არქივი

ჰაბლის ტელესკოპი

a849ac7525bc

ჰაბლის ტელესკოპს სახელი დაერქვა ცნობილი ასტრონომის ედვინ პ.ჰაბლის (1889-1953) საპატივსაცემოდ. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი (HST ) წარმოადგენს დიდ, კოსმოსურ ობსერვატორიას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ასტრონომიის დანვითარებაში. ტელესკოპმა შეგვიქმნა უპრეცენდენტოდ ღრმა და ნათელი წარმოდგენა სამყაროს შესახებ.

ორბიტალური ტელესკოპის კონცეფცია პირველად მოხსენიებული გვხვდება გერმან ობერტის წიგნში ,,რაკეტა საპლანეტაშორისო სივრცეში”(გერ. «Die Rakete zu den Planetenraumen»).

1946 წელს, ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ლეიმენ სპიტცერმა გამოსცა სტატია: ,,არამიწიერი ობსერვატორიის ასტრონომიული შესაძლებლობები”.(ინგ.Astronomical advantages of an extra-terrestrial observatory). სტატიაში ხაზგასმულია ამგვარი ტელესკოპის ორი მთავარი შესაძლებლობა: პირველ რიგში მისი კუთხური კუთხური დარჩევადობა შეზღუდული იქნება მხოლოდ დიფრაქციით, და არა ტურბულენტური ნაკადებით ატმოსფეროში, ამავე დროს დედამიწის ტელესკოპების გარჩევადობა იყო 0,5-დან 1,0-მდე კუთხური წამი , როდესაც თეორიულად ტელესკოპის გარჩევადობა დიფრაქციის მიხედვით 2,5 მეტრიანი სარკით მოიცავს 0,1 წამს. ასევე კოსმოსურ ტელესკოპი შეძლებდა ეწარმოებინა დაკვირვება ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიპაზონებში, რომლებშიც დედამიწის ატმოსფეროს გამოსხივებათა შთანთქმა საკმაოდ მნიშვნელოვანია.
სპიტცერმა თავისი სამეცნიერო კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა ამ პროექტის განვითარებას. 1962 წელს აშშ-ს ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული მოხსენება რეკომენდაციას უწევდა ორბიტალური ტელესკოპის შემუშავებას და კოსმოსურ პროგრამაში მის ჩართვას. 1965 წელს სპიტცერი დაინიშნა კომიტეტის თავჯდომარედ, რომლის დავალებაც იყო მეცნიერული ამოცანების განსაზღვრა კოსმოსური ტელესკოპისათვის.

026f46ef9d9e

კოსმოსური ასტრონომია მნიშვნელოვნად განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1946 წელს პირველად მიიღეს მზის ულტრაიისფერი სპექტრი. მზის შესასწავლად 1962 წელს დიდმა ბრიტანეთმა გაუშვა ორბიტალური ტელესკოპი პროგრამა ,,არიელის” ჩარჩოებში, ხოლო 1996 წელს NASA-მ კოსმოსში გაუშვა პირველი ორბიტალური ობსერვატორია OAO (ინგ. Orbiting Astronomical Observatory). მისია წარმატებით არ დასრულებულა, აკუმულიატორებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სტარტიდან მესამე დღეს. 1968 წელს კოსმოსში გაუშვეს OAO-2,რომელიც ანხორციელებდა დაკვირვებას ვარსკვლავების და გალაკტიკების ულტრაიისფერ გამოსხივებაზე 1972 წლამდე, რითაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა ექსპლუატაციის ვადას (1 წლით ).

1968 წელს NASA-მ ტელესკოპ-რეფლექტორის (სარკით 3 მ.) მშენებლობის გეგმა შეიმუშავა. პროექტმა მიიღო სახელწოდება LST (ინგ. Large Space Telescope). გაშვება იგეგმებოდა 1972 წელს. პროგრამა ხაზს უსმევდა რეგულარული პილოტირებული ექსპედიციების აუცილებლობას, ტელესკოპის მომსახურებისათვის, ძვირადღირებული დანადგარის ხანგრძლივი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით.პარალელურად
განვითარებადი პროგრამა ,,სფეის შატლი” (Space Shuttle) შესაბამისი შესაძლებლობების მიღების იმედს იძლეოდა .
a421484b80b2
პროგრამა ОАО-ს წარმატების წყალობით ასტრონომიულ საზოგადოებაში შეიკრიბა კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ორბიტალური ტელესკოპის მშენებლობა უნდა გამხდარიყო პრიორიტეტული. 1979 წელს NASA _მ დააწესა ორი კომოტეტი, ერთი ტექნიკური ასპექტების შესასწავლად და დასაგეგმად, ხოლო მეორე კომიტეტის ამოცანა იყო სამეცნიერო კვლევების პროგრამის შემუშავება. შემდეგი სერიოზული წინააღმდეგობა იყო პროექტის ფინანსირება. ხარჯები აღნიშნულ პროექტზე უნდა ყოფილიყო მეტი, ვიდრე დედამიწის ნებისმიერი ტელესკოპის ღირებულება. აშშ-ს კონგრესმა ეჭვქვეშ დააყენა წარმოდგენილი სმეტის ბევრი პუნქტი და მნიშვნელოვნად შეამცირა ასიგნებანი, რომლებიც თავიდან ითვალისწინებდნენ ობსერვატორიის ინსტრუმენტებისა და კონსტრუქციების მასშტაბურ კვლევებს. 1974 წელს ბიუჯეტის ხარჯების შემცირების პროგრამის ჩარჩოებში, რომელიც ინიცირებული იყო პრეზიდენტ ფორდის მიერ კონგრესმა მთლიანად გააუქმა პროექტის ფინანსირება.

ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვიეს შეკვეცები, მათ შორის მთავარი იყო გადაწყვეტილება სარკის დიამეტრის შემცირების შესახებ , 3-დან 2,4მ-მდე ,რათა შეემცირებინათ ხარჯები და მიეღოთ უფრო კომპაქტური კონსტრუქცია.ასევე გააუქმეს მეტრნახევრიანი სარკის მქონე ტელესკოპის პროე ქტი, რომელიც უნდა აემუშავებინათ სისტემების ტესტირების მიზნით და ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან(ეკა) კოოპერაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ეკა დათანხმდა მონაწილეობა მიეღო პროექტის დაფინანსებაში , ასევე ინსტრუმენტებითა და მზის ბატარეებით ობსერვატორიის მომარაგებაზე, სანაცვლოდ დაკვირვების ხანგრძლიობის დროის 15% ევროპელი ასრტონავტებით უნდა დაკომპლექტებულიყო 1978 წელს კონგრესმა დაფინანსება განსაზღვრა 36 მილიონი დოლარით და ამის შემდეგ დაიწყო სრულმაშტაბიანი სამუშაოები, გაშვების თარიღათ იგეგმებოდა 1983 წელი. 1980-იანი წლების დასაწყისში ტელესკოპმა ედვინ ჰაბლის სახელი მიიღო.

წყარო: space4thinkers.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button