გასართობისამხედროსასარგებლო

airsoft georgia

ეს სპორტის სახეობა მრავალ ქვეყანაში უკვე ძალიან პოპულარულია და 2 მილიონზე მეტი მოთამაშე ჰყავს მთელ მსოფლიოში. პირველად აირსოფტი როგორც სპორტის სახეობა ისე არ იყო, უბრალოდ ხდებოდა სწავლება პრევმატული თოფებით, შემდეგ მოხდა ამ იარაღებით გასართობი თამაშების მოწყობა შოტლანდიაში, ამის მერე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. დღესაც აირსოფტის ცენტრად შოტლანდიაა მიჩნეული. ეხლა რაც შეეხება საქართველოში ამ სპორტის არსებობას. უვკე  რამდენიმე წელია აირსოფტმა საქართველოში ფეხი მოიკიდა და ბევრი აქტიური მონაწილეც ყავს. ასევე არსებობს საქართველოს აირსოფტის ფედერაცია, რომელთა დიდი ძალისხმევის შედეგად ხდება ის, რომ ძალიან ბევრი ამ თამაშით მოიწამლა და თავის დანებება აღარ შეუძლია ამ მართლაც და აზარტულ სპორტზე.
მინდა თამაშის დაწყება და რა გავაკეთო პირველად?

1. რა მჭირდება სათამაშოდ?
პირველი რაც აუცილებელია გჭირდება იარაღი. იარაღის არჩევანი თბილისში/საქართველოში ძირითადად არც თუ ისე მრავალფეროვანია და დამოკიდებულია თქვენს ფინანსებთან. პირველ რიგში უნდა აირჩიოთ იარაღის სახეობა, რითი გსურთ თამაში. ეს თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული.(10 – 40 ლარი) – ამ ფასად ლილოში თუ იყიდით რამე პლასმასის იარაღს (მხოლოდ გადატენვის რეჟიმით) მე პირადად არ გირჩევთ ამით დაწყებას, რადგან ვერ მიიღებთ სიამოვნებას.
( 100-300 ლარი) -დაახლოებით ამ ფასში “Airsoft Shop”_ში იშოვით რამე პლასმასის იარაღს (ავტომატური რეჟიმით) დასაწყისითვის პრინციპში გამოდგება.
(300 – 500 ლარი) – “Airsoft Shop”_ში იყიდით უკვე საკმაოდ კარგ იარაღს, რა თქმა უნდა ჩინურს. ექნება საკმაო სიმძლავრე და არ გიღალატებთ ომშიც. მე პირადად გირჩევთ Dboy-სის ფირმას M4-ის სერიის შემთხვევაში და Cyma-ს ფირმას AK-ს სერიაში. პრინციპში ჩემი დაკვირვებით Cyma ჯობია ბევრ რამეში Dboy-ს2. სათვალეები აუცილებელია? ვერ ვხმარობ სათვალეს…
სათვალე არის აუცილებელი და თუ ვერ გაიკეთებ, მაშინ ვერც ითამაშებ. სათვალე აუცილებლად უნდა იყოს პლასმასის და Airsoft-ის იარაღზე დატესტილი. შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია ვენასში, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის # 10-ში, ოპერის პირდაპირ რომ ქუჩაა მან.3. არ მაქვს სამხედრო ტანსაცმელი/ამუნიცია და პრობლემაა?
პრობლემა არ არის. შეგიძლია მოხვიდე სპორტულით/კეტებით ან რასაც შენ ჩათვლი საჭიროდ. სასურველია წითელი და ყვითელი მაიკა არ გეცვას. რამდენიმე თამაშის შემდეგ და შენი ბიუჯეტის შევსებისას სასურველია, რომ იყიდო ნებისმიერი სახის ფორმა, შენი გემოვნების და ისევ ბიუჯეტის მიხედვით. ფორმის და სხვა სამხედრო აქსესუარების ყიდვა შეგიძლია ნებისმიერ სანადირო/სათევზაო მაღაზიაში. ასევე ყველაზე იაფად იშოვი ნავთლუღის ბაზარში.

4. სხვა რა შეიძლება დამჭირდეს სათამაშოდ?
ყველაფერი, რასაც ჩათვლი, რომ გამოგადგება, მაგ: რაციები, სხვადასხვა სამხედრო აქსესუარები, თუნდაც ნიჩაბი “აკოფის” გასათხრელად

5. ეს ყველაფერი მაქვს და ეხლა რა ვქნა?
პირველ რიგში გაეცანი წესებს და კარგად დაიმახსოვრე ყოველი წესი. ნუ დაარღვევ წესებს და მიიღებ მაქსიმალურ სიამოვნებას თამაშიდან და სხვასაც ასიამოვნებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნურც შეწუხდები და მოხვალ სათამაშოდ!

6. რითი მოვიდე შეკრების ადგილას? პოლიგონზე რითი უნდა წავიდე?
თუ გყავს მანქანა, მოდი მანქანით… თუ არ გყავს მანქანა, რამენაირად მოდი შეკრების ადგილამდე და იქ არიან კეთილი სტრაიკერები, ვისაც ექნება მანქანაში ადგილი და წაგიყვანენ პოლიგონზე.

წესები

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: ჩესნობა – ტყვია მოგხვდა: მკვდარი ხარ.
მოხვედრის ფაქტს აღიარებს თვითონ მსხვერპლი. ტყვიის მოხვედრად ითვლება შარიკის მოხვედრა სხეულის ნებისმიერ ნაწილში(თუმდაც ნეკა თითში).


მეორე – სათვალეების მოხსნა აკრძალულია
რაც არ უნდა გეგონოს რო მტერი არსად არის ახლო მახლო – სათვალის მოხსნა, აწევა შუბლზე და ა.შ. იკრძალება – ტყვიას გააჩნია საკმარისი ძალა ადამიანის დასაბრმავებლად და არავის არ აქვს გარანტია რო იმ წამს მტერი არ უმიზნებს და სროლას არ აპირებს. ამოთხრილ თვალზე პასუხს აგებს თვითონ თვალის მფლობელი და არა მსროლელი.


მესამე – არანაირი კამათი და გარჩევა ბრძოლის დროს მოწინააღმდეგეებს შორის
ყველა საკამათო სიტუაციის შემთხვევაში – ყველა მოსაუბრე მხარე ავტომატურად ცხადდება მკვდრად და მერე ისაუბრონ რამდენიც უნდათ.


მეოთხე – სტრაიკბოლი ითამაშება მხოლოდ და მხოლოდ 6მმ -იანი პლასტმასის ბურთულების მსროლელი იარაღებით
არანაირი კისტის თოფები, რაგატკები

მეხუთე – მკვდრები არ ლაპარაკობენ, არ დაბოდიალობენ და ზოგადად არ უშლიან ხელს სათამაშო პროცესს
მოკვდი – რაცია გათიშე, იარაღი ასწიე თავს ზემოთ და ყველა საეჭვო ადგილი გაიარე ხმამაღალი შეძახილებით “მკვდარი ვარ!”. არანაირი “ბიჭო, ბიჭო, იქ ზის, იქიდან მესროლა!” – ან რჩევები – “გადადი, გადადი არ გიყურებს, გადადი!!…” და ა.შ.


მეექვსე – არანაირი დანები ან რაიმე ცივი, ცხელი ან სხვა ტიპის იარაღი თამაშიას(ელექტრო შოკი და ა.შ.)
ადრენალინი ტვინს აბნელებს… ექსტრემალური სიტუაციები კი ექსტრემალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვენ… ასე რომ არანაირი იარაღი თამაშისას გარდა 6მმ -იანი airsoft -ის იარაღებისა.


მეშვიდე – ნასვამი, მოწეული(ხვდებით რა მოსაწევზეც ვამბობ), გაჩხერილი და სხვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპიული საშუალბების მოქმედების ქვეშ მყოფი მოთამაშეები არ დაიშვებიან.

18 წლამდე მოთამაშეები არ დაიშვებიან სათამაშოდ არის რამოდენიმე გამონაკლისი როცა მშობელიც მოყვება

თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ მომწერეთ

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close