გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწ.3; უმთავრესად რომზე)

1. ბიბლია პირველი წიგნია , რომელიც დაიბეჭდა საბეჭდ მანქანაზე.

2. პირველი ქართული წიგნი, რომელიც დაიბეჭდა საბეჭდ მანქანაზე იყო “ქართული ანბანი ლოცვებითურთ” 1629 წელს რომში.

3. პარაშუტი გამოიგონა ლეონარდო და ვინჩიმ 1515 წელს.

4. ჰიპოკრატეს ფიცი შეიქმნა მისი სიკვდილის შემდეგ.

5. ტიტუს მანლიუსმა საკუთარი ვაჟი დასაჯა სიკვდილით, რის შემდეგაც რომაელები განსაკუთრებით სასტიკ სასჯელს მანლიუსის სასჯელს უწოდებდნენ.

6. კამილუსი ჯერ რომიდან განდევნეს, შემდეგ კი რომის მეორე დამაარსებელი უწოდეს.

7. გემის აბორდაჟით აღება ძველმა რომაელმა სამხედროებმა მოიგონეს პირველი პუნიკური ომის დროს , რათა კართაგენელებთან ზღვის ბრძოლის პირობებში ხელჩართული ბრძოლა გაემართათ.

8. რომაელები საბრძოლო სპილოებს პირველად პიროსთან ბრძოლაში შეხვდნენ და შიშით უკან დაიხიეს.

9. არქეოლოგებმა პალატინის გორის ძირას აღმოაჩინეს არისტოკრატის სახლი, რომელსაც რომის პირველი იმპერატორის ავგუსტუსის დაბადების ადგილად მიიჩნევენ.

10. ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე კატონი (ჩვ. წ. აღრიცხვით 234 -149 წლები) აღნიშნავს, რომ იტალიაში ყველაზე პოპულარულ სამკურნალო საშუალებად კომბოსტო ითვლებოდა.

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close