გასართობისაკითხავისასარგებლო

რამდენიმე გამოცანა ექსკლუზიურად უცნაურისთვის!!!

ექსკლუზივში არ ვგულისხმობ,რომ ჩემი მოფიქრებულია. უბრალოდ ოლიმპიადის ამოცანებს გთავაზობთ , რომელიც მე ჯერ ინტერნეტში არ მინახავს. :yes:
_____________________________________________________________________________
ამოცანა ნომერ პირველად წოდებული :
რძის ქარხანა უშვებს სამი სახის პროდუქტს: ყველს,ხაჭოსა და არაჟანს. მათი წონები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 4:5:8. ქარხნის ხელმძღვანლობამ გადაწყვიტა, გამოშვებული პროდუქციის წონის გაორმაგება, ამასთან ყველი უნდა გამოუშვან 150%-ით მეტი, ხაჭო კი 60%-ით მეტი. რამდენი პროცენტით უნდა გაზარდონ არაჟნის წარმოება?
_____________________________________________________________________________
ამოცანა ნომერ მეორედ წოდებული :
a,b,c რიცხვების შესახებ ცნობილია , რომ ერთი დადებითია, მეორე-უარყოფითი და მესამე ნულის ტოლი. ცნობილია ასევე a^2= b^2(b-c)…გაარკვიეთ, რომელი რა არის.
_____________________________________________________________________________
ამოცანა ნომერ მესამედ წოდებული :
იპოვეთ ყველა ნატურალური რიცხვი, რომელიც იყოფა სამზე და ზუსტად ხუთი გამყოფი აქვს
_____________________________________________________________________________
ამოცანა ნომერ მეოთხედ წოდებული :
მოცემულია რიცხვები 2010, 2010^2, 2010^3 (ყოველი რიცხვი მიიღებაწინა რიცხვის 2010-ზე გამრავლებით). დაასაბუთეთ , რომ ამ რიცხვებში არ შევგვხვდება ისეთი, რომლის ციფრთა ჯამი ზუსტად 2010 იქნება.
_____________________________________________________________________________
ამოცანა ნომერ მეხუთედ წოდებული :
ორი პრიცი იბრძვის ქალიშვილისთვის. მეფის შემდეგი დავალებაა: ორივე თავიანთ ცხენზე ამხედრდნენ და ვისი ცხენიც ბოლო მივა , ის მოიყვანს ცოლად მეფის ქალიშვილს. არც-ერთი არ იძვრის. ბოლოს მოხუცი მივა და ყურში ორივეს ჩასჩურჩულებს რაღაცას. ამ რაღაცის შემდეგ პრინცები ცდილობენ, პირველები მივიდნენ ხელმწიფემდე (ანუ ერთმანეთს უსწრებენ ). კითხვა : რა უთხრა მოხუცმა?
_____________________________________________________________________________
პ.ს პატარა პოსტია,მაგრამ იმხელა აზრს შეიცაავს!!!!!!!! ;) ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close