არქივი

Nokia-ს ისტორია (ნაწილი I)

c7f9165a8c4e

ამ პოსტში წარმოგიდგენთ Nokia-ს ისტორიას, ვფიქრობ  საინტერესოა…

პრე–ტელეკომუნიკაციების ერა:

თანამედროვე Nokia–ს წინამორბედი კომპანიები  იყვნენ Nokia (Nokia Aktiebolag)(ცელულოზა–ქაღალდის წარმოებაზე ორიენტირებული), Finnish  Rubber Works  Ltd (Suomen Gummitehdas Oy)(რეზინის ნაწარმზე ორიენტირებული) და Finnish Cable Works Ltd (Suomen Kaapelitehdas Oy)(ნახევარგამტარებზე ორიენტირებული).

Nokia–ს ისტორია 1865 წელს დაიწყო, როდესაც სამთო ინჟინერმა ფრედრიკ იდესტამმა სამხრეთ–დასავლეთ ფინეთში, ქალაქ ტამპერეში, ტამერკოსკის (Tammerkoski ) ჩქერობის ნაპირზე დააარსა მერქან–ცელულოზის საფქვავ–გადამამუშავებელი ფაბრიკა და დაიწყო ქაღალდის წარმოება. 1868 წელს, იდესტამმა მეორე საწარმო ააშენა  ტამპერედან დასავლეთით თხუთმეტ კილომეტრში (ცხრა მილი) პატარა ქალაქ Nokia–ს ახლოს, ჰიდროელექტროენერგიის საუკეთესო რესურსების მქონე მდინარე – ნოკიანვირტას (Nokianvirta) ნაპირზე. 1871 წელს, იდესტამმა, ახლო მეგობრისა და სახელმწიფო მოხელის – ლეო მეჩელინის დახმარებით, თავის ფირმას სახელი გადაარქვა და  სააქციონერო საზოგადოებად გადააკეთა, ასე დაარსდა კომპანია Nokia, რომელიც დღემდე ამ სახელითაა ცნობილი.

ae6ea0935e05 4ac3189e6c9e

ქალაქს, სახელი – Nokia, მასზე გამავალი მდინარის გამო ეწოდა. თვით მდინარის სახელწოდება – ნოკიანვირტა (Nokianvirta) კი იმ პატარა, შავ–ბეწვიანი ცხოველის აღმნიშვნელი ძველი ფინური სიტყვიდანაა წარმოშობილი, რომელიც მდინარე ნოკიანვირტას სანაპიროებზე ბინადრობდა. თანამედროვე ფინურზე, noki მურს–ჭვარტლს ნიშნავს, nokia – კი მრავლობითის ფორმაა, თუმცა სიტყვის ეს ფორმა იშვიათად თუ ოდესმე იხმარება. ძველი სიტყვა – nois (მრავლ. nokia) ანდა nokinäätä (“შავი კვერნა”)   ეწოდებოდა სიასამურს. მას მერე, რაც სიასამური,  ინტენსიური ნადირობის შედეგად ამოწყდა ფინეთში, ამ სიტყვით ზოგიერთ შავბეწვიან კვერნისებრსაც აღნიშნავდნენ, მაგალითად,  ფიჭვის კვერნა, რომელიც დღესაც ბინადრობს იმ მიდამოებში.

მე–19 საუკუნის მიწურულს,  ელექტროობის სფეროში ბიზნესის გაფართოების მეჩელინისეულ სურვილს თავიდან, იდესტამმა შეუშალა ხელი. თუმცა, 1896 წელს, კომპანიის მმართველობიდან იდესტამის გადადგომამ მეჩელინს ხელი შეუწყო გამხდარიყო კომპანიის თავმჯდომარე (1898–დან 1914–მდე), რაც შეიძლება მეტი აქციონერი დაერწმუნებინა თავის გეგმებში და ამით თავისი ხედვის რეალიზება მოეხდინა. 1902 წელს Nokia–ს ბიზნეს – საქმიანობას  ელექტროწარმოებაც დაემატა.

ინდუსტრიული კონგლომერატი (მრავალპროფილიანი გაერთიანება):

1898–ში ედუარდ პოლონმა დააარსა კალოშებისა და რეზინის სხვა ნაკეთობათა მწარმოებელი Finnish Rubber Works–ი, რომელიც მოგვიანებით Nokia–ს რეზინის ბიზნეს – საკუთრება გახდა.  მე–20 საუკუნის დასაწყისში, Finnish Rubber Works–ის ქარხნები განთავსებული იყო პატარა ქალაქ Nokia–ს მახლობლად და პროდუქციის სამარკო დასახელებად – Nokia–ს იყენებდა. 1912–ში, არვიდ ვიკსტრემმა დააარსა Finnish Cable Works–ი, რომელიც  სატელეფონო, სატელეგრაფო და  ელექტრო კაბელებს აწარმოებდა, რაც ქმნიდა Nokia–სა და სხვა ელექტრონული ფირმების საკაბელო ფონდს. 1910–იანი წლების ბოლოს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,  კომპანია Nokia გაკოტრების პირას აღმოჩნდა. Nokia–ს გენერატორებიდან ელექტროენერგიის შეფერხების გარეშე მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, Finnish Rubber Works–მა შეიძინა გადახდისუუნარო  კომპანიის ბიზნესი. 1922–ში, Finnish Rubber Works–მა შეისყიდა Finnish Cable Works–ი. 1937–ში, ვერნერ ვეკმანი, მოჭიდავე (ბერძნულ–რომაულ ჭიდ.სახეობაში) – ფინეთის პირველი ოლიმპიური ოქროსმედალოსანი,  Finnish Cable Works–ის პრეზიდენტი გახდა, 16 წლიანი ტექნიკურ დირექტორად მუშაობის გამოცდილებით.  II მსოფლიო ომის შემდეგ, Finnish Cable Works–ი კაბელებით ამარაგებდა საბჭოთა კავშირს, ფინეთის წილი სამხედრო რეპარაციის (ომით მიყ. ზარალის ანაზღაურება) სახით. რამაც, კომპანიის სამომავლო სავაჭრო ურთიერთობებს კარგი საფუძველი ჩაუყარა.

1922 წლიდან ერთობლივად მოქმედი ეს სამი კომპანია, 1967 წელს ერთ ინდუსტრიულ კონგლომერატ – Nokia Corporation–ში გაერთიადა და ამით გზა გაუხსნა  Nokia–ს, მომავალში გლობალურ კორპორაციად ჩამოყალიბებას. ახალი კომპანია წარმოების მრავალ სფეროში ჩაება, სხვადასხვა დროს აწარმოებდა რა ქაღალდის პროდუქტებს, მანქანისა და ველოსიპედის საბურავებს, ფეხსაცმელს (მათ შორის რეზინის ბოტებს), საკომუნიკაციო კაბელებს, ტელევიზორებს და სხვა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკას, პერსონალურ კომპიუტერებს, ელექტროგენერაციის მანქანებს, რობოტ–ტექნიკას, კონდენსატორებს, სამხედრო საკომუნიკაციო საშუალებებსა და აღჭურვილობებს (როგორიცაა, მოწყობილობა SANLA M/90 და  M61 აირსაწინააღმდეგო ნიღაბი ფინეთის არმიისთვის), პლასტმასს, ალუმინსა და ქიმიურ პრეპარატებს. ყოველ ბიზნეს ერთეულს თავისი დირექტორი ედგა სათავეში, რომლებიც ანგარიშვალდებულები იყვნენ Nokia Corporation–ის პირველი პრეზიდენტის – ბერნ ვესტერლუნდის მიმართ. ჯერ კიდევ Finnish Cable Works–ის პრეზიდენტის რანგში ყოფნის დროინდელი მისი დამსახურებაა, 1960 წელს კომპანიაში ელექტრონიკის პირველი დეპარტამენტის დაარსება, რითაც ტელეკომუნიკაციის სფეროში Nokia–ს მომავალს ჩაუყარა საფუძველი.

საბოლოოდ, 1990–იან წლებში კომპანიამ გადაწყვიტა უკანა პლანზე გადაეწია საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის წარმოება და ფოკუსირებულიყო მხოლოდ ტელეკომუნიკაციების სწრაფმზარდ სეგმენტზე. საბურავების მწარმოებელი Nokian Tyres–ი (ნოკიას საბურავები) გამოეყო Nokia Corporation–ს საკუთარი კომპანიის ჩამოყალიბების მიზნით 1988 წელს და ორი წლის შემდეგ  რეზინის ბოტების მწარმოებელი Nokian Footwear–ი დაარსა. 1990–იანების დანარჩენ წლებში, Nokia ცდილობდა თავიდან მოეცილებინა თავისი ყველა არასატელეკომუნიკაციო ბიზნესი.

ტელეკომუნიკაციების ერა:

Nokia–ს ამ სახით მიმდინარე აღორძინებას საფუძველი ჩაუყარა 1960 წელს კაბელების განყოფილებაში ელექტრონიკის სექციის დაარსებამ  და 1962 წელს გამოშვებულმა პირველმა ელექტრონულმა პროდუქციამ: იმპულსების ანალიზატორი, ატომურ ელექტროსადგურებში გამოსაყენებლად. 1967 წელს, ეს სექცია გამოიყო საკუთრივ დამოუკიდებელ განყოფილებად და დაიწყო სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოება.

ქსელური აპარატურა:

1970–იან წლებში Nokia უფრო აქტიურად ჩაება სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში, შექმნა რა Nokia DX 200 – ციფრული გადამრთველი სატელეფონო სადგურებისთვის. 1982 წელს, Nokia DX 200 გახდა სატელეფონო სადგურების მსოფლიოში  პირველი მაკონტროლებელი  მიკროპროცესორი და პირველი მთლიანად ციფრული კომუტატორი, რომელიც ევროპამ მომსახურებაში დანერგა. DX 200 გახდა ქსელური აპარატურის სფეროს “მუშა ნაწილი”.  მოდულურული და მოქნილი კონსტრუქციის წყალობით, მისი გამოყენება სხვადასხვაგვარ გადამრთველ–საკომუტაციო პროდუქტში იყო შესაძლებელი. 1984–ში, დაიწყო ვერსიის შექმნა Nordic Mobile Telephony–ის (სკანდინავიური ქვეყნების მობილური სატელეფონო ქსელი) ავტომატური სატელეფონო სადგურებისათვის (ე.წ. АТС–ი).

1970–იანების რაღაც პერიოდში, Nokia–ს ქსელური აპარატურის პროდუქცია შევიდა კომპანია  Telefenno–ს განკარგულებაში, რომელიც ერთობლივად ეკუთვნოდა როგორც დედა კორპორაციას, ასევე ფინეთის სახელმწიფოდაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას. 1987 წელს სახელმწიფომ გაყიდა თავისი წილი Nokia–ს აქციები და 1992 –ში სახელწოდებაც იქნა შეცვლილი – Nokia Telecommunications–ად (ნოკიას ტელეკომუნიკაციები).

1970–იანებსა და 1980–იანებში, Nokia განავითარებდა – Sanomalaitejärjestelmä–ს (ფინურიდან – “მესიჯ–უწყებათა სისტემის აპარატურა”), ციფრულ, პორტატულ და საკომუნიკაციო აპარატურას დაშიფრული ტექსტური ინტერფეისით, ფინეთის სამხედრო ძალებისათვის. დღესაც, თავდაცვაში ძირითადად გამოყენებული კომპონენტი არის – Sanomalaite M/90 (SANLA M/90).

პირველი მობილური ტელეფონები:

0fb04cc6fbe7

ნოკიას პირველი მობილური ტელეფონი Mobira Cityman 150 (1989წ.) და Nokia 1100 (2003წ.)

წყარო: mobi.ge

სამწუხაროდ მეტი არ დაეტია და ამიტომ ვყოფ ნაწილებად.

მსგავსი ამბები

Back to top button