საკითხავიუცნაური

ყურბელა

ყველაზე “უცნაური” არსება დედამიწის ზურგზე.

ყურბელა საკმაოდ გავრცელებული ცხოველია მსოფლიოში. მისი უამრავი ჯიში არსებობს. იგი ძირითადად ტროპიკულ ზონებში ბინადრობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ზომიერ ჰავასაც ეგუება. ყურბელას გრძელი ტანი აქვს, რომელიც მონაკვეთებადაა დაყოფილი და თითოეულ მონაკვეთზე მას წყვილი ფეხი აქვს. მონაკვეთების რაოდენობა ძალიან განსხვავდება: მათი რაოდენობა შეიძლება 20-ს არ აღემატებოდეს, თუმცა არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომელთა სხეული 173 მონაკვეთისგან შედგება. კიდურების სიმრავლის გამო ყურბელას ხანდახან უჭირს მათი რითმულად მუშაობა და შეიძლება ფეხები დაკარგოს კიდეც, თუმცა, თუ ძალიან მოზრდილ ასაკში არ არის, მათი რეგენერაციის უნარი გააჩნია.

ყურბელებს ცუდი მხედველობა აქვთ. მათი ძირითადი გრძნობის ორგანო საცეცებია.

ყურბელა მტაცებელია. იგი საკმაოდ სწრაფია და წინააღმდეგობის გაწევის დიდი უნარი აქვს. მისი მთავარი იარაღი მის თავზე განთავსებული კლანჭებია, რომლებშიც იგი შხამს ინახავს. ამ შხამს იგი იყენებს როგორც მსხვერპლის პარალიზებისთვის, ისე თავის დასაცავად. ყურბელას ბევრი მტერი ჰყავს: მასზე ნადირობენ ისეთი ქვეწარმავლები, როგორიცაა გომბეშო და ასევე ბევრი ფინველი. მისი მონადირება საკმაოდ ძნელია. რაც უფრო დიდია ყურბელა, მით მეტი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ყურბელას ყველაზე დიდი მტერი ისევ და ისევ ყურბელაა.

ყურბელები კვერცხების დებით მრავლდებიან.

ყურბელების უმრავლესობა 20-30 სმ სიგრძისაა, თუმცა უფრო დიდებიც გვხვდება. ამბობენ, რომ გალაპაგოსის კუნძულებზე ბინადრობს ყურბელა, რომლის სიგრძე 60 სმ-მდე აღწევს. ყურბელას ერთ-ერთი პრეისტორიული ჯიში სიგრძით 1 მეტრი ყოფილა.

შხამს ყურბელა თავდაცვის მიზნითაც იყენებს. მისი შხამი ადამიანისთვის მომაკვდინებელი არ არის, თუმცა ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია. ზომიერ სარტყელში მობინადრე ყურბელას ნაკბენს თითქმის ისეთივე შედეგები ახასიათებს, როგორიც ფუტკრის ნაკბენს. თუმცა ტროპიკულ ზონაში მობინადრე ყურბელას ნაკბენი გაუსაძლის ტკივილს იწვევს. გარდა იმისა, რომ ნაკბენი სივდება, მსხვერპლს ეწყება ციება, რომელსაც თან ახლავს სისუსტე და მაღალი ტემპერატურა.

გარდა იმისა, რომ ყურბელას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კვებით ჯაჭვში, მას ადამიანებმა დამატებითი ფუნქციაც მოუძებნეს: როგორც ჩანს, ისინი მის დაგემოვნებაზეც არ ამბობენ უარს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ცოცხლად.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close