საკითხავისაქართველო

მავნე ქართული ტრადიციები

საქართველო უცხო თვალისთვის ხშირად, პირველ რიგში, გაშლილ სუფრასთან ასოცირდება. ბევრი ქართული სიმღერა სწორედ სუფრაზე და სმა-ჭამაზეა შექმნილი. “ყველი, პური, ხაჭაპური, წიწილა”… “ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს, კბილის გაკრაჭუნებაო” და კიდევ სხვა კარგად ნაცნობი სიმღერები შეგვიძლია გავიხსენოთ.

რამდენიმე ათეული წლის წინ გადაღებული საბავშვო მულტფილმებიც მადის აღმძვრელი სიმღერებითაა გაჯერებული. კომბლეს ბატონის სიმღერა ალბათ საუკუნის ჰიტია – “მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება”. მაშინდელ ბავშვებსაც აღარ სჭირდებოდათ დაძალება და იმ ბატონის მიბაძვით “ხიზილალა და ჩურჩხელებით” დაწყებულ საქმეს დიდობაში “ღვინით სავსე ჭურებით” ამთავრებდნენ კიდეც.

თუ გსურს, რომ საქართველოში არსებული მავნე ტრადიციები ნათლად დაინახო და გააანალიზო, ამ ყველაფერს რიგითი უცხოელის “მოდარაჯე კაცის თვალით” უნდა შეხედო. სტერილური ობიექტურობის ფორმულა კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოში მავნე და მახინჯ ჩვეულებებს არა მხოლოდ ძველ დროში, ჩვენს ეპოქაშიც უხვად წააწყდებით.რის შემთხვევები, როდესაც ირკვევა, რომ ბევრ ტრადიციას ადრე უფრო ჯანსაღად უყურებდნენ, ვიდრე თანამედროვე საქართველოში. ცნობილი ამბავია, რომ მე-19-ე საუკუნემდე სუფრაზე ღვინის უზომოდ სმა და მემთვრალეობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და კაცი, რომელიც სასმელში მხოლოდ გამოთრობის საშუალებას ხედავდა, საზოგადოებისათვის მისაღები არ იყო. ღვინოს საქართველოს მუსლიმანი მეფეებიც კი სვამდნენ (მაგალითად: როსტომ ხანი, დავით ულუ და სხვები), მაგრამ მეფის მემთვრალეობასაც კი ვერ გუობდა ქართული საზოგადოება. დღეს, ქართულ სუფრებზე ნამდვილი შეჯიბრია გამოცხადებული იმაზე, თუ ვინ უფრო მეტ ღვინოს დალევს და ბევრს ჰგონია, რომ სწორედ ესაა ნამდვილი და ღირებული ქართული ტრადიცია

ცნობილი ამბავია, რომ ქართველ კაცებს ავტომობილისადმი განსაკუთრებული საყვარული აქვთ და საკმარისია ქართველმა ცოტა ფული მოიგდოს ხელთ, რომ ეგრევე მანქანის ყიდვას ესწრაფვის.

ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა, ჩვენს მძღოლებს საჭესთან მთვრალებს დაჯდომაც რომ არ უყვარდეთ. ამ მავნე ტრადიციის გამო ჩვენს ქვეყანაში ავტოავარიებით უამრავი ადამიანი იღუპება და ამის მიუხედვად მთვრალი მძღოლების რიცხვი მაინც იზრდება. ყველა ქართველი მძღოლი ფიქრობს, რომ იგი პროფესიონალია და მთვრალსაც კი არ მოუვა ავარია. უფრო მეტსაც გეტყვით, საქართველოში არიან მძღოლები, რომლებსაც კიდეც ეამაყებათ კანონის გვერდის ავლა და მთვრალებს საჭესთან ჯდომა ერთგვარ ვაჟკაცობად მიაჩნიათ.

წყარო: http://vinoge.com

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close