კულტურა

ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში IP მისამართები გათავდა

e6jzk

მოკლედ ერთ ქართულ საიტზე წავაწყდი ასეთ იმფორმაციას, რომ ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში IP მისამართები გათავდა. მგონი საინტერესოა, დანარჩენი სრულიადში .

უახლეს 2 წელიწადში აზიის ქვეყნები განსაკუთრებით კი ჩინეთი, იაპონია და კორეა შესაძლებელია შეეჯახონ სერიოზულ პრობლემას. პრობლემა კი ციფრული IP მისამართების გათავებასთანაა დაკავშირებული. შეგახსენებთ რომ სწერედ ამ ციფრული IP მისამართით ხდება კონპიუტერის და სხვა მოწყობილობების იდენტიფიცირება ინტერნეტში. დღესდღეობით IP მისამართი შედგება 32 ბიტისგან და მისამართების საერთო რაოდენობა კი აღწევს 4,3 მილიარდს. მაგრამ აქედან ძირითადი რაოდენობა ამ მისამართებისა მიმაგრებულია აშშ-სა, კანადაზე და ევროპულ ქვეყნებზე. მაგალითისათვის მხოლოდ აშშ-ს აღებული აქვს ამ ციფრული IP მისამარტების რაოდენობის 70%.

20 წლის წინ როდესაც დაიწყო IPv4-ის დანერგვა,ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ, ინტერნეტის განვითარება აზიაში ასეთ მაშტაბებს მიიღებდა. ამიტომაც მაგალითისათვის ჩინეთს გამოუყვეს მხოლოს 22 მილიონი IP-მისამართი. (დღეს კი ვიცით რა განვითარებაც აქვს ჩინეთს და ისიც ვიცით რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა რომელსაც ყველაზე დიდი მოსახლეობა ყავს, ამის გათვალისწინებით 22 მილიონიანი ციფრი სასაცილოდ ჩანს). წინა წელს ჩინეთში ინტერნეტის მომხმარებელტა რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა და რაც მტავარია მოთხოვნილების ტემპი არ კლებულობს. იაპონიას და კორეასაც იგივე პრობლემა აწუხებთ, საკმაოდ მწვავედ დგას ციფრული მისამართების დეფიციტის საკითხი, განსაკუთრებით კი თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ბოლო დროს კომპიუტერების გარდა ინტერნეტში მობილური ტელეფონების ჩართვაც დაიწყო, ლაპარაკი აღარ არის მაცივრების და ავტომობილების ინტერნეტში ჩართვაზე.

ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ერთადერთია – IP პროტოკოლის მე-6 ვერსიაზე გადასვლა, რომელიც 128 ბიტისგან შედგება. ეს შესაძლებლობას გახდის გაიზარდოს ასტრონომიულ ციფრამდე ინტერნეტის IP მისამარტები 3,4×1038, ეს ციფრი საკმარისია რომ მე-6 IP პროტოკოლი რამოდენიმე წელი არსებობდეს და არ მოითხოვდეს ცვლილებას. IPv6 გადასვლით შესაძლებელი გახდება ყველა მოწყობილობას თავისი უნიკალური მისამართი მიეცეს და შესაძლებელს გახდის დინამიური IP-ს მოხსნას, რომელიც დამყარებულია მოწყობილობების ქსელიდან გამოთიშვა ჩართვაზე.

ანალიტიკოსების აზრით სწორედ აზიის ქვეყნები გადავლენ პირველები მე-6 IP ვერსიაზე. დღესდღეობით ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ სფეროში, და რაც მტავარია ქსელური აპარატურის მწარმოებლები უკვე ტავსებადს აკეთებენ ტავიანთ პროდუქციას ახალი IP ვერსიისათვის რომლის დანერგვაც არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა.

წყარო: FUL.GE

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button