საკითხავისასარგებლოუცნაური

ნოსტრადამუსის ცხოვრება

ამ პოსტში შეიტყობთ “ცოტა“ რამეს ნოსტრადამუსის შესახებ..

1939 წლის შემოდგომის ერთ დღეს,მას შემდეგ,რაც გერმანიამ ომი გამოუცხადა ევროპას,თავის ოთახში წამოწოლილი ფრაუ დოქტორ გებელსი საკმაოდ უცნაურ და ბუნდოვან წინასწარმეტყველებათა წიგნს კითხულობდა.1568 წელს დაბეჭდილი წიგნის ავტორი გახლდათ ვინმე ნოსტრადამუსი.ფრაუ გებელის მეუღლეს ეძინა,მაგრამ ქალი ისე დააინტერესა წაკითხულმა,რომ სასწრაფოდ გააღვიძა ქმარი და აიძულა იგი,წაეკითხა რამდენიმე აბზაცი.წიგნმა საოცარი ზეგავლენა მოახდინა.გებელსმა,პროპაგანდის მინისტრის საშუალებით,დახმარება სთხოვა შვედ ასტროლოგს,ერნსტ კრაფტს.მას უმოკლეს ვადაში უნდა აღედგინა და გაეშიფრა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებანი,რომელთა დახმარებითაც შემგდომში ჰიტლერმა ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა ოკუპირებულ ევროპაზე.

რით გამოიწვია შუასაუკუნეების ფრანგი ექიმის ნაწერებმა ესოდენ ძლიერი დაინტერესება გებელსისა და ჰიტლერის დეპარტამენტებში?რით აიძულა მან ბრიტანეთის საიდუმლო სამსახური,გადაეხადა 80 ათასი ფუნტი სტერლინგი საპასუხო პროპაგანდისთვის?ვინ იყო წიგნის ავტორი?

მიშელ დე ნოსტრადამი,რომელსაც იცნობდნენ ლათინური სახელით – ნოსტრადამუსი,1503 წლის 14 დეკემბერს (ძველი სტილით) დაიბადა სენ რემი დე პროვანსში,უბრალო ოჯახში.მისი ბაბუა,პიერ დენოსტრადამი,მარცვლეულით მოვაჭრე ებრაელი იყო.მან ცოლად შეირთო ქრისტიანი ქალი – ბლანში.მათმა ვაჟიშვილმა,ჯაკუსმა,ნოსტრადამუსის მამამ,მიატოვა ვაჭრობა და 1495 წელს საცხოვრებლად გადავიდა სენ რემიში.აქ მან ცოლად შეირთო ყოფილი ექიმის, შემდგომში გადასახადების ამკრეფის, ქალიშვილი. ნოსტრადამუსი ცხრა წლის იყო,როდესაც ოჯახმა საბოლოოდ უარყო იუდაიზმი.1512 წლიდან ისინი უკვე კათოლიკეებად იხსენიებიან,მაგრამ იუდაიზმმა და ებრაულმა ლიტერატურამ დიდი გავლენა მოახდინა ნოსტრადამუსის ცხოვრებაზე.

იგი ოჯახის უფროსი შვილი იყო;ჰყავდა კიდევ ოთხი ძმა,რომელთა შესახებ თითქმის არაფერი ვიცით.
ნოსტრადამუსმა ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა დიდი ინტელექტი და ნიჭი.ბიჭუნას აღზრდა თავდაპირველად ბაბუა ჟანმა იკისრა,რომელიც მას ლათინურს,ბერძნულს,ებრაულს,მათემატიკასა და ასტროლოგიას ასწავლიდა.ამ უკანასკნელს ნოსტრადამუსი ღვთაებრივ მეცნიერებას უწოდებდა.ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ნოსტრადამუსი დაბრუნდამშობლების ოჯახში,სადაც მის აღზრდა-განათლებას ხელი მოჰკიდა მეორე ბაბუამ,მალე კი სასწავლებლად გაგზავნეს ავინიონში.

ამ დროისათვის მან უკვე გამოამჟღავნა ინტერესი ასტროლოგიისადმი.ნოსტრადამუსმა გალილეო გალილეიზე 100 წლით ადრე გაიზიარა კოპერნიკის თეორია იმის შესახებ,რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო ბრუნავს.შვილის შეხედულებები მისი მშობლების შეშფოთებას იწვევდა, – ამ დროს ინკვიზიცია მძვინვარებდა და მათ,როგორც ყოფილ ებრაელებს,სხვებზე მეტი საშიშროება ელოდათ.

1522 წელს 19 წლის ნოსტრადამუსს მონპელიეში აგზავნიან მედიცინის შესასწავლად.სამი წლის შემდეგ მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი,მოიპოვა პრაქტიკული მუშაობის უფლება,მიატოვა უნივერსიტეტი და გაეშურა სოფლებისაკენ,რათა დახმარება აღმოეჩინა შავი ჭირით დაავადებულთათვის.

მე-16 საუკუნის განმავლობაში საფრანგეთის სამხრეთ რაიონებში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. გავრცელდა ამ დაავადების ყველაზე მძიმე ფორმა,რომელიც ცნობილი იყო ”le charbon”-ის სახელწოდებით: დაავადებულს სხეულზე უჩნდებოდა უზარმაზარინ შავი წყლულები.

ნოსტრადამუსს ცხოვრების მანძილზე მრავალი მოწინააღმდეგე და მტერი ჰყავდა,მაგრამ ვერავინ უარყოფდა იმ გამბედაობას,ადამიანურობასა და სიკეთეს,რომელსაც ის იჩენდა გაჭირვებულთა და დაავადებულთა მიმართ.

1525 წლისათვის მან უკვე გაითქვა სახელი,როგორც შესანიშნავმა მკურნალმა.ის მოგზაურობდა ქალაქიდან ქალაქში,დახმარებას უწევდა დაავადებულებს,ამზადებდა საკუთარ წამლებს,რომელთა რეცეპტებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს მის მიერ გამოცემულ 1552 წელს გამოცემულ წიგნში.ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ნოსტრადამუსი დაუბრუნდა ავინიონს,სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა.სავარაუდოა,რომ სწორედ აქ გაუჩნდა ინტერესი მაგიისადმი, – ავინიონის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მის მიერ დაწერილიმრავალი მაგიური წიგნი.

დაახლოებით ოთხი წლის დაუღალავი მოგზაურობის შემდეგ ნოსტრადამუსი კვლავ მიემგზავრება მონპელიეში,რათა დაასრულოს სწავლა და მიიღოს დოქტორის ხარისხი.1529 წლის 24 ოქტომბერს იგი სასწავლებელს დაუბრუნდა.ნოსტრადამუსს მისმა წარმატებებმა მრავალი მტერი შესძინა ფაკულტეტზე,რის გამოც მას ძალიან გაუჭირდა აეხსნა მოშურნეთათვის მკურნალობის თავისებური მეთოდი.მიუხედავად ამისა,ვერავინ უარყო მისი ნიჭი და თავდადება და მალე მას დოქტორის ხარისხი მიენიჭა.ერთი წლის განმავლობაში ნოსტრადამუსი მონპელიეში ასწავლიდა,მაგრამ განუწყვეტელი წინააღმდეგობებით გაბრაზებულმა მიატოვა სასწავლებელი და კვლავ მოგზაურობას შეუდგა.

ტულუზაში ყოფნისას ნოსტრადამუსმა მიიღო ცნობილი ფილოსოფოსის,იულიუს კეისარ სკალიგერის წერილი,რომლითაც ნოსტრადამუსს აგენში იწვევდა.ქალაქმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა,რომ ნოსტრადამუსმა იქ დასახლება გადაწყვიტა და იქორწინა კიდეც დიდგვაროვან,მშვენიერ ასულზე,რომლის სახელიც,სამწუხაროდ,არ შემოგვრჩენია.ბედნიერ ცოლ -ქმარს ქალ-ვაჟი შეეძინათ.

სამედიცინო პრაქტიკამ ნოსტრადამუსს საყოველთაო აღიარება და დიდძალი შემოსავალი მოუტანა.სკალიგერის დახმარებით მან კიდევ უფრო დახვეწა თავისი ცოდნა,მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა,შავი ჭირის ეპიდემიამ აგენამდეც მიაღწია და,მიუხედავად ნოსტრადამუსის დიდი მცდელობისა,იმსხვერპლა მისი მეუღლე და ორი შვილი.იმ ფაქტმა,რომ საკუთარი ცოლ-შვილის გადარჩენა ვერ შეძლო,გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ნოსტრადამუსის,როგორც მკურნალის,სახელს.მალე მას უთანხმოება მოუვიდა სკალიგერთან.ეს არც იყო გასაკვირი,რადგან სკალიგერს,ადრე თუ გვიან,უკმაყოფილება მოსდიოდა ყველა მეგობარსა თუ ახლობელთან.

მალე გარდაცვლილი მეუღლის ოჯახმაც მზითვის უკან დაბრუნება მოითხოვა.ბოლოს კი ნოსტრადამუსს ერეტიკოსობაც დასწამეს.აქედან მოყოლებული მას დევნის ინკვიზიცია.ნოსტრადამუსმა,რომელსაც არავითარი სურვილი არ ჰქონდა,ინკვიზიტორთა სასამართლოს წინაშე აღმოჩენილიყო,კვლავ მოხეტიალე ცხოვრებას მიჰყო ხელი და მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ყველანაირად არიდებდა თავს ეკლესიის მსახურებთან შეხვედრას.

ცნობები ნოსტრადამუსის ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ ნაკლებად მოიპოვება.მოგვიანებით მისივე ნაწერებიდან ცნობილი გახდა მხოლოდ ის,რომ ამ დროს მას უმოგზაურიავენეციასა და სიცილიაში.სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება ლეგენდები ნოსტრადამუსის ნათელმხილველობის შესახებ.

ერთხელ,თურმე,იტალიაში ყოფნისას,ნოსტრადამუსს გვერდით ჩაუარა ახალგაზრდა ბერმა,რმოელიც ადრე ღორების მწყემსი იყო.ნოსტრადამუსი მუხლებზე დაეცა და შესძახა:”თქვენო უწმინდესობავ!” ეს ახალგაზრდა გახლდათ ფელის პერეტი,რომელიც ნოსტრადამუსის სიკვდილიდან ოცი წლის შემდეგ,1585 წელს გახდა რომის პაპი, სექტუს V.

აი,კიდევ ერთი ლეგენდა:ვინმე სენიორ დე ფლორინვალს ეჭვი შეეპარა ნოსტრადამუსის ნათელმხილველობაში და გადაწყვიტა,გამოეცადა იგი.მან სთხოვა ნოსტრადამუსს,გამოეცნო იმ ორი ღორის ბედი,რომლებიც მის ეზოში დასეირნობდნენ.ნოსტრადამუსმა მაშინვე უპასუხა,რომ შავ ღორს სენიორი შეჭამდა,ხოლო თეთრს – მგელი.ფლორინვალმა უბრძანა მსახურებს,დაეკლათ თეთრი ღორი.ბრძანება,რა თქმა უნდა,შესრულდა,მაგრამ მოხდა ისე,რომ მოშინაურებულმა მგლის ლეკვმა ხორცი მოიპარა.შეშინებულმა მზარეულმა შავი ღორი დაკლა და ბატონს მიართვა.სენიორ დე ფლორინვალმა სადილობისას გამარჯვებულის სახით ამცნო ნოსტრადამუსს,რომ ისინი თეთრი ღორის ხორცს მიირთმევდნენ,ნოსტრადამუსმა კი დაიჩემა,რომ ეს შავი ღორი იყო.ბოლოს მზარეულს უხმეს,რომელიც იძულებული გახდა,სიმართლე ეღიარებინა.

1554 წელს ნოსტრადამუსი მარსელში დასახლდა.ნოემბერში პროვანსს თავს დაატყდა საშინელი წყალდიდობა.ამან ხელი შეუწყო შავი ჭირის გავრცელებას და ეპიდემიამ ორმაგი ძალით იფეთქა.ნოსტრადამუსი დაუღალავად მუშაობდა.ექიმების უმრავლესობა გაიქცა იმ ხალხთან ერთად,ვისაც ჯერ კიდევ შეეძლო სიარული;ამან გამოიწვია ინფექციის გადატანა და გავრცელება სხვა რაიონებში.ნოსტრადამუსი მარტოდმარტო აღმოჩნდა ეპიდემიამოდებულ ქალაქში.ადამიანები სასოწარკვეთას მოეცვა.ნოსტრადამუსმა ნახა ავადმყოფი ქალი,რომელმაც საკუთარი ხელით შეიმოსა სუდარა,რადგანაც იცოდა,რომ სიკვდილის შემდეგ ახლოს ვერავინ მიეკარებოდა.

ეპიდემიის ჩაცხრომის შემდეგ ნოსტრადამუსი მიემგზავრება სალონში სამუდამოდ დასამკვიდრებლად,მაგრამ მალე იგი გამოიძახეს ლიონში,სადაც ყივანახველის ეპიდემიამ იფეთქა.ლიონის მადლიერმა მოსახლეობამ უხვად დაასაჩუქრა მკურნალი.გადმოცემა გვაუწყებს,რომ საჩუქრების უმრავლესობა ნოსტრადამუსს ღარიბებისთვის დაურიგებია.ძნელია,გამოარჩიო სინამდვილე ლეგენდისაგან,მაგრამ ლეგენდასაც უსათუოდ ექნებოდა საფუძველი.

სალონში დაბრუნებულმა ნოსტრადამუსმა მდიდარ ქვრივზე,ან პონსარ ჟემელზე იქორწინა.ამის შემდეგ იწყება მისი შედარებით წყნარი ხანა.ნოსტრადამუსი კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენს მაგიისადმი,დიდ დროს უთმობს წიგნების წერასა და თითქმის მთლიანად ანებებს თავს სამედიცინო პრაქტიკას.1550 წლიდან ნოსტრადამუსი ავრცელებს ყოველწლიურ ალმანახს,ხოლო 1554 წლიდან იწყება მისი ”წინასწარმეტყველებანის” ბეჭდვა.წარმატება განუზომელი აღმოჩნდა.

ნოსტრადამუსმა სახლის ზედა სართულზე მოაწყო სამუშაო ოთახი,სადაც ღამ-ღამობით წერდა ან აკრძალულ ლიტერატურას კითხულობდა.მოგვიანებით თვითონვე აღნიშნავდა,რომ შემდგომში საკმაოდ ბევრი ნაშრომი დაწვა.ეს,ალბათ,ძნელი დასაჯერებელია.სავარაუდოდ,ეს განცხადება მიზნად ისახავდა,თვალი აეხვია ეკლესიის მსახურთათვის,რომელნიც მას სასტიკად დევნიდნენ.საფიქრალია,რომ ნოსტრადამუსის შთაგონებას ბიძგს აძლევდა წიგნი “De Mysteriis Egyptorum”,რომელიც 1547 წელს დაიბეჭდა ლიონში და რომელიც მას უეჭველად ექნებოდა,რადგანაც ხშირად იხსენიებს თავის ნაშრომებში.

დაახლოებით ამავე პერიოდში,1554 წელს ჟან-ეიმ დე შავინიმ,ქალაქის მერმა,უარი თქვა თანამდებობაზე და სთხოვა ნოსტრადამუსს,მოწაფედ აეყვანა და ესწავლებინა ებრაული ასტროლოგია და ასტრონომია.ნოსტრადამუსის გარდაცვალების შემდეგ მან სასწავლებელზე რამდენიმე წიგნი დაწერა და აქტიური მონაწილეობა მიიღო მისი ნაშრომების პირველი სრული კრებულის გამოცემაში.შავინიმ შემდგომშიც რამდენჯერმე გამოსცა ნოსტრადამუსის ნაშრომების უდიდესი ნაწილი,რა თქმა უნდა,მისი ქვრივის თანხმობით.

1555 წლისათვის ნოსტრადამუსმა დაასრულა წინასწარმეტყველებათა წიგნის პირველი ნაწილი.მისი ”წინასწარმეტყველებანი” მოიცავდა პერიოდს მე-16საუკუნიდან სამყაროს დასასრულამდე,ე.ი. 2000 წლამდე (მისი წინასწარმეტყველებით,რაც,საბედნიეროდ,მცდარი აღმოჩნდა).მიუხედავად დიდი განათლებისა და პროგრესული აზროვნებისა,ნოსტრადამუსი თავისი შეხედულებებით უფრო მე-15 საუკუნეს ეკუთვნოდა,ვიდრე რენესანსის პერიოდს.მისი ფიქრები,უფრო ხშირად მიმართული იყო პირველი ათასწლეულისაკენ;ამ დროისათვის ეკლესიას,რომელიც ქვეყნის მოახლოებულ დასასრულს ქადაგებდა,ძალზე დიდი გავლენა ჰქონდა.მიაჩნდათ,რომ ქვეყნიერების დასასრული პირველი ათასწლეულის ბოლოს დაემთხვეოდა.ათასწლეულმა მშვიდობიანად ჩაიარა;სამყაროს დასასრულის იდეამ 2000 წლისაკენ გადაინაცვლა.ნოსტრადამუსიც ერთგვარად იზიარებდა ამ აზრს,თუმცა მთლიანად დარწმუნებული არ იყო,რადგანაც ”ენუქის წიგნის” მიხედვით სამყაროს დასასრული მოსალოდნელია 7000 წლისათვის (ჰჰ,რას ვამბობდით?).

ნოსტრადამუსმა წინასწარმეტყველებათა ათი წიგნი დაწერა.თითოეული მათგანი 100 სტროფს,ანუ 100 წინასწარმეტყველებას შეიცავს.ნოსტრადამუსმა ვეღარ მოასწრო მეთერთმეტე და მეთორმეტე წიგნების გამოცემა.”წინასწარმეტყველებანი” დაწერილია ბუნდოვანი,გაურკვეველი სტილით,მათში უხვად არის გამოყენებული ფრანგული,იტალიური,ბერძნული და ლათინური სიტყვები,შეგნებულად არის დარღვეული მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ინკვიზიციისა და უმეცართა თვალის ასახვევად.

1555 წლის შემდეგ ნოსტრადამუსის,როგორც ნათელმხილველის,სახელი საოცრად სწრაფად მოედო მთელ საფრანგეთსა და ევროპას.იმ დროს წიგნი სიძვირის გამო ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ მდიდართათვის იყო ხელმისაწვდომი.ნოსტრადამუსის ნაწერებმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სამეფო კარზე.თუმცა შეშფოთებას იწვევდა მისი ზოგიერთი წინასწარმეტყველება.

დედოფალმა,ეკატერინე მედიჩიმ თავისთან იხმო ნოსტრადამუსი.1556 წლის ივლისში იგი პარიზს გაემგზავრა.მოგზაურობას ერთი თვე დასჭირდა.როგორც ჩანს,დედოფალი მოუთმენლად ელოდა მეცნიერს,რომელიც მეორე დღესვე მიიღო სასახლეში..საუბარმა,რომელსაც არავინ დასწრებია,ორი საათი გასტანა;როგორც ფიქრობდნენ,დედოფალს აინტერესებდა,რას იტყოდა წინასწარმეტყველი მეფის მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ.ეკატერინე კმაყოფილი დარჩა ნოსტრადამუსის ვიზიტით და სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა მისი.რაც შეეხება მეფეს,ჰენრი II-ს,მას ნოსტრადამუსთან ხანმოკლე აუდიენცია ჰქონდა.

ნოსტრადამუსი პარიზში ორ კვირას დარჩა.მას უამრავი ხალხი აკითხავდა.ზოგი რჩევას ეკითხებოდა,ზოგიც ჰოროსკოპის შედგენას თხოვდა.დედოფალმა ეკატერინემ მეორედაც იხმო იგი და თხოვა,შეედგინა ჰოროსკოპები მისი შვილებისათვის.ნოსტრადამუსი საგონებელში ჩააგდო დედოფლის თხოვნამ,რადგან მან უკვე იწინასწარმეტყველა მედიჩის შვილების ტრაგიკული დასასრული.ამჯერად მეცნიერმა დედოფალს მხოლოდ ის უთხრა,რომ ყველა მისი ვაჟი მეფე გახდებოდა;წინასწარმეტყველება მთლიანად ვერ გამართლდა:მედიჩის ერთი ვაჟიშვილი გამეფებამდე გარდაიცვალა.

მალე ნოსტრადამუსი გააფრთხილეს,რომ პარიზში დაიწყო მითქმა-მოთქმა მისი ჯადოსნობის შესახებ.იგი იძულებული გახდა,სასწრაფოდ დაეტოვებინა ქალაქი და დაბრუნებულიყო სალონში,სადაც მოუთმენლად ელოდნენ და დიდი სიხარულით შეხვდნენ.ამ დროს ნოსტრადამუსის ჯანმრთელობა უკვე შერყეული იყო.იგი ძველებურად ვეღარ მუშაობდა;ძირითადად ჰოროსკოპებს ადგენდა დიდგვაროვანთათვის და ცდილობდა,დაესრულებინა ”წინასწარმეტყველებანი”.მისი შრომები ხელნაწერების სახით გავრცელდა ხალხში,დასრულებული სახით კი მხოლოდ 1568 წელს,ნოსტრადამუსის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ გამოიცა.

1564 წელს დედოფალმა ეკატერინემ გადაწყვიტა,ემოგზაურა საფრანგეთში თავის მეორე ვაჟთან,შარლ IX და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.მოგზაურობა ორი წელი უნდა გაგრძელებულიყო.დედოფალმა თავისი ამალა მაქსიმალურად შეამცირა.პროვანსში მოგზაურობისას მან სალონში შეიარა,რათა მოენახულებინა ნოსტრადამუსი;დედოფალმა მას 300 ოქროს კრონი და კარის ექიმის ტიტული უბოძა,რაც მუდმივ ხელფასსა და სხვა ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფდა.ნოსტრადამუსი,რა თქმა უნდა,კმაყოფილი დარჩა.

დედოფლის სალონში ვიზიტის დროს ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა.ნოსტრადამუსმა დაჟინებით მოითხოვა,ენახათ ხალები ამალის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრის ტანზე.ყმაწვილს შერცხვა და გაიქცა.მეორე დღეს,როდესაც ახალგაზრდას ეძინა,ნოსტრადამუსმა დაათვალიერა მისი სხეული და განაცხადა,რომ ეს ბიჭი საფრანგეთის მეფე გახდებოდა.წინასწარმეტყველება ახდა:ყმაწვილი ჰენრი ნავარიელი გახლდათ,შემდგომში მეფე ჰენრი IV.

ამ დროისათვის ნოსტრადამუსის ჯანმრთელობა საბოლოოდ შეირყა.მან,როგორც ექიმმა,კარგად იცოდა,რომ დასასრული მოახლოებული იყო.1566 წლის 17 ივნისს ნოსტრადამუსმა ანდერძი შეადგინა.1 ივლისს კი ადგილობრივ მღვდელს უხმო.როდესაც ღამით შავინის დაემშვიდობა,ნოსტრადამუსმა უთხრა,ცოცხალს ვეღარ მიხილავო.მეორე დილას იგი გარდაცვლილი ნახეს.ნოსტრადამუსი სალონის კორდელიეს ეკლესიის კედელში დაკრძალეს,მისმა მეუღლემ კი საფლავზე მარმარილოს შესანიშნავი დაფა აღმართა,მაგრამ რევოლუციის პერიოდში ფანატიკოსმა ჯარისკაცებმა მისი გვამი საფლავიდან ამოთხარეს.ამის შემდეგ ნოსტრადამუსის ნეშტი გადაასვენეს სალონის წმ.ლორენის ეკლესიაში;აქ დღემდე არსებობს მისი საფლავი და სურათი.

ნოსტრადამუსის ”წინასწარმეტყველებათა” წიგნმა საუკუნეების განმავლობაში მრავალი ცვლილება და ”შესწორება” განიცადა.არსებობს რამდენიმე ვარიანტი ე.წ. ”პირველი გამოცემისა”,რომლებშიც შეცვლილია ტექსტები.შეუძლებელია ყველა გამოცემის აქ ჩამოთვლა,მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ ოთხი საუკუნის განმავლობაში არც ერთი ნაშრომი არ დაბეჭდილა ასე ხშირად,თუ არ ჩავთვლით ბიბლიას.ნოსტრადამუსის სიკვდილის შემდეგ მისი წიგნები ყოველ საუკუნეში ოცდაათჯერ მაინც იბეჭდებოდა.

1649 წლიდან მოყოლებული 1980 წლამდე ნოსტრადამუსის ნაწერებს იყენებდნენ,როგორც პროპაგანდის საშუალებას.1649 წელს კარდინალ მაზარინის მოწინააღმდეგეებმა;,რომლებმაც იგრძნეს მისი დიდი გავლენა საფრანგეთის მეფის კარზე,სასწრაფოდ გადაბეჭდეს ნოსტრადამუსის ”წინასწარმეტყველებათა” 1568 წლის გამოცემა,სადაც ჩაურთეს კარდინალის საწინააღმდეგო ორი სტროფი.

როდესაც 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს ბასტილია,რევოლუციონერებმა საკუთარი თავი შეიცნეს”წინასწარმეტყველებათა” წიგნში,რომელიც ციხეში,მაგიდაზე გადაშლილი დახვდათ.ათი დღის განმავლობაში მიედინებოდა ხალხი ბასტილიისაკენ,რათა საკუთარი თვალით წაეკითხათ რევოლუციონერთა წარმატების დამამტკიცებელი სტროფები.

ნოსტრადამუსით ნაპოლეონი მისმა მეუღლემ,ჟოსეფინამ დააინტერესა,მაგრამ,სამწუხაროდ,წიგნი,რომელიც ნაპოლეონს ხელთ ჰქონდა,არ ეკუთვნოდა ნოსტრადამუსს.

ნოსტრადამუსის პოპულარობა მალე გასცდა საფრანგეთის ფარგლებს.მის წიგნებს კითხულობდნენ მთელ ევროპაში.საკმარისია აღინიშნოს,რომ 1555-დან 1643 წლამდე ნოსტრადამუსის ნაშრომები ოცდაექვსჯერ გამოიცა.თუ გავითვალისწინებთ იმასაც,რომ მაშინ წიგნის გამოცემა ძალიან ძვირად ფასობდა,მიხვდებოდით,თუ რა ძალა ჰქონია ამ ”წინასწარმეტყველებებს”.?

ჰიტლერმა ნოსტრადამუსს მას შემდეგ მიაქცია ყურადღება,რაც ფრაუ დოქტორ გებელსმა მისი წიგნი თავის მეუღლეს წააკითხა.უკვე 1940 წელს გერმანელები თვითმფრინავებიდან ყრიდნენ ფურცლებზე დაბეჭდილ ყალბ ”წინასწარმეტყველებებს”,სადაც ნათქვამი იყო,რომ ჰიტლერი გაიმარჯვებდა,ომი არ შეეხებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთს და სხვა.არადა,უკვე ამ დროს გერმანია ცდილობდა გზა გაეკაფა პარიზისაკენ.

ბრიტანეთის დაზვერვამ,გაიძვერა ლუი დე ვოლის წაქეზებით,უდიდესი თანხა გაიღო ანტიგერმანული პროპაგანდისათვის.ისინი ბაძავდნენ გერმანელებს,თხზავდნენ ”წინასწარმეტყველებათა” ახალ ვარიანტებს და ავრცელებდნენ საფრანგეთსა და ბელგიაში.ეს ფაქტი მხოლოდ 1943 წელს გამოაშკარავდა.

გასარკვევი გვრჩება საკითხი:ვინ იყო ნოსტრადამუსი – ნათელმხილველი თუ მდიდარი ფანტაზიით დაჯილდოებული განათლებული გაიძვერა? რას წარმოადგენს მისი ”წინასწარმეტყველებანი” ? ხომ არ არის ეს უბრალო ისტორიული დამთხვევა? მაგრამ რომელ დამთხვევაზეა ლაპარაკი,როდესაც ნოსტრადამუსმა ზუკას აღწერა ლუი XVI-ეს გაქცევა,ნაპოლეონისა და ჰიტლერის ბედი,შაჰის გადმოგდება ტახტიდან,ადამიანის გაფრენა კოსმოსში.ამავე დროს ზუსტად განსაზღვრა ზოგიერთი მოვლენის თვე და წელი.

ერთი რამ კი ნათელია: თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ ის შავბნელი მომავალი,რასაც ნოსტრადამუსი უწინასწარმეტყველებს კაცობრიობას,უნდა უარვყოთ ჩვენი ყოფის ის ნორმები,რომლებიც დამკვიდრდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში,ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის,რათა შევინარჩუნოთ ჩვენი პლანეტა – დედამიწა.

როგორ მოგეწონათ? ცოტა ხანში იქნება ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებიც ;) 210 არის მარა არაუშავს ..

წყარო:წიგნი “ნოსტრადამუსი”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close