გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწ.2)


1. პირველი მსოფლიო ომი პირველი იყო, რომლის გამოცხადებაც დეპეშით მოხდა.

2. ეჭვმიტანილის თავდებით განთავისუფლება ძველ რომში მოიგონეს.

3. რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა ბარბაროსთა მეთაურის ოდოაკრის მიერ უკანასკნელი იმპერატორის რომულუს ავგუსტულუსის დამხობით 476 წლის 4 სექტემბერს.

4. ნეპტუნის აღმოჩენა კალმის წვერით მოხდა. ანუ იგი, ჯერ ურანის ტრაექტორიის არასისწორის გამოკვლევისას იქნა აღმოჩენილი ასტრონომიული გამოთვლებით 1821 წელს და მხოლოდ 1846 წელს ასტრონომებმა დაინახეს იგი ტელესკოპით.

5. ტიტუს ლივიუსის “რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან” 142 წიგნიდან ჩვენამდე მხოლოდ 35 წიგნმა მოაღწია…

6. მარკუს ვალერიუს კორვუსის მეტსახელი კორვუსი ლათინურად ყვავს ნიშნავს.

7. რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ოქტავიან ავგუსტუსის ახლო მეგობარი იყო .

8. რომის ლეგენდარულ პირველ მეფესაც და უკანასკნელ იმპერატორსაც რომულუსი ერქვა.

9. მზის დაბნელების ჩვენთვის ცნობილი მეცნიერული დაკვირვება ჩინეთში მოხდა ძვ. წ. 780 წელს.

10. ახალდაქორწინებულის მიერ პატარძლის სახლში ხელში აყვანილი შეყვანის ტრადიცია ძველი რომიდან მოდის.

11. იტალიაში ჰანიბალმა ყველა ბრძოლა მოიგო, ხოლო ომი წააგო.

12. ნეფერტიტი ტუტანხამონის დედა იყო.

13. რომის იმპერატორ კალიგულას ნამდვილი სახელი იყო გაიუს იულიუს კეისარი, ხოლო მეტსახელი კალიგულა ერგო ბავშვობაში, როდესაც იგი უბრალო მეომარივითკალიგებს ატარებდა.

14. პლატონი ფილოსოფოსთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც იყო — მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონში შეჯიბრში.

15. რომაელ ქალებს არ ჰქონდათ საკუთარი სახელები.

16. ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მონარქი დედოფალი ვიქტორია იყო.

17. ძაღლები დაახლოებით ძვ. წ. 10000 წელს მოაშინაურეს ჩინეთში და ჩრდილოეთ ამერიკაში.

18. სფინქსს ცხვირი ნაპოლეონის ჯარისკაცებმა მოატეხეს. ისინი მას სამიზნედ იყენებდნენ.

19. ანრი IV-ს 6 კანონიერი და 11 უკანონო შვილი ჰყავდა.

20. სესხის მაქსიმალური წლიური პროცენტი 8% რომაელებმა შემოიღეს ძვ. წ. V საუკუნეში.

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close