პატარა იყო, გაიზარდა და ახლა მილიონობით მოწმისგან შედგება, რომლებიც 230-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებენ იეჰოვას მოწმეთა კრებების უმეტესობას ყოველკვირეულად სამი შეხვედრა აქვს. შენ გიწვევენ, ნებისმიერ შეხვედრას დაესწრო (ებრაელთა 10:24, 25). რასაც იქ ასწავლიან დაფუძნებულია ბიბლიაზე. შეხვედრები იწყება და მთავრდება ლოცვით. აგრეთვე უმეტეს შეხვედრებზე სრულდება გულწრფელი ‘სულიერი საგალობლები’ (ეფესელთა 5:18, 19). დასწრება უფასოა და არც ფულის აკრეფა ხდება (მათე 10:8).
უმეტესი კრებების შეხვედრები ტარდება „სამეფო დარბაზში“. ჩვეულებრივ, დარბაზები უბრალო კონსტრუქციის შენობებია, რომლებსაც მოხალისე მოწმეები აშენებენ. სამეფო დარბაზში ვერ ნახავ გამოსახულებებს, ჯვრებს ან მსგავს საგნებს. ხარჯები იფარება ნებაყოფლობითი შესაწირავებით. მათთვის, ვისაც რამის შეწირვა სურს, არის შესაწირავების ყუთი (2 კორინთელთა 9:7).
თითოეულ კრებაში არიან უხუცესები, ანუ ზედამხედველები. ისინი მოძღვრავენ კრებას (1 ტიმოთე 3:1–7; 5:17). მათ ეხმარებიან სამსახურებრივი თანაშემწეები (1 ტიმოთე 3:8–10, 12, 13). ამ მამაკაცებს არ უკავიათ უფრო მაღალი მდგომარეობა კრების დანარჩენ წევრებთან შედარებით (2 კორინთელთა 1:24). მათ არა აქვთ მიცემული განსაკუთრებული წოდებები (მათე 23:8–10). ისინი სხვებისგან განსხვავებულად არ იცვამენ. მათ არც ფულს უხდიან მსახურებისთვის. უხუცესები მზადყოფნით ზრუნავენ კრების სულიერ მოთხოვნილებებზე. გასაჭირში ისინი ნუგეშისა და ხელმძღვანელობის წყაროს წარმოადგენენ (იაკობი 5:14–16; 1 პეტრე 5:2, 3).

აგრეთვე იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად ატარებენ დიდ შეხვედრებს, ანუ კონგრესებს. ამ დროს ბიბლიური დამოძღვრის სპეციალური პროგრამისთვის მრავალი კრება ერთად იკრიბება. ყოველი კონგრესის პროგრამის მუდმივი ნაწილი არის ახალი მოწაფეების მონათვლა (მათე 3:13–17; 28:19, 20).
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი განყოფილება არის ნიუ-იორკში. იქ იმყოფება ხელმძღვანელი საბჭო, გამოცდილი უხუცესებისგან შემდგარი მთავარი ჯგუფი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ზედამხედველობს კრებებს. აგრეთვე მსოფლიოში 100-ზე მეტი ფილიალია. იქ მოხალისეების დახმარებით ხდება ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვა და ტრანსპორტირება. აგრეთვე იქ ორგანიზებას უწევენ სამქადაგებლო სამსახურს. ხომ არ გამოყოფდით დროს უახლოესი ფილიალის მოსანახულებლად? (როგორ ცდილობენ ხალხი მიიზიდონ შეხედეთ : ) )

ხშირად იეღოველები ისე ლაპარაკობენ, რომ ვერ გაარჩევ რა განსხვავებაა ჩვენს რელიგიასა და მათ რელიგიას შორის და აი ისიც, შეგიძლიათ იხილოთ, თუ რას არ ცნობენ იეჰოვას მოწმეები :

1. სამება: არის თუ არა იეჰოვა სამება — სამი პიროვნება ერთ ღმერთში? არა! იეჰოვა, მამა, — ‘ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია’ (იოანე 17:3; მარკოზი 12:29). იესო არის მისი პირველშობილი ძე და ის ღმერთს ემორჩილება (1 კორინთელთა 11:3). მამა ძეზე დიდია (იოანე 14:28). წმინდა სული არ არის პიროვნება; ის ღმერთის მოქმედი ძალაა (დაბადება 1:2; საქმეები 2:18).

შობა და აღდგომა თავის დასაბამს ცრუ რელიგიებში იღებს.

მკვდრებისადმი თაყვანისცემის ან შიშის მიზეზი არ არსებობს.
2. შობა და აღდგომა: იესო არ დაბადებულა 25 დეკემბერს. ის დაიბადა დაახლოებით 1 ოქტომბერს, წლის იმ დროს, როცა მწყემსებს თავიანთი ფარები ღამით მინდვრებში ჰყავდათ (ლუკა 2:8–12). იესოს არასდროს უბრძანებია ქრისტიანებისთვის, მისი დაბადების დღე ეზეიმათ. პირიქით, მან უთხრა თავის მოწაფეებს, სამარადისოდ დაეწესებინათ, ანუ ყოველთვის ხსომებოდათ მისი სიკვდილის დღე (ლუკა 22:19, 20). შობა და მასთან დაკავშირებული ადათ-წესები თავის დასაბამს ძველ ცრუ რელიგიებში იღებს. იმავეს თქმა შეიძლება აღდგომის ადათ-წესების შესახებ, როგორიცაა სააღდგომო კვერცხებისა და კურდღლების გამოყენება. ადრინდელი ქრისტიანები არც შობას ზეიმობდნენ, არც აღდგომას, რასაც არც დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანები აკეთებენ.

3. დაბადების დღე: ბიბლიაში მოხსენიებული ორად ორი დაბადების დღე იზეიმეს ადამიანებმა, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას თაყვანისმცემლები (დაბადება 40:20–22; მარკოზი 6:21, 22, 24–28ა). ადრინდელი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ დაბადების დღეს. დაბადების დღის ზეიმობის წეს-ჩვეულება ძველი ცრუ რელიგიებიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ჭეშმარიტი ქრისტიანები წლის სხვადასხვა დროს უძღვნიან ერთმანეთს საჩუქრებს და მშვენივრად ატარებენ ერთად დროს.

4. შიში მკვდრებისადმი: მკვდრები არც მოქმედებენ და არც რამეს გრძნობენ. ჩვენ ვერ დავეხმარებით მათ და ისინიც ვერ გვავნებენ (ფსალმუნი 145:4; ეკლესიასტე 9:5, 10). სული კვდება; ის არ აგრძელებს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ (ეზეკიელი 18: 4). მაგრამ ზოგჯერ დემონებად წოდებული ბოროტი ანგელოზები თავს მკვდრების სულებად აჩვენებენ. ნებისმიერი წეს-ჩვეულება, რომელიც მკვდრებისადმი შიშს თუ თაყვანისცემას უკავშირდება, არასწორია (ესაია 8:19).

5. ჯვარი: იესო ჯვარზე არ მომკვდარა. ის მოკვდა ბოძზე, ანუ ძელზე. ბერძნული სიტყვა, რომელიც მრავალ ბიბლიაში გადაითარგმნა როგორც „ჯვარი“, ხის მხოლოდ ერთ ნაჭერს გულისხმობდა. თავის დასაბამს ჯვრის ნიშანი ცრუ რელიგიებში იღებს. ადრინდელი ქრისტიანები არც იყენებდნენ და არც თაყვანს სცემდნენ ჯვარს. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, მართებულია თუ არა თაყვანისცემისას ჯვრის გამოყენება? (მეორე რჯული 7:26; 1 კორინთელთა 10:14).

6. შეიძლება ძალიან რთული იყოს ასეთი რწმენისა და წეს-ჩვეულებების მიტოვება. ნათესავები და მეგობრები შეიძლება შეეცადონ, დაგარწმუნონ, რომ არ შეცვალო შენი აზროვნება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ვასიამოვნოთ ღმერთს, ვიდრე ადამიანებს (იგავნი 29:25; მათე 10:36, 37).
(წყარო იეჰოვას მოწმეების ოფიციალური საიტი საქართველოში http://watchtower.org/ge/rq/article_11.htm)

საკმაოდ მრავლისმეტყველ ინფორმაციას გვაძლევს რასელისტთა შესახებ სექტის შიდა მასალები. მაგალითად, ჟურნალში „ჩვენი სამეფო მსახურება“ (IX, 1996 წ.) ხუთ გვერდზე ჩამოყალიბებულია გადაბირების დაწვრილებითი ინსტრუქციები ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისათვის: „ზოგ ადგილას სადაგ დღეებში კარდაკარ ქადაგება მცირედ ეფექტურია. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მაღაზიებსა და ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკებში და ავტოსადგურებთან, ბაზრებში იქადაგო“. გაცემულია ამგვარი ინსტრუქციებიც: „ეშურე, ყველგან იქადაგო“, „მუდამ მზად იყავი გამოლაპარაკებისთვის“, „როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ინტერესს იჩენს, ეცადე, მისი სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი შეიტყო“. ამავე ჟურნალის 2003 წლის №4 წერს: „აუცილებლად მიაკითხე მათ, ვისაც ლიტერატურა დაუტოვე, ან მათ, ვინც მცირე ინტერესი მაინც გამოავლინა. გამოცდილი მაუწყებლები იწერენ, რა აინტერესებს მობინადრეს და ამას მომავალი მსჯელობის საფუძვლად იყენებენ… პირველი მონახულების დასასრულს ეფექტურია მობინადრისათვის დამაფიქრებელი კითხვის დასმა, რაც მას შემდეგი მონახულებისადმი ინტერესს გაუღვივებს… ეცადე, მობინადრე მოინახულო მანამ, სანამ ინტერესი არ განელებია – შეიძლება ერთ-ორ დღეშიც კი“.

ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე, თურმე იეჰოვას მოწმეებისთვის სისხლის გადასხმა ლელიგიურად აკრძალულია, ეს ცოდვაა მათთვის, აი როგორ პასუხობენ ისინი ამ კითხვას:
უმართებულოა თუ არა სისხლის გადასხმა? გახსოვდეთ, იეჰოვა მოითხოვს, თავი შევიკავოთ სისხლისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ჩვენს ორგანიზმში არც სხვა პიროვნების სისხლი, არც ჩვენი, რომელიც მანამდე შენახული იყო (საქმეები 21:25). ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ისხამენ სისხლს. ისინი ისეთ სამედიცინო მკურნალობას გადიან, რომელიც უსისხლო პრეპარატების გადასხმას შეიცავს. მათ სურთ სიცოცხლე, მაგრამ ისინი არ ცდილობენ მის შენარჩუნებას ღმერთის კანონების დარღვევის საშუალებით (მათე 16:25).
იეჰოვას ,,სამეფო სახლები” როგორც მათ სამლოცველოებს თავად უწოდებენ საქართველოში სხვადასხვა ქალაქებში უკვე მომრავლდა, ერთ-ერთი ასეთი სამლოცველო მათ ბათუმშიც აქვთ, სწორედ იქაა გადაღებული სურათი,რომელიც სტატიის დასაწყისში იხილეთ.
ალბათ იეჰოვას ხსენებაზე ბევრს ახსენდება ია ამბავი, რომელზეც სხვადასხვა ჭორები გავრცელდა, ვითომდა იეღოველები გადმოხტნენ, ფრენა უნდოდათ თუ რაღაც ამდაგვარი, ამაზე გეტყვით რომ ტყუილია, ეს დადასტურდა ინტერვიუშიც,რომელიც იეჰოვას მოწმეთა უხუცესმა მისცა ჟურნალისტს. (უხუცესი გახლავთ არტემ გერეხელია)
_ წლების წინ საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ გორის ციხიდან იეჰოველები გადმოხტნენ. მათ სწამდათ, რომ გაფრინდებოდნენ, მაგრამ დაიღუპნენ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
_ (იცინის) ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდით. შემოგვხედეთ, როგორ ფიქრობთ, ვგავართ ჩვენ ხალხს, რომელიც გაფრენის იმედით გადახტება ციხიდან? ალბათ, თქვენც იცით, რომ ეს არ არის მართალი. ძალიან ხშირად გვეუბნებიან ამის შესახებ, ვეკითხები: თქვენ თვითონ ნახეთ? მპასუხობენ: არა, ვიღაცამ ნახა, მაგრამ ეს “ვიღაც” არავის უნახავს. (ეს გახლავთ ამონაწერი ინტერვიუდან).

რას ფიქრობთ ამ ხალხზე, და დაწერეთ თქვენი ისტორიები, თუ შეგხვედრიან საერთოდ..

Back to top button