გასართობისაკითხავისასარგებლო

უცხოური გამოთქმები


გაგრძელებაში არის ის გამოთქმები, რომლებიც წარმოშობისთანავე აიტაცა საზოგადოებამ და გახდა პოპულარული

1)Ab ovo usque ad mala ლათ.[აბ ოვო უსკვე ად მალა] “კვერცხიდან ვაშლამდე” (რომაელები სადილს იწყებდნენ კვერცხით და ათავებდნენ ვაშლით) ნიშნავს-“თავიდან ბოლომდე” [ჰორაციუსის გამონათქვამი]

2)A la guerre comme a la guerre ფრანგ.[ა ლა გერ კომ ა ლა გერ]-“ომია, ომი იყოს”

3)Alea jacta est ლათ. [ალეა ჯაქტა ესტ]-“კამათელი გაგორებულია” ნიშნავს-“ბედი გადაწყდა”; სიტყვები მიეწერება იულიუს კეისარს, რომელმაც გადაწყვიტა აშკარად გაელაშქრა რომის სენატის წინააღმდეგ და გადაელახა იტალიის საზღვარი.

4)Amicus Plato, sed magis amica veritas ლათ[ამიკუს პლატო,სედ მაგის ამიკა ვერიტას]- “პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება კიდევ უფრო დიდი მეგობარია” [ამ გამოთქმას არისტოტელეს მიაწერენ]

5)Ars longa, vita brevis (est) ლათ.[არს ლონგა,ვიტა ბრევის] – ხელოვნება ვრცელია, სიცოცხლე მოკლე

6)Artes liberales ლათ.[არტეს ლიბერალეს]-“თავისუფალი ხელოვნებანი” ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეებში შვიდ საერო მეცნიერებას: გრამატიკას, რიტორიკას, დიალექტიკას, არითმეტიკას, გეომეტრიას, ასტრონომიასა და მუსიკას.

7)Aut Caesar, aut nihil ლათ [აუტ ცეზარ, აუტ ნიჰილ] “ან კეისარი ან არაფერი”.

8)Ave,caesar, morituri te salutant ლათ. [ავე ცეზარ მორიტური ტე სალუტანტ}-“იცოცხლე კეისარო, სასიკვდილოდ მიმავალნი სალამს გიძღვნიან”. რომაელი გლადიატორების მიმართვა იმპერატორებისადმი ბრძოლის წინ

9)Bis dat, qui cito dat ლათ. [ბის დატ, კვი ციტო დატ] – ორმაგად იძლევა ის, ვინც მალე იძლევა

10)Carpe diem ლათ. [კარპე დიემ]- “მოწყვიტე დღე”; ისარგებლე დღევანდელი დღით, მომენტი არ გაუშვა. ჰორაციუსიუსის გამონათქვამი

11)Cogito, ergo sum ლათ [კოგიტო ერგო სუმ] “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”; ფრანგი ფილოსოფოსის დეკარტეს სიტყვები.

12)Da lieght der Hund begraben გერმ. [და ლიგტ დერ ჰუნდ ბეგრაბენ] -აი აქ მარხია ძაღლის თავი

13)Fortes fortuna adjuvat ლათ[Fორტეს Fორტუნა ადიუვატ] მამაცთ ბედი სწყალობთ; ტერენციუსუს სიტყვები

14)memento mori ლათ. [მემენტო მორი]-გახსოვდეს სიკვდილი

15)Nihil probat, qui nimium probat ლათ.[ნიჰილ პრობატ,კვი ნიმიუმ პრობატ] -არაფერს არ ამტკიცებს ის, ვინც ძალიან ბევრს ამტკიცებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close